დაიკიდეთ, არ წაიკითხოთ…

ხანდახან ვფიქრდები ხოლმე, როგორ მოხდა, რომ სრულიად ჩვეულ გარემოში გაზრდილი და აღზრდილი ბავშვი, სრულიად ამოვარდნილი ვარ ჩვეულებრივი (ნორმალური) ფარგლებიდან? მე ხომ ასეთად ყოფნა განზრახული არ მქონია. უბრალოდ, ასეთი გავჩნდი.

როცა სხვები უკვე გამზადებული და დამზადებული მანქანებითა და ავტომატებით თამაშობდნენ, მე მერჩივნა, პეპლები და ჭიანჭველები ობობას ქსელში შემეგდო. მიჯობდა, მეყურებინა, როგორი სისწრაფითა და მონდომებით ახვევდა მსხვერპლს აბლაბუდაში.

როცა სხვები, ომობანას თამაშისას, არკვევდნენ თუ ვინ მოკვდა და ვინ გაიმარჯვა (სისხლი არც ერთს მოსდიოდა), მერჩივნა ყველაფერი ეს დამეხატა. ისე, გარდაცვლილების ხატვა სულ მიყვარდა (ვისაც მეტი საქმე არ გაქვთ, ნეკროფილიაში ჩამითვალეთ).

როცა სხვები ცდილობდნენ, ქუჩაში ებირჟავათ, მერჩივნა, ყველანი “ჩემს ტერიტორიაზე” (ჩემთან სახლში) შემომეპატიჟებინა და ერთად რაიმე ფილმს გვეყურებინა. თუნდაც მეათედ.

როცა სხვები კლასგარეშეებს კითხულობდნენ, მერჩივნა, ჩემთვის რომელიმე ზღაპარი მოეყოლათ ან ოთახებში ძაფებისაგან ობობას ქსელები გამება.

როცა სხვები სხვადასხვა მწერლებს მათი ნაწარმოებების მეშვეობით ეცნობოდნენ, მერჩივნა, ნესტის ჭიები, ჭიანჭველები და პეპლები პირადად გამეცნო.

როცა სხვები ანატომიის გაკვეთილებზე შინაგან ორგანოებს ეცნობოდნენ, მე მათ ვძერწავდი და კედელზე შესაბამის ადგილას ვაკრავდი.

როცა სხვები დაბადების დღეებზე დადიოდნენ, მერჩივნა, მეზობლის ჭიშკარზე დაყრილი სილისაგან ოცნების ციხექალაქი ან სასახლე ამეშენებინა.

ერთხელაც, როცა თავში აზრად არავის მოუვიდოდა, ოპერა შემიყვარდა. იმის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ასკეტი ბერივით ვცხოვრობდი – მუსიკალური თვალსაზრისით. ჩემი საზრდო მხოლოდ კალასი და “სამი ტენორი” იყო. მახსენდება, ზამთრის ქვესკნელივით ღამეებში, როცა ცხვირი მეყინებოდა, როგორ გამოვყოფდი ხოლმე ხელს თბილი ლოგინიდან და თავთან მდგარ მაგნიტოფონში კალასის “პურიტანელებს” ჩავრთავდი.

კიდევ ბევრის მოყოლა შეიძლება. მაგალითად, თუ როგორ დავხატე საკუთარი დამრიგებელი კუბოში და როგორ ატყდა სკოლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი. თუ როგორ მცემა ინგლისურის მასწავლებელმა თავში ბოქლომით და როგორ გამოვიცვალე ორი სკოლა. მაგრამ ამაზე მერე იყოს. დღეს ამასაც დავჯერდები.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

25 thoughts on “დაიკიდეთ, არ წაიკითხოთ…

  1. ნაწკა

    ვაიმეეეეე რა თბილი პოოსტიააა ;(:( ცრეემლები მომაადგა…ისე ობობები და მისნაირები არ მევასება :green:

  2. დია

    ხოდა ახლა სრულიად ჩვეულებრივ გიჟად იქეცი… სად გაქრა შენი არაორდინალურობა?!

    1. zurriuss Post author

      რაღა სად გაქრა? ეს ერთი კვირაა, ჩაცმული მძინავს :green:

  3. Siyvarulovna

    Rogori gansxvavebuli bavshvic iyavi iseti gansxvavebuli xar exla da magitom itvlebi saintereso adamianad. Ar xar atqvepili masashi da advilia sheni gamorcheva brbodan.
    Magram maswavlebeli kuboshi ram dagaxatvina?ver itandi?tu prosta moginda?

    1. zurriuss Post author

      იმ მომენტში ვერ ვიტანდი, მარა ახლა კარგად ვართ.

