“კალეიდოსკოპი”

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/05/01-Finn.mp3|titles=01 – Finn]

ბლოგინგი რამდენიმე წლით ადრე რომ დამეწყო…

(სტილი დაცულია)

…მედუზას მზის სხივებით გაჟღენთილი საცეცებიდან – ტაჯ–მაჰალის გუმბათის სილუეტში… შადრევანის სიცოცხლისფერი, ხმურინი წვეთებიდან – ლუვრის სარკეებიან დარბაზში… დამსხვრეული თეფშიდან – აია სოფიას მოზაიკში… ისტორიიდან – კრისტალურ უსასრულობაში… ერთი განზომილებიდან – მეათასეში…

იგი არ გვიჩვენებს მომავალს, მხოლოდ იმას წარმოგვიჩენს, თუ როგორ შეიძლება, შეიცვალოს ყოველივე ხილული და უხილავიც კი.

ჩვენი ცხოვრებაც ასეა: ნამსხვრევებისგან – სასახლე ან სასახლისაგან – ნამსხვრევები…

როგორი უსუსურები ვყოილვართ. თურმე არაფერი შეგვძლებია! კალეიდოსკოპის ერთი გადაბრუნება და… ყველაფერი სამუდამოდ შეიცვლება. ფიგურათა პირვანდელი წყობა არასოდეს განმეორდება. დრო უკან არ დაიხევს!…

თუ ყოველივე ამას გავუძლებთ, შედარებით უფრო დიდხანს მოგვიწევს ბედისწერის მონობის ბორკილის ტარება. ატანა იმისა, თუ როგორ ვხდებით დამოკიდებულნი კალეიდოსკოპურ უსასრულობაზე. ბოლოს, ამ უკანასკნელსაც მოვბეზრდებით და ჩვენგან ის ფერადი, სანახევოდ გამჭვირვალე კრისტალებიღა დარჩება, რმელთა შეხედვისას სხვები გაუცნობიერებელ აღფრთოვანებას მიეცემიან…

…მაგრამ კარგად გვემახსოვრება ის დღეები, წუთები, თუ წამები, რომელთაც ჩენი ცხოვრება ბედნიერების ელფეროვანი, ცისარტყელანარევი საღებავებით დანამეს!

ღიმილით უნდა შევურიგდეთ იმ ფაქტს, რომ ვერავინ იწინასწარმეტყველებს, როგორ გარდატყდება დღევანდელი დღე შეერწყმება ბროლის სარკეებში არეკლილ უსასრულობას და ყოველივე ეს ვასკვლავური კდმამოსილებით თუ მზის მოურიდებელი, მარადიული ახალგაზრდობით სავსე, კეკლუცი სხივებივით აციმციმდება იმ კარის გასაღებად, რომლის ზღურბლს აქეთ ვეღარასოდეს შევძლებთ გადმობიჯებას… :)

18 ნოემბერი, 2005 წ.
Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

9 thoughts on ““კალეიდოსკოპი”

      1. როდრიგო

        ღრმად მწამს ამის. დავაკონკრეტებ: მე ბედს, ღმერთის განგებას არ ვუკავშირებ. ბედი, წერა ადამიანის ხელთაა.

        1. zurriuss Post author

          მაგიტომაც ხარ შენ – როდრიგო, მე კი ზურიუსი ;)

  1. CinnamonGirl

    შეიძება მეც ვცდები მაგრამ…

    ხანდახან ამ მთლიან კალეიდოსკოპს ერთი პაწაწინა ადამიანი ატრიალებს ხოლმე ;)

    და არ არის გამორიცხული, ის ერთ-ერთი ჩვენთაგანი აღმოჩნდეს…

  2. სიყვარულოვნა

    ჩემი მომავალი ცემია და მას ვერავინ, ვერაფერი და ვერც კალეიდოსკოპი ვერ შეცვლის.
    მას მე ვქმნი და მე განვაგებ :P ამიტომაც მაქვს თავისუფალი ნება :P :p

  3. შორე

    ბავშვობა გამახსენა ამ პოსტმა, მაშინ ხშირად ვიყურებოდი “კალეიდესკოპ”_ში და სულ მეგონა, რომ დიდებს ეს არ სჭირდებოდათ,მხოლოდ იმიტომ რომ “დიდობა”ში ისედაც შესაძლებელი იყო “იქ” დანახულ ფერებში ცხოვრება. ახლა დიდი ვარ და არც ის მაშინდელი სამომავლო ფიქრები მაქვს “ახდენილი” და კალეიდოსკოპიც აღარ მაქვს:))))))

    დაუთლელი ფერებისგან შექმნილი მოზაიკური მადლობა შენ:)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.