ქუთაისში ნორმალური ნაძვის ხე მაინცაა

არა, მაინც ვიღაცამ ხო მოიფიქრა

როცა თბილისის სახელმწიფო და წმ. გიორგის სახელობის ნაძვის ხეებს ვუყურებ, საქართველოს დაკარგული ტერიტორიები მახსენდება და ვრწმუნდები, რომ კარგა ხანს კიდევ არაფერი გვეშველება. ჩემდა გასაოცრად, ქუთაისი ამ საკითხში შესამჩნევად უსწრებს :უჰუუ:

დიახ, ესეც კონუსია, მაგრამ შავ კონუსს ხომ სჯობია?

ქათქათაა და ესთეტური. თან, თბილისურისგან განსხვავებით, დღისითაც ნაძვის ხეს გავს.

მიახლოებისას ეგრევე თოვლი გამახსენდა. იცით, აქ როგორ ცხელა?

სხვათა შორის, 2 წლის წინ დამწვარი TBC ბანკის სათაო ოფისი თითქმის აღდგა. ოღონდ ძველებური და ქალაქის იერის შესატყვისი ფორმით. პირადად მე ძალიან მომწონს (ისევე, როგორც ქუთაისის ოპერა). თუ მოვახერხე ამ შენობიდანაც გამოვიყოლებ ერთ უწყინარ ფოტოკოლაჟს.

TBC ბანკის სათო ოფისი მთავარ მოედანზე

ესეც მეორე ნაძვის ხე, რომელიც მესამე წელია, გვაქვს. ჩემი აზრით, საკმაოდ ორიგინალურია ანუ თბილისისას სჯობია

აი, მე რა ჯანდაბას დავდგამ, ჯერ არ ვიცი….

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

7 thoughts on “ქუთაისში ნორმალური ნაძვის ხე მაინცაა

  1. ana

    ქუთაისელ ნაძვის ხეებს მართლა არა უშავს წელს ))) გუდ… მიხარია… ;)

  2. aku

    ეს ბოლო რა საყვარელი ნაძვის ხეა….
    ისე,მართლა საშინელება სგავს წლევანდელი თბილისი
    რა გაუხდათ ერთი საყვარელი ჩინური , ნაძვის ფორმის ნაძვის ხის გამოწერა :D

    1. zurriuss Post author

      ბათუმშიც ეგ კონუსი დგას…
      ქუთაისშიც, როგორც ხედავ, კონუსია, მაგრამ თეთრი :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »