“გზააბნეული მედუზა” გესთ პოსტის მოლოდინში

მსუფუქი (ყოფაქცევის) პოსტების ეპოქა დამიდგა. ვეღარც ბლოგებს ვეწაფები, ვითარცა  სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა და გუგლ რიდერი ხომ გაგიჟებასაა მისული. ამასწინათ ჯიმეილიდან ახალი გამოსული ვიყავი, ფეისბუკზე მივდიოდი და ჯერ ქვა მესროლა, მერე თვითონაც გამობობღდა. RSS-ების გადამკიდე, გაჟღვლეპილია ქონად. რას მერჩოდი, რატომ მტენიდი ამდენი ლინკით, თუ არაფერს წაიკითხავდიო, – მიყვიროდა. მართალია ეგ კაცი. წაგიკითხავ, ჩემო რიდერ, წაგიკითხავ! ;)

მალე ჩემს ბლოგზე პირველი გესთ პოსტი დაიდება და მას ყველაზე ლამაზი ქართველი ბლოგერი დაწერს. ამ ფრაზის წაკითხვის შემდეგ სარკეს ნუ მიაწყდებით და თვითშეფასების ბდღვერს ნუ აადენთ საკუთარ ტვინს (ბიჭები განსაკუთრებით). Ви все узнайте, товарищи блогеры (ამას რომ ვამბობ, გონებაში სტალინის ულვაშები მიღუტუნებს).

ამასობაში კი “გზააბნეული მედუზაც” დავასრულე. თვეზე მეტი დამჭირდა ერთი ციცქნა ფურცლის გასავსებად. მკითხავთ, რატომ მაინცდამაინც გზააბნეული მედუზაო? მოკლედ, ჩემი პატარა ბიძაშვილი ცისფერ ოჭივარაში იჯდა და საცოდავად დააწოწიალებდა ერთი კედლიდან მეორემდე, ხან რას ეჯახებოდა, ხან რას. ეგ არის და ეგ. :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

17 thoughts on ““გზააბნეული მედუზა” გესთ პოსტის მოლოდინში

  1. რა საინტერესოა ვინ იქნება ის რჩეული.. მმმ.. ქენთ ვეით ;) )
    პ.ს. გზააბნეული მედუზა მაგარი მიგნებაა, ჩემს ამ ბოლო დროის მოცემულებას ეგრე უნდა ერქვას :) )

  2. კარგი ნახატიას მომწონს . ხო და იდეაც დევს რა გგინდა ყველა გენიალური იდეა ძალიან მარტივიაო არ გაგიგია

  3. შევუერთდები ზემოთ ხსენებულს….რაღა დავამატო…ყოველთვის მომწონს შენი პოსტი…ეს ნახატი არის – არა ჩვეულებრივი არამედ არაჩვეულებრივი :)

  4. ოჰ ეღირსა ამ მედუზასაც ბლოგის სინათლეზე გამოსვლა :d
    რა შეშინებული თვალები აქვს საწყალს :roll:

  5. როგორც იქნა დასრულდა! მშვენიერია :) ))

    უი, შენ ჩემი ცხვირის ფოტო უნდა გამოგიგზავნო, სანამ დამხატავ კარგად რომ დააკვირდე ;)

    • სამგანზომილებიანი სურათი გამომიგზავნე :)

  6. მშვენიერი მედუზააა, ნეტავ მეც შემეძლოს ხატვა :( ა ეს არაფერ შუაშია? წასაკითხი მეც რამდენი დამიგროვდააააა (ეს მგონი არის შუაში)

  7. ნეტა ვინ დაიმსახურა შენი ასეთი კომპლიმენტი? :) ))
    მომწონს მედუზა, თან გზააბნეული :)

  8. ამას წინათ ერთ-ერთი ბლოგერი მეკითხება: გავიგე, ზურიუსთან გესთ პოსტის დაწერას აპირებო :D მხოლოდ ახლა მივხდი, რატომ მკითხა :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »