უკვე იმდენი ხანი გავიდა, რაც ბოლო პოსტი დავწერე, აღარც ვიცი, მქვია თუ არა ბლოგერი. საერთოდ, რაც ჯარში ვარ, ბევრ რამეში დავწრმუნდი და გადავაფასე. მაგალითად, ის, რომ გულწრფელობა და ნდობა იშვიათად გამოსაყენებელი რამეებია, აქედან გამომდინარე ყველასთან ყველაფრის ლაპარაკი გააქტიურებული ურანის შიშველი ხელებით დაჭერის ტოლფასია.
სიფრთხილე ყველასა და ყველაფრის მიმართ. შეუმჩნეველი სიფრთხილე. ეს გადაარჩენს ადამიანს ამ ცხოვრებაში. საქმეს ასე მივუდგეთ: ცხოვრება შედგება ადამიანთა შორის ურთიერთობებისგან. როცა გაბრაზებული ვამბობთ, ცხოვრებაა ეგეთიო, ეს გაღიზიანება სწორედ იმ ადამიანებითაა გამოწვეული, რომლებთანაც კარგი ურიერთობები არ ჩამოგვიყალიბდა. შესაბამისად, რაც ნაკლები ცუდი ურთიერთობები გვექნება, მით უკეთ “განეწყობა” ყოვლისშემძლე ცხოვრება ჩვენ მიმართ.
სწორედ ცხოვრებამ მასწავლა, ვიყო ფრთხილად, რათა უკან დასაბრუნებელი გზა დამრჩეს. ცირკში თოკებზე გამოკიდებულ აკრობატს პატარა მარყუჟი აზღვევს. ეს იმიტომ, რომ შეცდომა საბედისწეროდ არ დაუჯდეს. რეალურ ცხოვრებაშიც ასე უნდა იყოს – უკან დასახევი გზა შეცდომის გამოსასწორებლად.
ჯერჯერობით აქ გავჩერდები და კიდევ იმას გეტყვით, რომ მეცნიერებმა მეწამულისფერი კიბორჩხალა აღმოაჩინეს











რა მაგარი კიბორჩხალაა. ეს ერთი და აბსოლიტურად გეთანხმები – ესეც მეორე. )) ერთი ეს არის რომ ხანდახან ემოციებმა გაქცევა იცის, ბოლოსდაბოლოს ადამიანები ვართ და შეიძლება ამ ემოციებმა იმდენი გააკეთოს რომ უკანდასახევი გზა აღარ დაგიტოვოს. დასკვნა ჭკუისანი – ემოციებს ლაგამი უნდა ამოედოს. :D
მაგისგან დაზღვეული არავინ არის. მასეთ შემთხვევებს აქ არ ვგულისხმობ, ცხადია
ჯეოსელმა აღმოაჩინა თუ მეცნიერებამ ?
ამ შემთხვევაში, ნეშენალ ჯეოგრაფიკმა აჯობა ჯეოსელს
“უკან დასახევი გზა შეცდომის გამოსასწორებლად”.. და თუ მაინც ისე შორს წახვედი, რომ უკან ვეღარ დაიხევ, გახსოვდეს, მეორე შანს ყველა იმსახურებს.. – ))
ჰო, მაგრამ მაგასაც გააჩნია, სად წახვალ. თუ ხალხი დააუპატიურე და მერე აკუწე, ჩემს ფეხებს იმსახურებ
ეგრე ხო არასაინტერესო იქნება ზურიუს :დ
ვა კიბორჩხალა რა კაცია :დ მე მინდა რამე ორ ფერში
მოკრი ასფალტისფერი იყოს ერთი და მეორე ფერი შენ შეარჩიე :დ