ქუთ-აი!-სური ამბები (სავარაუდოდ ნაწილი I)

ქუთაისში ვარ, იეეს! მიზანი მიღწეულია.

შორს თბილისური სიცხე და არეულობა!

სტოპ, აქ ვინმემ სიცხე ახსენა? და ქუთაისში ნაკლები სიცხეა??? სიცხეს დამატებული ქარი. ქარს დამატებული იძულებითი ფოთოლცვენა და ყველაფერ ამას დამატებული ჩემი იძულებითი ნერვების შლაააა….

მაგრამ მაინც მიყვარს ქუთაისი. მიხარია და მსიამოვნებს, რომ НАКОНЕЦТО ამ ქალაქსაც ეღირსა განვითარების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის განხორციელების დაგეგმვის ალბათობის ჭეშმარიტების მდგრადობა და უტყუარობა.

არა, სერიოზულად, ქუთაისსაც ადგება ნელ-ნელა საშველი:

ოპერა – ჩემი სახლი – ნელ-ნელა რაღაცას ემსგავსება (ზარმაცი ვარ: მეგონა, ინტერნეტში დამხვდებოდა სურათი, მაგრამ ფაფუ. დღესვე გავიქცევი და გადავიღებ)

“ტორპედოს” სტადიონი გაიხსნა! გახსოვთ, რას ჰგავდა ადრე? ჰოდა, ბატონმა მიშამ ჩემი პოსტი რომ ნახა, ფრიად შეძრწუნდა და  სტადიონი მთლიანად გაარემონტა. ახლა ასე გამოიყურება.

გადახურვის ეს კონსტრუქცია ცოტა მეგოიმა: თეთრ შენობას შავ-წითელი სახურავი რომ დაადეს, მაგრამ ავიტანთ

არა, მე არ ვამბობ, რომ სრულად გაკეთდა. დააკვირდით ბალახის საფარს, რას ჰგავს. მაგრამ ნელ-ნელა რემონტდება ყველაფერი. ჰოდა თუ ჩვენც ამასობაში ნაგვის სწორად გადაყრას და სკამებისადმი სწორად მოპყრობას ვისწავლით, მერე ერთმანეთის დედის საგინებლად ნაკლები საბაბი გვექნება.

ვისაც ჩემი ვინი გაინტერესებთ, ნახეთ რა მკვირცხლი ძაღლი მყავს. დარტყმულია. სულ დარბის. სულ. სულ. ს-უ-ლ…

ჰოდა გუშინ საღამოს, გაუუუსაძლისი სიცხის შემდეგ (არ დამეწუწუნოთ, სხვაგან უფრო ცხელაო. არ არსებობს!!!), თეთრი ხიდის მიდამოებს მივაშურეთ. 9-ზე კონცერტი იქნებაო. ჰოდა მივეით, რაფერც აქანა იტყვიან, საძიგძიგოდ და გევიხედე-გამევიხედე ხალხი პროსტო დგანა და დისკოთეკას უსმენს (მე მომიტევეთ ქუთაისური კილო :) ).

არაჰ, მე კი არ ვამტყუნებ ახალგაზრდებს, რომ დისკოთეკაზე იმიტომ მივიდნენ, ხელებჩამოშვებული რომ მდგარიყვნენ და მხოლოდ გონებრივად ეძიგძიგათ. პირიქით, საერთოდ არ უნდა გატოკდე, როცა ზალიკო ბერგერის არაფრისმთქმელ კოსტიუმებს   ჩამოფხატულს უაზროდ გამხდარ, უაზროდ მომღიმარ, უაზროდ სექსუალურ, უაზროდ მოსიარულე და უაზროდ მოხრილ მოდელებზე დაინახავ.

ნუ მე არ ვიცი, რა ხდებოდა თითოეულის ტვინში, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ვერც წამყვანმა და ვერც მომღერალმა (“ვარსკვლავების აკადემიის” ფონოგრამამ – რა ვქნა, ვერ ვიმახსოვრებ სახელებს), ვერაფრით ააძიგძიგეს და ვერ გამოაცოცხლეს ხალხი. არდა, ხალხი ცოცხალია და მაგრადაც ძიგძიგებს, მაგრამ ყველაფერს დანახვა უნდა, მეგობრებო. ნუ შევაფასებსთ ადამიანებს მხოლოდ ვიზუალური კუთხით – мой вам совет ;)

ეს არ იყო კონცერტი, არც მოდების ჩვენება. ეს იყო ბრძოლა საკუთარ სურვილებსა და “სხვა რას იტყვის”-ს შორის. მთელი იმ ხნის განმავლობაში 100-დან მხოლოდ ათმა თუ გააკეთა ცეკვასთან მიახლოებული მოძრაობა. არ არის გამორიცხული, ვცდებოდე, რადგან სათვალე სახლში დავტოვე. შეიძლება, აუდიტორიას ცოტათი გაუჭირდა გახსნა. ნუ მე ეგენი აღარ ვიცი, რადგან ამ ამბებიდან 15 წუთში თეთრ ხიდზე გამოვედი. ისევ რიონისა და თეთრი ქვების ჭორაობის მოსმენა და თბილ-გრილად მობერილი ნიავის შეგრძნება მერჩივნა.

