ცხოვრება იქით იყოს და

ცხოვრება იქით იყოს და ნეტა, ვინ როგორ პოზაში მოვკვდებით და ენა გადმოგდებული გვექნება თუ არა?

ცხოვრება იქით იყოს და სირებმა იმდენი ყველი ჭამონ, რომ სირობაზე ხელი აიღონ.

ცხოვრება იქით იყოს და რატომ გადაწყვიტა ჩემმა აკვარიუმის ლოქომ სამყოფელიდან ამოხტომა და თავის მოკვლა 2003 წლის ერთ მზიან დღეს?

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/12/Willie-Nelson-Are-You-Sure-With-Lyrics.mp3|titles=Willie Nelson – Are You Sure (With Lyrics)]

ცხოვრება იქით იყოს და რა მოხდებოდა, სიზარმაცე რომ არ არსებობდეს?

ცხოვრება იქით იყოს და ოპტიმიზმი რწმენაზე ძლიერია.

ცხოვრება იქით იყოს და ფული მართლა ახარებს გულსა კაცისასა.

ცხოვრება იქით იყოს და რას იზამდა საქართველო, ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა?

ცხოვრება იქით იყოს და დღეს ლანდიშას დაბ. დღეა.

ცხოვრება იქით იყოს და წითურ შეყვარებულ გოგოს თმას დავუზღვევდი.

ცხოვრება იქით იყოს და ერთი კაი თბილი ქართული ჩოხა მინდა.

ცხოვრება იქით იყოს და მომავალი “ჯეოსტარისთვის” დედუნას გადარევა კარგი აზრია.

ცხოვრება იქით იყოს და რეგულარული სამუშაო სჯობს თუ მოულოდნელ-თავგადასავლებიანი?

ცხოვრება იქით იყოს და მენატრება ის დრო, როცა ოჯახს ფული არ აკლდა და მე აბსოლუტურად არაფერს ვითხოვდი.

ცხოვრება იქით იყოს და მინდა, ბევრ ხელოვანს ვიცნობდე.

ცხოვრება იქით იყოს და პოსტებზე 30-30 კომენტარი მომენატრა.

ცხოვრება იქით იყოს და ღმერთმა დაგვიფაროს ყველაზე ძვირფასი და მაგარი რამეების გაპაპსავებისაგან.

ცხოვრება იქით იყოს და ყვავას დაბ. დღეც იყო.

ცხოვრება იქით იყოს და ნეტა, სექსიც იქით იყოს.

ცხოვრება იქით იყოს და ამ საახალწლოდ პლეერი მეჩუქოს. თუნდაც თოვლის ბაბუის მიერ.

ცხოვრება იქით იყოს და ჭერიდან ჩამოწოწიალებული ბუნდღა არ არსებობდეს.

ცხოვრება იქით იყოს დაერთმანეთსავით ერთფეროვანი ახალი წლები ბუზის საკლავით უნდა დახოცო.

ცხოვრება იქით იყოს და ზოგიერთები ზასაობას მორჩნენ და მიხვდნენ, რომ მომენატრნენ.

ცხოვრება იქით იყოს და ახლა Research-ის ქსეროქსები წასაკითხი არ მქონდეს.

ცხოვრება იქით იყოს და “Imagine you all the people”-ს ამდენი ბანძი ვერსია არ არსებობდეს.

ცხოვრება იქით იყოს და Photoshop-ის საფუძვლიანი სწავლა ჰოი, როგორ არ მაწყენდა.

ცხოვრება იქით იყოს და რა მაგარი იქნება, მელანი და საწერკალმები ისევ რომ მოდური გახდეს (თუნდაც).

ცხოვრება იქით იყოს და რა მოხდებოდა, შაურმაში თმის ღერებმა რომ იკლონ?

ცხოვრება იქით იყოს და მოკვნეტილი ფრჩხილები საშენ მასალად გამოდგება?

ცხოვრება იქით იყოს და ერთ კაი შინაარსიან ნახატს კი დახატავდა კაცი, მაგრამ გარემოება?

ცხოვრება იქით იყოს და რა მოხდებოდა, “ტიტანიკი” რომ არ ჩაძირულიყო (გარდა იმისა, რომ კემერონი ფილმს ვერ გადაიღებდა)?

ცხოვრება იქით იყოს და მაინც, რატომ მოიკლა ჩემმა ლოქომ თავი ასე ვერაგულად, როცა 3 დღის მერე ფანჯრის კუთხეში ვნახეთ გაფჩიკინებული?

ცხოვრება იქით იყოს და თვითდაძალებულ პოსტებს ვსტყორცნე ფალოზი.

ცხოვრება იქით იყოს და რატომაც არა ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

9 thoughts on “ცხოვრება იქით იყოს და

  1. სიყვარულოვნა

    “ცხოვრება იქით იყოს და ზოგიერთები ზასაობას მორჩნენ და მიხვდნენ, რომ მომენატრნენ” – ლოლ :D:D

    ხო და სად იქით იყოს კაცო ცხოვრება როცა ასეთი მშვენიერი რამ არის? <3 <3

  2. vannina

    “ცხოვრება იქით იყოს და მინდა, ბევრ ხელოვანს ვიცნობდე.”

    ჰოდა გაიცნობ 2011-ში… სულით ხელოვანს მაინც :)

    ცხოვრება იქით იყოს მართლა და ამ ეტაპზე ძალიან ჩემნაირ განწყობაზე ხარ

  3. kate alukard

    შენს თევზს ალბათ ამელი აყურებინე :| ფოტოშოპის გაკვეთილებს გათხოვებ თუ გინდა ვიდეო გაკვეთილებია მე მაქედან ვისწავლე ^^ ძალიან მაგარია ^^ ოღონდ ცს3-ისია მაგრამ სხვა ვერსიებზეც გამოდგება.
    ნეტა იმდენ კარგ ადამიანს ვიცნობდე რამდენსაც ხელოვანებს ვიცნობ :))
    ცხოვრება იქით იყოს და ძალიან მომენატრე :)

    1. zurriuss Post author

      ძალიან კარგს იზამ, თუ მათხოვებ. კი არა და, გადავწერ ჩემი ყოვლისშემძლე ფლეშკით.
      მეც მომენატრე და გამევიარ, როცა გეცლება ;)
      პ.ს. სორი, გუშინ რომ თავს დაგესხი (u know what I mean)

  4. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    ,,ცხოვრება იქით იყოს და მაინც, რატომ მოიკლა ჩემმა ლოქომ თავი ასე ვერაგულად, როცა 3 დღის მერე ფანჯრის კუთხეში ვნახეთ გაფჩიკინებული?”
    ითხოვდა ყურადღებას, რაღაცის თქმას აპირებდა. ასე იციან თევზებმა, დაგროვებული ინფორმაციის თქმა რომ სურთ და არ უსმენენ :))) :d

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »