სიკეთე = სიდებილეს?

ადრე ამ კითხვაზე აუცილებლად უარყოფით პასუხს გავცემდი, რადგან ვფიქრობდი, რომ სიკეთე სიკეთვისათვის აგრეთვე კარგი რამეა. დღეს კი რატომღაც ნერვები მეშლება უაზრო და უმიზნო სიკეთეებზე (არ ვგულისხმობ არც ჯიბრზე ჩადენილ სიკეთეს და, რა თქმა უნდა, არც ანგარებას). მაღიზიანებს ალტრუიზმის სიკეთისეული გაგება (ჯერ კიდევ მე-2 მსოფლიოს მერე “ალტრუიზმის” წყალობით აშშ-მა ევროპა აიძულა, იგი მსოფლიოს ნომერ პირველ სახელმწიფოდ ეღიარებინა, რომ ამიერიდან მსოფლიოს არა ევროპა, არამედ ამერიკა მართავს), რადგან ეს არ იყო კეთილი სიკეთე, როგორც ბევრ გულუბრყვილოს დღემდე სჯერა. ეს შედეგზე გათვლილი სიკეთე იყო და სწორედ ასეთი სიკეთის უფრო მესმის, ვიდრე გულუბრყვილო, დებილური სიკეთეების.

ზოგი შემომედავება (და სამართლიანადაც!), რომ დღევანდელ მსოფლიოში უარყოფითი ენერგია ისე ჭარბობს, ნებისმიერი სახის დადებითი ენერგაა საჭირო, რათა სამყაროს კვლავ პოზიტიურად განვითარებადი ერქვას. მართლაც, ადამიანთა ყოფითი ბედნიერებაც კი, სულიერ და გონებრივ ბედნიერებაზე რომ არაფერი ვთქვა, პატარ-პატარა დადებითი ენერგოგაბრწყინებების ჯგუფია, რომელიც მის ფსიქიკას დადებითად მუხტავს და სიკეთისაკენ განაწყობს. ვფიქრობ, ამიტომაც არის, რომ ადამიანებს აქვთ საყვარელი ჭიქა, ტანსაცმელი, სვამენ საყვარელ სასმელს, უსმენენ საყვარელ მუსიკას, ჰყავთ საყვარელი ადამიანები. რელიგიაც ქადაგებს, რომ სიკეთე სიყვარულშია და რომ სიკეთის კეთება არასდროს უნდა დაგვეზაროს… ჰოდა მეც აქა ვარ.

პრობლემა კი აი, რა არის: ზოგიერთი სიკეთე დღეს უსარგებლო და ფუჭი გახდა. ასეთ სიკეთეს ფასი ამიერში არა აქვს და იმიერისა კი ათეისტებს არ სჯერათ. რჩება ოპტიმალური გამოსავალი, რასაც, ვფიქრობ, გამიზნული (და არა ანგარებადი!) სიკეთე ჰქვია. არა სიკეთე სიკეთისათვის, არამედ, სიკეთე მიზნისათვის.

თუკი ვინმეს მხოლოდ იმისთვის უღიმი, რომ ასიამოვნო, არადა იცი, რომ ახლა მას შენს ღიმილზე უფრო მეტად სხვა რამე გაახარებდა, დებილი ხარ.

თუ ვინმეს ეხმარები და იცი, რომ არ დაგიფასებს და შეიძლება მეტიც გაგაკეთებინოს, სულით მონა ხარ.

თუკი შენს მოვალეობად მიგაჩნია, სიკეთე უკეთო ყველას, ვინც არ იმსახურებს, საკუთარ თავს არ აფასებ.

თუ იმდენად მიამიტი ხარ, რომ მეგობრების ღალატს არ იჯერებ და კვლავ ძველებურად ექცევი, სინამდვილეში, დებილი ხარ.

დღეს ხალხის დიდი ნაწილი ისე აზროვნებს, ვერ ვარჩევ, კეთილები არიან თუ დებილები. ცხოვრება ნელ-ნელა იწრიტება გულთბილი ემოციებისაგან და მხოლოდ სიკეთეს შეუძლია, გადაარჩინოს მისი ყველაზე ძვრიფასი ნაწილი მაინც. შესაბამისად, თუ სიკეთე გამიზნული და მომავალზე გათვლილი არ იქნება, იგი ვერც ვერაფერს გადაარჩენს და, საბოლოო ჯამში, უშედეგო იქნება.

დაბოლოს, გულით მჯერა, რომ სიკეთე იქმნება არა ბოროტების არ გაკეთებით, არამედ სიკეთის კეთებით.

იყავით კეთილები და არა დებილები :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

3 thoughts on “სიკეთე = სიდებილეს?

  1. მარი

    სიკეთე მხოლოდ ინსტიქტია, არც დანახვას მოითხოვს და არც დაფასებას. მაგრამ, როცა ინსტიქტის საზღვრებს სცილდება, უკვე სხვა სახელი ჰქვია, მაგალითად კეთილშობილური სტრატეგია, ანგარება, პაკაზუხობა, თუნდაც სიდებილე.

  2. santy

    განსხვავება იცი რაშია? როცა ხვდები, რომ არ დაგიფასდება, მაგრამ გინდა და აკეთებ. როცა ვერ ხვდები და ისე აკეთებ მაშინ კი ხარ მოსულელო

  3. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    სიკეთე ისაა, ადამიანი ბედნიერად აქციო. რა სჯობს იმას, შენთვის ძვირფასი ადამიანების ღიმილიან სახეს უყურო, თუნდაც მცირე ხნით?!
    მომწონს და მცირედად მაინც ვაბედნიერებ ამ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ მათგან საპასუხო ნაბიჯს არასდროს ველოდები. პირიქით, ვცდილობ ყოველნაირად ავარიდო თავი მათ საპასუხო რეაქციას.
    უბრალო ადამიანი ვარ, მრავალი ნაკლით. :|

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.