  4. მარი

    ნუ ორიგინალურობ რაღაცას. მგონი ძაან დაგიჯდა ჭკუაში, რომ “ცოტა” სხვანაირი ხარ და ცდილობ ეს აზრი განავითარო. გააფრენ მასე. დიდი ამბავი, ყველა ბავშვი ერთნაირი ხომ არ იქნება? ნუ, ჭიანჭველების წამება ძაან საინტერესო გასართობად არ მეჩვენება, მაგრამ რა აუცილებელია ყველა ბავშვი ომობანას ან სახლობანას თამაშობდეს? სულ არ მგონია რომ არანორმალური ვიყავი, როცა ჭერში დავძვრებოდი თაგვივით ან როცა სარდაფში ვთამაშობდი (“x-files”-ის ზეგავლებით) რაღაც საშინელ რამეებს. :p

  5. Monkey

    ეტყობა ძალიან ჩაგრჩა გულში წიგნებზე ლაპარაკი ზურ? ^^ არ მეგონა ასე თუ იმოქმდებდა. )) გაუღვიძებია რაღაცები. მეც სულ დარწმუნებული ვარ რომ არანორმალური ბავშვი ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ ჩვეულებრივად გავიზარდე. ეგეთ რაღაცებს ყველა ვერ ხვდება. )) თუ მაინცდამაინც, ჯერ წესიერად სიარული მაინც უნდა ისწავლონ :დ :დ :*

    1. zurriuss Post author

      ერთი მხრივ, ჩამრჩა, კი. მეორე მხრივ, პოსტის დაწერის დრო ახლოვდებოდა და რაცხა ხო უნდა მექნა? :green:

  6. თამარა

    ზურ, ბარტყი, ძალიან მომენატრე… ისეთიც ეთერი მაჩიტიძეს კუბოში რომ ხატავდა :D ინგლისურის გაკვეთილზე ჩემი გაშველება რომ ჭირდებოდა, მშობელთა კრებაზე კი იმის მტკიცება, რომ ისეთი არაფერი გაგიკეთებია, რომ ბოქლომით ეცემე (ისე იურისტობა შენი დაცვით დავიწყე :)); და ისეთი ”დარტყმულიც”, თუმცა ისე ჩემი აზრით დიდად არც შეცვლილხარ… ასე მგონი ეგ ყველაფერი წინა ცხოვრებაში ხდებოდა… იმ ცხოვრებაში ორივე განსხვავებულები ვიყავით, ამ ცხოვრებაში კი მე განსაკუთრებულობა დავკარგე, შენ კი შეინარჩუნე და მშურს შენი :*

    1. zurriuss Post author

      თამუუუ, მეც მომენატრე :* იმედია, შენი ჩემ მიერ დახატული პორტრეტები შენახული გაქვს :green: :green:
      მალე, ბოქლომზეც დავწერ და შენც მოგიხსენიებ :lol: :lol: :lol:
      ოდეს ჩამოხვალ, გბრონავ საჩემოდ ;)

      1. თამარა

        ზურ, რა თქმა უნდა ყველა შენი ნახატი შენახული მაქვს, ახლა თმები ისევ ცხვარივით მაქვს :D კიდევ იცი რა მაქვს? შენი ანბანით დაწერილი დოკუმენტები :D ვაიმე, რა კარგი დრო იყო ….

        ჩემ ჩამოსვლამდე დიდი დროა და იქნებ მოახერხო, რომ შენ ჩამოხვდე აქეთ ;) გამახარებდი, თან ეს ის ქვეყანააა, რომელიც ყველა ნიჭს მართლა ფართო გზას აძლევს ;)

        1. zurriuss Post author

          ჰეჰ, მე რომ/თუ ჩამოვალ, მაგას სარკოზიც გაიგებს და რემბრანტიც და, იასნია, ხმა შენამდეც მოვა :d

  7. ნანა ზარდიაშვილი

    :))) ძალიან კარგად წერ. დამრიგებელი კუბოში :)))))) . ახლა კალასს მოვუსმენ :

    1. zurriuss Post author

      მადლობა…
      და მოსმენისას წარმოიდგინეთ მაგნიტოფონის ხრიალი და ცივზე ცივი ღამე :green:

  8. ლილიანი

    ბავშვობაში ყველა საინტერესო და მართლაც განსხვევაბულია მაგრამ ვიზრდებით და ვჩლუნდგებით : )
    თავს გვახვევენ პასუხისმგებლობებს წესებს კანონებს მორალს ორალს
    და ბოლოს იმ პატარა საყვარელი და ძალიან საინტერესო ბავშვისგან დიდი რუხი მყრალი არსებაღა რჩება :|
    დასანანია რომ ასე ხდება , მე მენანება ყველას ბავშვობა

  9. sigunawa

    ჯერ კალასი ჩართეთ და მერე წაიკითხეთ ეს პოსტი და თუ არ დაგბურძგლათ მე ვიყო ჟირინოვსკი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »