ერთი კეთილი ფილმი ამირანში

ერთ მშვენიერ გუშინდელ დღეს მე, ლიტერატორი და მისი მეგობარი (მგონი, ვერიკო ჰქვია. სახელებში სულ ვიჭედები) წავედით კინოთეატრ ამირანში. თავიდან რუსთაველში, ჯიმ ქერის “პინგვინებზე” გვინდოდა, მაგრამ, აფიშების შეცვლასთან ერთად, ჩვენი გეგმებიც შეიცვალა. ასე ამოვყავით თავი “ამირანის” მცირე დარბაზში.

დაიწყო თუ არა, ტომ ჰენქსი გაიჩითა. უკვე ასაკში  შესული, თმაგადანერგილი, მაგრამ მაინც ყოველთვის სულელურად კეთილი. მის გმირს, ლარი კრაუნს, თავის დროზე კოლეჯში არ უსწავლია და სამსახურიდან ამ მიზეზით დაითხოვენ. ვალებში ჩავარდნილი ლარი სახლის ნივთებს გაყიდის და დებილების კოლეჯში სწავლას იწყებს.

სწორედ აქ მუშაობს მასწავლებლად ჯულია რობერტსი, რომლის გმირის სახელი დამავიწყდა. როგორც იქნა, ამ ქალს ასაკის ნატამალი შევატყვე! ნიკაპისა და ღაწვების ფორმა სულ ცოტათი შეცვლია. სხვა მხრივ ისევ ისეთი ყოვლისმომცველად ჰარმონიული ჯულიაა, მთელი მსოფლიო რომ იცნობს. ფილმში ისეთი დეპრესიული და გაუბედურებული სიფათებით გამოდის, რომ ზოგჯერ შეუძლებელია, არ გაგეცინოს. დარბაზში 20-25 კაცი თუ ვისხდებოდით და თითქმის ყველანი ერთად ვრეაგირებდით საჭირო მომენტებზე. ეს იმიტომ, რომ ჯულია ჯულიაა, ტომ ჰენქსი კი ფორესტ გამპი. ეკონომიკის იაპონელი მასწავლებელი და მისი სიცილი ხომ ცალკე მოვლენა იყო :დდდ

შეიძლება, ზოგ კრიტიკოსს არ მოეწონოს ჰენქსი აქაც ფორეს გამპული სიკეთით აღსავსე გმირს რომ ასახიერებს, მაგრამ მე და ჩემს მეგობრებს ძალიან მოგვეწონა. განსაკუთრებით, ლიტერატორს – წინა დეპრესიული ღამის შემდეგ, როცა ევროპარკის ადმინმა თავის გვერდზე გალანძღა.

ამავე ფილმში ლარი გაიცნობს ერთ მოპედიან მოყვარულ გოგონას, მის უცნაურად ეჭვიან ბოიფრენდს და მის მოპედისტ სამეგობროს, რომელიც სახლში “ფენ შუის” ჩაუტარებს და ოთახებს ზედმეტი ხარახურისგან გაუსუფთავებს. რაც შეეხება დეპრესიულ ჯულიას, რომელიც იდიოტებით დაკომპლექტებულ ათკაციან კლასს პრაქტიკულ ორატორულ კომუნიკაციას თუ რაღაც ამდაგვარს უკითხავს, ქმარს გაშორდება. ქალს ყელში ამოუვა პორნოებზე დახამებული ქმრის პრეტენზიები, რომ მის ცოლს დიდი ძუძუები არა აქვს.

ამ ფილმში არის მეგობრობაც, მეზობლობაც, სიყვარულიც, შტერული სიყვარულიც, უაზრო ცხოვრებისგან გამოშტერებულობაც და, რაც ყველაზე მთავარია, ბევრი ბევრი სიკეთე! პირადად მე, სწორედ ამ სიკეთით ავსებული გამოვედი და ეს პოსტიც მისი შედეგია.

ასე და ამგვარად, დასტურ მამიცია, რომ ლარი კრაუნი კეთილი ფილმია და გირჩევთ, ნახოთ ;)

Zurriuss.Ge დიდ მადლობას უხდის ლიტერატორს ბილეთის, ხოლო ვერიკოს – ბატიბუტისა და პეფსის ყიდვისათვის, მათი ვალიდან ვერ ამოვა და მთელი ცხოვრების მანძილზე ემახსოვრება :green:

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

5 thoughts on “ერთი კეთილი ფილმი ამირანში

  1. jessie

    აუ მეც მინდა ამ ფილმის ნახვა.. მიყვარს მასეთი კეთილი ფილმები ;)))

  2. maramkura

    :!: რა კარგია. კაი ხანია ვფიქრობდი, მანახა თუ არა ეს ფილმი. ახლა ვიცი, რომ უნდა ვნახო! მადლობა ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »