ლეპტის მაგნა

რატომ მიყვარს სიცხე და მშრალი ჰავა? იმიტომ, რომ ამ ორ ელემენტს საოცრებისაგან საოცრების შექმნა შეუძლია. პირამიდებისაგან “პირამიდების”, მუმიებისგან “მუმიების” და იცით ადგილი, სადაც რომი არის “რომი”?

Leptis Magna

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/09/12-Slaves-To-Rome.mp3|titles=12 – Slaves To Rome]

უჰჰ, მომენატრა Discovery-ების წერა. მოკლედ, ლეპტის მაგნა, ამ თავისებურად მაგიური სახელწოდების მქონე ქალაქი, თავის დროზე აფრიკაში სიდიდით მესამე იყო. ალექსანდრიისა და კართაგენის შემდეგ, ლეფტის მაგნა ამ კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. ქალაქს, რომელმაც რომის იმპერიის დიდებისა და კულტურის ყველაზე  ხელუხლებელი ძეგლები შემოგვინახა.

თეატრი - ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი დაახლოებით ძვ. წ. 1100 წელს აშენდა და თავდაპირველად ფინიკიის კოლონიას წარმოადგენდა. დიდი ხნის განმავლობაში იგი კართაგენის შემადგენელი ნაწილი იყო და მის აღზევებასთან ერთად იზრდებოდა. ძველი წელთაღრიცხვის 146 წელს, მესამე პუნიკური ომის შემდეგ, ქალაქი რომის რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. იმპერატორ ტიბერიუსის ხანაში კი იგი აფრიკის პროვინციის ნაწილად გვევლინება.

იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის თაღი. ლეპტის მაგნაში დაბადებულ ამ ადამიანს დიდი წვლილი მიუძღვის საკუთარი ქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილად ქცევაში

ლეპტის მაგნას აღზევება და დღემდე შემორჩენილი სახით განვითარება ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში მოხდა. იმეპრატორი ლუციუს სეპტიმიუს სევერუსი, რომელიც წარმოშობით აქაური იყო, აქტიურად ჩაერთო მის განვითარებაში. მალე ქალაქი ერთ-ერთ ულამაზეს და უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა. ახ. წ. 205 წელს, როდესაც იმპერატორი საკუთარ ქალაქს ეწვია, დიდი ქება და პატივი დაიმსახურა.

ფორუმი - ქალაქის ყველაზე ხალხმრავალი ადგილი

იყო რა ბუნებრივად შექმნილი და კუნძულებით დაცული  საპორტო ქალაქი, ლეპტის მაგნაში ვაჭრობა დუღდა. ადგილი, სადაც იგია გაშენებული, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიდან 130 კმ-ითაა დაშორებული და გემებისათვის ადვილად მისადგომია. ამიტომაც იყო, რომ ხმელთაშუა ზღვაზე გამავალი სავაჭრო გემები აქ ჩერდებოდნენ და საქონელს ცვლიდნენ. სხვადასხვა საქონელი სხვადასხვა ქვეყნიდან იგზავნებოდა, რაც შემდეგ რომისაკენ მიემართებოდა.

ბაზილიკა ქალაქის მთავარი ტაძარი იყო. მე-6 საუკუნეში იმპერატორმა იუსტინიანემ იგი ეკლესიად გადააკეთა

გრიფონები ბაზილიკის დეკორატიულ დეტალებად

რომის სხვა აფრიკული კოლონიებისაგან განსხვავებით, ლეპტის მაგნა უფრო ავტონომიური იყო და მის მოსახლეობაზე ყველა კანონი არ ვრცელდებოდა. ქალაქი ძალიან ბევრს ამბობს თავისი საზოგადოების ცხოვრებასა და წესჩვეულებაზე.

ისევე, როგორც რომში, აქაც არსებობდა დიდი სანახაობითი ამფითეატრი

აბანოები და საუნები არაფრით ჩამოუვარდებოდა რომაულს. ჰაერი აქაც იმავე პრინციპით თბებოდა: აბანოს იატაკქვეშ დიდი ღუმელები ენთო და იქიდან წამოსული ორთქლი კედლებში დატანებული მილებიდან გამოდიოდა

ტუალეტიც ისეთივე ღია და საზოგადოებრივი იყო, როგორიც აბანო. მოქალაქეები ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ ხვრელებზე. საქმის დასრულების შემდეგ მათ წინ გამდინარე წყლით რეცხავდნენ "უნიტაზებს"

აქ თითოეული დეტალი საოცარი ოსტატურობით არის მოჩუქურთმებული, რაც სიმდიდრესა და ფუფუნებაზე მიუთითებს

მედუზა გორგონას ბარელიეფი აქაური ნაგებობების ხშირი ელემენტია

მზის ჩასვლა ქვების ტონალურობას ცვლის და ლეპტის მაგნას სრულიად უცნობ იერსახეს აძლევს

მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბოლომდე რომაულ სტილში იყო აგებული, ეს ქალაქი არ ჰგავდა არც ერთ სხვას. ლეპტის მაგნას სიდიადე ვაჭრობის მოცულობაზე იყო დამოკიდებული. ამიტომ, როცა მესამე საუკუნეში დიდი სავაჭრო კრიზისი დაიწყო, ქალაქი ავტომატურად დაზარალდა. ამას თან ერთვოდა რომის  გამოგზავნილ მმართველებსა და ადგილობრივ ტომებს შორის განხეთქილება, რომლებიც ქრთამს მოითხოვდნენ.

მალე, 439 წელს, ქალაქი ვანდალებმა დაიპყრეს. მათმა მეფემ გენსერიკმა ქალაქის კედლების დანგრევა ბრძანა. მოსახლეობა დააშინეს და საკუთარი წესრიგი დაამყარეს. ერთი საუკუნის შემდეგ კი ვანდალები ბერბერულმა ტომებმა შეცვალეს, რომელთაც ქალაქი ცარიელ ნაგებობებად აქცის. შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: რომაელმა სარდალმა ბელისარიუსმა ქალაქი კვლავ გაათავისუფლა, თუმცა იგი უკვე ადრინდელს აღარ ჰგავდა. 650-იანი წლებიდან კი იქაურობას, ისევე, როგორც აფრიკის სხვა სახელმწიფოებს, არაბები დაეპატრონნენ.

ლეპტის მაგნა, როგორც ერთ-ერთი ულამაზესი და თავისი დროის უმნიშვნელოვანესი რომაული ქალაქი, შესულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “ლეპტის მაგნა

  1. ლილიანი

    ძალიან ლამაზია. ისე მთელს მსოფლიოშია მომოფაანტული ასეთი არარომაული რომაული ქალაქები ….
    საინტერესო დასათვალიერებელი იქნება ნამდვილად ასეთი ადგილი, თუმცა მე აინც უპირატესობას განსხვავებულ და უნიკალურ შენობა ნაგებობებსა და ადგილებს ვანიჭებ : )

    1. zurriuss Post author

      ჰო, ეგრე იფიქრე შენ და რომ დაგპატიჟებენ, არ წახვიდე :green:
      პ.ს. შემომენატრე :)

      1. ლილიანი

        რა თქმა უნდა მიპატიჟებაზე უარს არ ვიტყვი მაგრამ ჩემი ნებითა და სახსრებით სხვაგან წასვლას ვამჯობინებ : )
        :* :roll:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.