ესეც ასე, წნევასაც გადავურჩი. არადა, თავიდან მეგონა, რომ გრიპი შემეყარა. მეთქი, რა გაუძლებს სიცხეს და ახლობლების საყვედურებს…
ჯერ კიდევ პავლოვზე, ავტობუსში მჯდომმა უეცრად ლივლივი ვიგრძენი. ნელ-ნელა ავმჩატდი, ჰარი Vითა და ლეპტოპით გამოტენილი ჩანთა ისეთი მსუბუქი მომეჩვენა.
ისეთი განცდა მქონდა, თითქოს დედამიწამ გრავიტაციის ნაწილი დაკარგა. სახლში მისვლამდე ენერგია ისე გამომეცალა, ვერც მივხვდი, თუ რაშია საქმე. ის კი არა და, მიზიდულობის ძალის “შემცირების” გამო, კიბეები უცბად ავირბინე. რაღაცნაირად მიხაროდა, რომ გავჰაეროვნდი.
სახლშიც ჩვეულებრივ მივედი და ნახევარ საათში ჰარის კითხვა განვაგრძე წამოწოლილმა. აი, მაშინ შევატყვე, იმდენად მჩატედ ვგრძნობ თავს, რომ უკვე სუსტად ვარ. წიგნი გადავდე და დაძინება ვცადე. 5 წუთში მივხვდი, რომ გული მიმდის…
ყველა დროის ყველაზე აუტანელი შეგრძნება, როცა აცნობიერებ, რომ ცუდად ხარ და ვერაფერს შველი. სასწრაფოდ ფეხზე წამოვვარდი და ვიყვირე, ცუდად ვარ, მეთქი. შინაგანად კიდევ უფრო მომიჭირა რაღაცამ და წამით პანიკამდე მიმიყვანა.
ფეხზე ვდგავარ, ვალიდოლს ვუცდი და ყველაფერი ნელ-ნელა გათეთრებას იწყებს ჩემ გარშემო. ნელ-ნელა აცნობიერებ, როგორ ახლოსაა ის, რისიც ასე გეშინია
საერთოდ, გაცნობიერებული სიკვდილი საშინელებაა. ამ დროს, თითქოს, ორჯერ კვდები.
ვალიდოლმა მომასულიერა, ჩავწყნარდი, თუმცა 5 წუთში კანკალმა ამიტანა… ასე სცოდნია თურმე წნევას.
გარდატეხის ასაკში, როცა მსუქანი ვიყავი, სულ მაწუხებდა წნევა. 10 წლის წინ კი პირადი რეკორდი მოვხსენი: 150/100. მაშინ წნევისაგან სიცხემა მომცა. დამცხეს ნემსები და როცა 120/80 გახდა, მითხრეს “Гуляй, Вася”. მაშინ ქუთაისში ვიყავი და გარს ნათესავები მეხვივნენ.
ახლა სულ სხვა დრო იყო. წნევა 130/100, თუმცა უკვე აღარ მეშინოდა. ბიძაჩემმა წამალი დამალევინა (ადელფანი კი არა, უფრო სუსტი) და, “გრელკიანად” გამომახვიეს საწოლში. 20 წუთს კიდევ ვკანკალებდი, მერე ჩამეძინა. დღეს კვლავ ჯანზე ვარ.
მგონი, 10 წელიწადში ერთხელ წნევის უფლება მაქვს. თან ბოლო დროს ბევრი რამ დამაწვა.
დასაზეთი ვიყავი, რა
მოგიკვდი, რა დღეში ყოფილხარ.
ცოტა ხნით ყავას ვერ მივეკარები
ვაი ვერაა ეგ კაი ამბავი!! თავს მიხედე ზური :*
თქვენ იყავით კარგად, შვილებო…
Pingback: Tweets that mention დაკარგული გრავიტაცია? არა, წნევა! » Zurriuss.Ge -- Topsy.com
გული რომ მიგდის და შენს თავს რომ ვერაფერს შველი საშინელებაა…
ნელ–ნელა რომ თეთრდება ყველაფერი და სადაცაა დაეცემი :/
მოგიკვდი :დ\
ისე, გული წამივიდა2ჯერ და ისე მომეწონაა <3
შენ, ალბათ, სხვა მიზეზით წაგივიდა
ძალინ ემოციური ხარ, შვილო…




“ყველაფერზე” ნუ კონცენტრირდები…
ჩამოყალბდი…
არ დაიბნე…
არ დაბერდე…
სილაღე შეინარჩუნე…
იმოქმედე…
: ))
:აალლ…:
კიდე მე ვარ ემოციური?
მეც რომ ვარ, ამიტომ მესმის შენი წნევის ამბები : ))
სოჩუვსტვუიუ
ნუ პანიკობ, მასე იცის ყავის გადაჭარბებულმა დოზამ.
130/100 ისეთი არაფერია.
ხომა რ ფიქრობ რომ დასვენება გჭირდება?
შენი წნევა მაღლა მიფრინავს ჩემი დაბლა
ზაფხულში ფაქტობრივად მიცვალებული ვიყავი 40-60
ზოგჯერ ეგეც არა 
მაგიტომაც ვდურთე თავი ქუთაისში
ცოტა ხანში დავწერ ჩემი წნევიანობის შესახებ 