ასე გაილია მეორე დღეც ქუთაისში.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

12 thoughts on “ქუთ-აი!-სური ამბები (სავარაუდოდ ნაწილი I)

  1. temuchin

    ზურიუს ბიჭების დაღებული პირის და ჩამოსული დორბლების აღნიშვნა დაგვიწყებია :d :d :d

  2. ლილიანი

    ვინი უსაყვარლესია : ) მარა ნუ დააფრთხობთ მაინც პატარაა : ))
    ჰოდა სახლიც ძალიან მაგარია აგურის სახლებზე ვჭედავ ♥♥♥
    კიდევ რაღაც უნდა მეთქვა მაგრამ არ მახსოვს : )
    ა ხო ექსკურსია პოსტების დაწერა განაგრძე რა , მე პირადად ქუთაისი ჩაქროლებით მაქვს ნანახი და შენს ვიდეოპპოსტებში მაინც გავეცნობი : )

    1. zurriuss Post author

      აუცილებლად :)
      აქ საკმაოდ ბევრი რამაა სანახავი :*

  3. სიყვარულოვნა

    აუ ვინი რა მაგარი კაციაააა :D :D
    თბილისსში ჩამოიყვანე ცოტა ხნით არ გინდა?
    აუ ქუთაისსში მე საერთოდაც არ ვარ ნამყოფი = ((( მარტო გავლით ქობულეთისკენ რო მივდივარ ხოლმე.
    ასე რომ კაი იქნება ერთი ექსკურსია პოსტი :P

  4. Katiee

    ხოო წარმომიდგენია როგორ ცხელა ახლა ქუთაისში
    რამდენი ზაფხული მქონია მისჯილი მანდ. მშობლები მუშაობდნენ და ბავშვებს მოგვისროდნენ ბებია-დეიდასთან ქუთეისში. ერთადერთი “პტასვეტი” ჩემთვის დეიდაჩემთან ერთად სამსახურში სიარული იყო და საწყალი ჩემი ძმა კი იდგა ღობეზე გადაყუდებული და ითვლიდა მანქანებს :D

    ჰოდა კიდე, იმ მოდების ჩვენება თუ რაღაც დარწმუნებული ხარ რომ ზალიკიეს ტანისამოსი იყო და არა რომელის სკოლის ბოლო ზარის შოუ?
    ტიტუ რა იყო ეს, უჟას, რაც გავარჩიე, საშინელებები ეცვათ. მე მგონი პირდაპირ პადზემკიდან (ერთადერთი რომაა მგონი ქუთაიში) ნაყიდი ტანსაცმელი ჩამოუხსნია “ვეშოლკებიდან” და გოგოებზე ჩამოუცვამს :D

    1. zurriuss Post author

      კატიე, ცოტა მოეშვი, თორე ზე-სერიოზული რაღაც არ მომწონხარ :green:

  5. ქევანა

    რეგიონებში ხალხი სულ იმას ჩივის: გასართობი არ გვაქვსო.

    ჰმ, მე ვინატრებდი “სხვანაირ” გასართობს ქუთაისში: სპექტაკლებს, მუსიკალურ კონცერტებს, წიგნის პრეზენტაციებს, სამხატვრო გამოფენებს, ლიტერატურულ კაფეებს…

    პ.ს. დასდე ფოტოები! :green: მეორე პოსტში ბევრი ფოტომასალა, იე

    1. zurriuss Post author

      ფოტოკოლაჟი ქუთაისზე შარშან გავაკეთე. მოდი, ჯერ ესენი ნახე და მეც ამ დღეებში რამე-რუმეებს დავამატებ ;)
      http://zurriuss.ge/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A5/

  6. ქეთ

    სახლები სეიძლება სეღებონ, სტადიონები გააკეთონ, ქუცები გაალამაზონ
    მაგრამ ხალხს რა ეშველება?!
    აი ეგ არ ვიცი :/

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.