მეწყერი ვჭამოთ?

ტიციანს ეს რომ ენახა, არამგონია, ლექსი მეწყერისთვის შეედარებინა. თუმცა ამას დედაბუნების ხასიათზე ნამდვილად არ უმოქმედია და მეწყერი კვლავინდებურად ხდება. ესაა, რომ მას უფრო და უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე მიაქვს. მაინც რა იწვევს მეწყერს?

2009 წლის მონაცემები

მოკლედ, მეწყერი გეოლოგიური მოვლენაა, როცა ფერდობს გარკვეული ნაწილი მოწყდება და სიმძიმის ძალის გავლენით ჩაცურდება. ეს, ძირითადად, ხდება ისეთ ადგილებში, სადაც თიხისა და წყალშემკავებელი (თიხოვანი) და წყლიანი (მაგ., ქვიშა-ხრეშიანი) ქანები ერთმანეთს ენაცვლება და შრეთა დაქანება კალთის დაქანების თანხვედრილია. ანუ ფენა-ფენად განლაგებულ ქანები, დიდი ალბათობაა, მეწყერის გამომწვევი გახდეს. ამ სტიქიას ასევე იწვევს მიწისძვრა და ადამიანის სამეურნეო საქმიანობა, მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ნიადაგის ფენებს შეარყევს. აი, კიდევ ერთი მაგალითი:

რაც შეეხება რიკოთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ტრაგედიას, ამას არავინ მოელოდა. განა იმიტომ, რომ ამ ადგილს რაიმე არადამეწყრადისა სცხია, არამედ იმიტომ, რომ იქაურობა დიდი ხანია, არავის შეუსწავლია. თურმე, როგორც გაირკვა, ქვეყნის ფერდობების 65% პოტენციურად მეწყერსაშიშად შეიძლება ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, კითხვაზე “მეწყერი ვჭამოთ?”, პასუხი ნებისმიერ შემთხვევაში ჰო-ა.

მეორე მხრივ, კარგია, ახლა მაინც რომ “გაიასნდა” პოტენციურად მეწყერსაშიში ზონების ამბავი. აწი გეცოდინება მაინც, წვიმიან ამინდში რა შეიძლება, დაგემართოს თუ “ნი ტო” ადგილას ამოყავი თავი. გლობალური დათბობის პირობებში კი, როცა წყლის დონე და, შესაბამისად, ნალექის რაოდენობა იმატებს, დაუპატიჟებელი ტალახიანი სადილების რიცხვიც გაიზრდება. კიდევ ერთი უჟასი თქვენ:

სხვათა შორის, მეწყერის წარმოქმნის ალბათობა მცირდება, თუკი ტერიტორია ხეებითაა დაფარული. სწორედ მათი სისტემატური გაჩეხვის გამო ხუთიოდ წლის წინ დასავლეთ საქართველოში მეწყერის ჩამოწოლის მთელი ციკლი დაფიქსირდა. ასე რომ, თუ არ გვინდა, ერთ ტალახიან დღეს მეწყერი ვჭამოთ (თუ ვჭამეთ, ესეც კარგი), უნდა დავრგოთ ხეები, ი ტოჩკა.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

7 thoughts on “მეწყერი ვჭამოთ?

  1. კატიე

    მაგის გამო ჩამოიქცა მთები ქვემო სვანეთში, ახლა 2 ხიდია გასაკეთებელი და გზა მოპირდაპირე მხარეს კლდეში გასაჭრელი :(

    1. zurriuss Post author

      ძაან მაგარი: ნახევარი საქართველო ფერდობებზე ხნავს და თესავს. ხეები მაინც შემოურგონ გარშემო :)

    1. zurriuss Post author

      ჰოდა ამიტომაც არის მეწყერის გამოწვევის მიზეზი ბევრი ფაქტორი :)

  2. Pingback: რიკოთი მეწყერის შემდეგ | Zurriuss.Ge

  3. Pingback: სტიქიური უბედურებები და საქართველო | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »