Jurassic Tbilisi

begi

“ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული” – ალენ რობერი, ექსტრემალი მთამსვლელი.

სანამ 13 ივნისის შედეგების შეჯამებაზე გადავალ, მოკლედ გეტყვით უსაფრთხოების ცნებაზე. როცა ჯარში ვმსახუორობდი, კოშკურაზე მიწევდა ხოლმე მორიგეობა. თან მქონდა იარაღი და მევალებოდა, ჩემი მორიგეობის პერიოდში, გაუჩერებლად მევლო და დამეზვერა პერიმეტრი. მერე იგივე ევალებოდა სხვას, ვინც შემცვლიდა და ასე შემდეგ. ჩემი სამხედრო სამსახურის პერიოდში (და არც შემდეგ) იმ ციხიდან არავინ გაქცეულა. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ზომები არ შეცვლილა. იმიტომ, რომ უსაფრთხოება მუდმივი მზადყოფნაა იმისთვის, რაც ოდესღაც ერთხელ მაინც მოხდება. ამიტომ თითოეული ქმედება და ქცევა გათვლილია მომენტზე, რომელიც, შესაძლოა, ზუსტად იმ დღეს და იმ კონკრეტულ მომენტში მოხდეს. უსაფრთხოება საფრთხის მოლოდინი და მისთვის მზადყოფნაა.

ძნელია მუდამ დაძაბულ რეჟიმში ყოფნა. მაშინაც კი, როცა გარემო პირობები ამის საშუალებას, ერთი შეხედვით, არ იძლევა: ცენტრალური თბილისის სატრანსპორტო ხაზები, ასე თუ ისე, გამართულია, ვერეს ხეობაზე გამავალი გზა ცდილობს, გმირთა მოედნის გადატვირთულ მოძრაობას გაუმკლავდეს,  მოსახლეობა ან უკვე სახლშია, ან შინისკენ მიიჩქარის, ზოოპარკში ჩვეული საღამოა. ამ დროს იწყება წვიმა…

ერთი შეხედვით ჩვეულ ბუნებრივი ბუნებრივი მოვლენა ნელ-ნელა ნიაღვრის სახეს იღებს – ძლიერი წვიმა  არ ჩერდება.
ღამის 11 საათის ფარგლებში სოციალურ ქსელებში ვრცელდება მიმართვა, რომ მდინარე ვერეს ხეობაში რაღაც საშინელება ხდება, რომ სამსართულიანი სახლებისგან მხოლოდ სახურავები ჩანს… შემდეგ უკვე ყველამ ყველაფერი გავიგეთ.
მთავარი კი ის არის, თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. სად იყო ის კენჭი, რომლის დაძვრამაც მოვლენების საბედისწერო ზვავი გამოიწვია?
პასუხს ამ კითხვაზე უფრო ზუსტად მაშინ გავცემთ, თუკი კითხვას გავართულებთ: სად და როდის?
სად? – თბილისიდან მოშორებით, ვერეს კალაპოტის იმ მიდამოებში, სადაც მეწყერი ჩამოწვა.
როდის? – როცა მდინარე ვერეს “გადაკეთება” დაიწყეს.
მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აცხადებს, 13 ივნისის ტრაგედია მეწყრის ბრალი არ ყოფილაო, მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მაინც მგონია, რომ მეწყერი, თუ მიზეზი არა, მოვლენების ერთ-ერთი უდიდესი კატალიზატორი იყო.
ვერეს ხეობა ერთ-ერთი დიდი ჩაღრმავებაა თბილისის შუაგულში, სადაც მდინარის კალაპოტს მიუყვება (თუ მიუყვებოდა) ახალი გზა, რომლის ერთი ნაწილი გმირთა მოედანს თამარაშვილის ქუჩასთან აკავშირებს, ხოლო მეორე, ბორცვში დატანებული გვირაბის მეშვეობით, ყოფილ იპოდრომთან გადის. ეს გზები, მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ, მოძრაობის განსტვირთად გააკეთეს და ამისთვის მდინარე ვერეს მონაკვეთი ლითონის მილში მოაქციეს. თუმცა ეს არ ყოფილა ამ მდინარის შეზღუდვის პირველი ნაბიჯი. ამაზე მოგვიანებით გეტყვით. 13 ივნისის ღამეს სწორედ ეს ხეობა იქცა სიკვდილის ადგილად: ძლიერი წვიმის შედეგად, 50 კმ/სთ-ის სიჩქარით მოვარდნილმა ადიდებულმა ვერემ თან გამოიყოლა ტონობით მიწა და ხე, რომელიც თბილისის გარეუბნიდან მეწყრის სახით შემოიტანა. ტალახითა და მერქნით გაჯერებული მასა გვირაბში ვეღარ გაეტია და მახლობელი ადგილების დატბორვა დაიწყო. ვერეს ხეობა ავზივით აივსო.1434878520_maxresdefault46
ადიდებულმა და კალაპოტშეცვლილმა მდინარემ მთლიანად გადატბორა ზოოპარკის ნახევარზე მეტი, გმირთა მოედანზე ზემოდან გადმოვიდა, აავსო მიწისქვეშა გასასვლელები და, “ლაგუნა ვერეს” მიმართულებით, მტკვარს შეუერთდა. ფაქტობრივად, თავისი კალაპოტი გაიმეორა, ოღონდ მიწის ზევიდან. დიახ, მდინარე ვერე გმირთა მოედნის ქვეშ მიედინება, ეს კი კომუნისტებისდროინდელი ინფრასტრუქტურული პროექტია.
აი, ასე გამოიყურებოდა ადგილი, რომელსაც დღეს გმირთა მოედანს ვეძახით: მარცხენა მხარეს დღევანდელი ვარაზისხევი და ფიქრის გორაა, მარჯვენა ბორცვზე – ცირკი. შუაში რომ ხეები მოჩანს, დღევანდელი კოსტავას გამზირია შუაში კი გადის მდინარე ვერა.
ამ ხიდს ჯვრის ხიდი ჰქვია, რომელიც, ცირკის აშენების შემდეგ, გადაკეთდა. 1930-იანი წლების ბოლოს.
1940-იანი წლების დასაწყისში უკვე გმირთა მოედანი გაშენდა და ჯვრის ხიდიც გაქრა და მდინარე ვერეც – პირველად სწორედ მაშინ დაფარეს ამ მდინარის კალაპოტი.
 სტიქიური უბედურების შედეგად კი მივიღეთ:
  • 19 გარდაცვლილი ადამიანი
  • 300-მდე გარდაცვლილი ზოოპარკის ბინადარი
  • ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის გარდაცვლილი ბინადრები
  • დანგრეული საცხოვრებელი გახლები
  • ზოოპარკის განადგურებული ტერიტორია
  • განადგურებული მზიურის პარკის ნახევარი
  • უაღრესად დაზიანებული სვანიძის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია
  • დანგრეული “ახალი გზა”
  • დანგრეული “ლაგუნა ვერე”
  • დამეწყრილი ადგილები ვერეს კალთებზე
  • სხვა დაზიანებული ადგილები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე

6B833331-ADEC-4ED7-ABEC-C6D251C4146B_w974_n_s

2 კვირის წინ ახალი “იურული პერიოდის პარკი” გამოვიდა კინოეკრანებზე, Jurassic World ჰქვია. მთავარი ფაქტორი, რომელიც ამ ფილმში პრობლემად და მიზეზად იქცევა, უსაფრთხოებაა: უსაფრხოება დაცვისა და ევაკუაციის სისტემაში. დიდი სპოილერი არ იქნება, თუკი გეტყვით, რომ ამ ფილმშიც ცხოველები, ადამიანების წინდაუხედავობის გამო, გალიებს გარეთ გამოდიან და ყველაფერს აწიოკებენ. დაცვას საჭირო რაოდენობის არც ტრანკვილიზატორი აღმოაჩნდება, არც თანამშრომელი და არც გამოცდილება.
ზუსტად ისევე, როგორც ჩვენთან. ქვეყანაში, სადაც ღვედს ჯერ კიდევ ჯარიმისგან თავის დაღწევის მიზნით იკეთებენ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი მეხანძრე შემთხვევისა დგილზე ტაქსით მივა (ბათუმი, 2013 წლის სექტემბერი), ინფრასტრუქტურული პროექტის წამოწყებისას გარემოს დამცველებს აზრს არ მოუსმენენ, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ) არც გაითვალისწინებენ და პირდაპირ იწყებენ სამუშაოებს, სტიქიური უბედურების ზონაში ხელისუფლება მოხალისეების სულისკვეთებაზე იქნება დამოკიდებული.
სწორედ ასეთ ქალაქშია შესაძლებელი, განმეორედეს Jurassic Park-ის სცენარი Jurassic Tbilisi სახით და ისეთი სიურეალისტური სურათით, როგორიც შუა გმირთა მოედანზე მოსიარულე ბეჰემოთია.
Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

One thought on “Jurassic Tbilisi

  1. Pingback: ერთ პოსტში მოქცეული 2015 წელი | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »