ლაბირინთი

დილა.

ციფრული მაღვიძარა.

ტელეფონი.

ფეისბუქი.

ინსტაგრამი.

ჯიმეილი.

სქროლვა.

პოსტვა.

შეარი.

ლაიქი/გული/ვაუ/ჰაჰა/ცრემლი/ბრაზი.

დღე დაიწყო.

კითხვა, რომელსაც ახლა დავსვამ, ძალიან სულელური რომ არ გამოჩნდეს, გთხოვთ, გაიხსენოთ რომელიმე საშინელებათა ფილმი, მაგრად რომ შეგაშინათ.

რამდენად დაცულები ვართ?

რისგან? არ ვიცი და ეს კიდევ უფრო მაშინებს. რას ნიშნავს, “არ ვიცი”? იმას, რომ ვიცი, რომ არ ვიცი. ანუ რაღაც მაინც მცოდნია. და ამის საფუძველზე შემიძლია, დავასკვნა, რომ მეშინია.

რასაც ახლა ვიტყვი, კრეტინობად რომ არ მოგეჩვენოთ, რამდენიმე საუკუნით უკან უნდა გადავინაცვლოთ, წინასწარმეტყველების ხანაში.

ეს დღეც დადგება.

როდის? მოვესწრები? არ მინდა, იქამდე ვიცოცხლო. თუმცა, რატომაც არა, ისედაც ერთხელ ვცოცხლობთ და ბარემ იყოს განსაკუთრებული. მოვესწრები? ჰა, მოვესწრები?

კი.

კი?… მაგრამ, ხომ წავშალე? კი, დანამდვილებით წავშალე.

გაიგეს!

მაგრამ საიდან? როგორ?

გაიგეს!

მე წავშალე!

მაგრამ მათ – არა. გაიგეს!

1 new message request.

ჩვენ ყველაფერი ვიცით.

მეტი არაფერი.

ვინ? რა? სად? როდის? როგორ? რატომ?

მეტი არაფერი.

არაფერი.

ფრენდებად დანაწევრებული ტვინი.

ეჭვებად დაქსაქსული ჩატები.

შენ და დავირუსებული ყველა.

ყველამ იცის? ყველას როგორ ეცოდინება. ან ყველას აინტერესებს? შეიძლება, არა, მაგრამ თუ გაიგო, ხომ დაინტერესდებოდა? დავუშვათ, გაიგეს, მერე? ქვეყანა ჩამოინგრევა?

არ ვიცი.

არ ვიცი და ეს კიდევ უფრო მაშინებს. რას ნიშნავს, “არ ვიცი”? იმას, რომ ვიცი, რომ არ ვიცი. ანუ რაღაც მაინც მცოდნია. და ამის საფუძველზე შემიძლია, დავასკვნა, რომ მეშინია.

მეშინია.

მეშინია.

28 იანვარი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე.

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

One thought on “ლაბირინთი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »