სულ პეტერე ეჭვი და მორჩა

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/06/Meet-Joe-Black-OST-14-Mr-Bad-News.mp3|titles=Meet Joe Black OST 14 Mr Bad News]

ადამიანები, იდეაში, დადებითი ცხოველები ვართ, კეთილნიც კი. გვიყვარს ხოლმე რაღაც-რაღაცების მოწონება (დალაიქებამდე რომ არსებობდა), შეყვარება, გაფეტიშება. გვიყვარს, როდესაც ვიცით, რასაც ვაკეთებთ – კარგია, არ გვიყვარს გაურკვევლობა. სწორედ ამიტომ, გვიყვარს, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია: სკამს – სკამი, კერამიკის სკამს – უნიტაზი, ლამპოჩკას – ნათურა, ხელს – ხელი, ზოგიერთ ადამიანს – გიჟი.

მთავარია, ვინმემ მოინდომოს და იარლიყის მიკერება კბილების გამოხეხვაზე ადვილი და უსისხლო პროცესია. ვერც გაიგებ, ისე გახდი “მაია ასათიანი”, “ექსპერტი”, “ბოზი”, “გიჟი”. ყველა შენს მანერებს, ლექსიკას, თვალებს, მიმიკებს აკვირდება და, დიდი კვლევა-ძიების გარეშე, “პოულობს” იმ იარლიყის დამამტკიცებელ ფაქტებს, რომლებიც

ნებით

ძალით

სამართლიანად

უსამართლოდ

ლაქია

დამპალმა

კეთილმა

შაყირა

ბოროტმა

შურისმაძიებელმა

ფეხზემკიდია

ადამიანებმა

მოგაკერეს.

სულ პეტერე ეჭვი და შენი და იარლიყის იდენტიფიკაცია წარმატებით დასრულდება. დიდი შანსია, სიცოცხლეში არავინ გადაამოწმოს, რატომ დასჭირდათ შენი გათითითსაჩვენებლობა. ხოლო, როცა იმიერში გადაბარგდები, შენი რეაბილიტირებული სახელი ისევ ამიერში დარჩენილებს თუ ასწავლით ჭკუას, თორემ შენ არ გკიდია?

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

8 thoughts on “სულ პეტერე ეჭვი და მორჩა

  1. Grafinia

    დავიღალე ამ იარლიყები((( სულ ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი ამაზე სხვათა შორის))

  2. გვირილა

    ეჰ, შენც?! მეთქი მივალ, რამე მაიმუნობა იქნება და გამეცინება :lol: მარა ვერ მოგართვეს!.. :lol:

    ეს ხუმრობით, ისე კი, თემა მართლაც მტკივნეულია და ვფიქრობ, საკუთარი თავით უნდა დაიწყოს ყველამ გამოსწორება. მე, შენ და კიდე ვიღაცეები რომ არ მივაწებებთ სხვებს იარლიყებს, იქნებ მოგვბაძოს ვინმემ, ეს მაინც შეგვიძლია :roll: :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.