Keep Calm And Carry On

File:Scan-of-original-poster-1939-300px.jpg

ალბათ, ყველას გინახავთ და ზოგს უკვე ყელშიც გაქვთ ამოსული ინტერნეტით გავრცელებული “Keep Calm”-ის სახელით ცნობილი პოსტერები. თან თითქმის ყველა მათგანს თავზე გვირგვინი ახატია. რა შუაშია ან ერთი ან მეორე?

საქმე ის გახლავთ, რომ “Keep Calm And Carry On” (“შეინარჩუნე სიმშვიდე და განაგრძე”) მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი პოსტერია, რომელიც 1939 წელს შეიქმნა!

1939 წელი ბრიტანეთისთვის, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, უბედურების მომტანი აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი პირველი გერმანული კამპანია სწორედ ლონდონის ცაზე “ლუფტვაფეს” სახელწოდებით შედგა. სწორედ ამ პერიოდში დამზადდა მორალისა და ეროვნული სულის გასაძლიერებლად. ავტორი უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის ინფორმაციის სამინისტროს დაკვეთით, დაახლოებით, პოსტერის 2, 500, 000 ეგზემპლარი დაიბეჭდა, იგი თითქმის არ გავრცელებულა. იგი გამიზნული იყო იმ მომენტისათვის, თუკი მტერი ინგლისში შემოიჭრებოდა. არსებობს მოსაზრება, რომ ეს პოსტერი, რამდენიმე სხვასთან ერთად, ლონდონის ქუჩებში თვითმფრინავიდან გადმოყარეს.

2000 წლამდე სულ 2 შემორჩენილი ორიგინალი არსებობდა, 2012 წელს კი კიდევ 15 ეგზემპლარი აღმოაჩინეს. დღეს კი, პოსტერი, უკვე სულ სხვა მნიშვნელობითა და პერიფრაზებით, პოპკულტურის ნაწილია.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.