რას მოვესწარი – ცოცხალი მუსიკა “დედაენის ბაღში”!

როცა “დედაენის ბაღში” გესმის მუსიკა, ნუ რა უნდა იყოს აქ გასაკვირი. მაგრამ როცა მუსიკა იმდენად სხვანაირად ჟღერს, რომ თავს მოაბრუნებ, ეს სულ სხვაა. მეც მოვაბრუნე თავი და, დინამიკის ნაცვლად, ცოცხალი ორკესტრი დამხვდა. მომენტალურად გვერდით “გადავდე” ჩემი მეგობარი მისივე ძვირფასი წიგნით, რომლის შესაფასებლადაც წავყევი.

როგორც იტყვიან, Такую увидиш не каждый день.

ეს ყველაფერი მერიის პროექტი აღმოჩნდა და ორკესტრი მუსიკას ყოველ შაბათ-კვირას ამ ადგილას დაუკრავს. წარმოიდგინეთ, რამხელა “შოკია” ეს ჩემთვის ასეთ ადგილას მშვენიალური ნაწარმოებების ცოცხლად მოსმენა. ყველაფერსაც და ჩემს დაკარგულ პლეერსაც თავი რომ დავანებოთ (ეჰ :( ), ცოცხალი მუსიკაა, ადამიანები მართლა უკრავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ ღონისძიებაზე გამოჭიმულიი ორკესტრივით ფონოგრამაზე არ “ჟღერენ” და დირიჟორიც ტყუილუბრალოდ არ იქნევს ჯოხს!

ჰოდა, თქუენც, ერნო ამისა ბლოგისანო, არ დაიზაროთ. ასწით ერთი ადგილი და, წიგნებსა და ცოცხალ ორკესტრთან ერთად, თქვენი ფიქრები მტკვარს გაუზიარეთ.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

16 thoughts on “რას მოვესწარი – ცოცხალი მუსიკა “დედაენის ბაღში”!

  1. vannina opp

    ახლა ვიტირებ
    სიხარულისგან :d

    ჰო, სენტიმენტების გარეშე კი ვიტყვი, რომ ამგვარი ღია ცოცხალი კონცერტები აუცილებელიც არის(დედაქალაქში მაინც),
    განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრ რამეზე გვაქვს პრეტენზია :)

  2. Nattan

    ”წარმოიდგინეთ, რამხელა “შოკია” ეს ჩემთვის ასეთ ადგილას მშვენიალური ნაწარმოებების ცოცხლად მოსმენა.”

    დაყრუებულხარ და ეგაა :(

    1. zurriuss Post author

      ჰო, აბა ჩამოვიდოდა ახლა კლაუდიო აბადო ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთდ და ბეთჰოვენის მე7 სიმფონიის ადაჟიეტოს შეგისრულებდა. ნათ, დავიჯერო ქართველი მსმენელი, რომელიც ქუჩაში ზჰვამს და ფსამს, ბიჩოკებით ავსებს და იფურთხება, მეტის ღირსია?

      ცოტა პიარი, ცოტა უფრო ზოგადი კუთხით დანახვა და ცოტათი უფრო პოზიტივი – რომ ხალხი იქამდე მივიდეს, მოისმინოს და არჩევანი მერე გააკეთოს. ნუ მიშლი შორსმავალ გეგმებს :green:

      1. zurriuss Post author

        და აი, კიდე რა: ნიკა მემანიშვილი ღია კონცერტებს რომ ფონოგრამით დირიჟორობს (ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია) 2004 წლიდან მოყოლებული, იმას ნაღდად მირჩევნია – სხვას რომ თავი დავანებოთ, ზრდილობის ამბავია!

        1. Nattan

          ხალხს, რომელიც ქუჩაში ფსამს, ბიჩოკებით ავსებს და იფურთხება, გგონია, წიხლზე არ კიდია ეგ ორკესტრი? :)) ან, გგონია, საერთოდ მაგათზე გათვალა ვინმემ? თან, თვითონ წამოგცდა, მეტის ღირსიაო? ანუ , აღიარებ, რომ კოშმარია, ოღონდ აღფრთოვანებულ პოსტს რატომ წერ ვერ მივხვდი.
          ნუ, საოცარი არაფერი მომხდარა, ცარიელი კიჩია მთელი ამათი მონუმენტებიან-ეგეთ ბენდებიანი კულტურის პოლიტიკა, რომელსაც ყველა ნორმალური გემოვნების ადამიანი დასცინის.

          1. zurriuss Post author

            იმიტომ, რომ ვცდილობ, ზოგადად ორკესტრი გავაპიარო. აბა ასე რო დამეწერა: შეიკრიბა რამდენიმე კაცი “ორკესტრის” სახელით და ყველა თავის პონტში აჟღრიალებდა ინსტრუმენტსო, ზოგადად “ორკესტრი” გაბანძდებოდა.
            და მინდა მე “ორკესტრი” ასოცრიდებოდეს რამდენიმე კაკაფონისტ არაპროფესიონალთან? დაფიქრდი ხოლმე რაღაცის იმიჯზე. ხალხი სიმფონიის სანახავად და მაღალ ხელოვნებასთან საზიარებლად არ შევა თეატრებში, ლუდი, როკი და რწყევა უფრო ადვილია. გასაგებია, რომ მაგარი და დედარავნახე არ არის, მაგრამ არც საზიზღრობა არ არის. ბოლოს და ბოლოს, გაცილებით აკადემიურია, ვიდრე პადზემკის ზოგიერთი “ჯგუფი” :)

        2. ქევანა

          რაო, მემარნიშვილი რას შვებაო? ფონოგრამით დირიჟორობს? არა, მასეც არა მგონია იყოს. შეიძლება ერთხელ ან ორჯერ იყო შემთხვევა. სულ ზედიზედ არ გააკეთებდა…. გააკეთებს და ვისი აჯობებს : | ხაზს გადავუსვავ

          1. zurriuss Post author

            ერთხელ ორჯერ იყო, სულ კი არა. აი, გარე აქციები რომ იყო. ჰოდა კლასიკა იმიტომ არის კლასიკა, რომ ეგეთ რამეებს ვერ იტანს.

  3. ქევანა

    მორჩა, დამაბეს. შაბათ-კვირას დილიდან ორკესტრის ახლოს სკამზე ჩავესვენები და დავტკბები : )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.