როცა დღე რედაქტორის ზარით იწყება და, შეიძლება, არც დამთავრდეს
როცა “ზღაპრის” დასაწყისს, შუას და ბოლოს ერთდროულად წერ
როცა კარგი ბოტები ისევე გჭირდება, როგორც კარგი პასტა
როცა სამუშაო დღე მთლიანად ციფერბლატზე გაქვს გადატანილი
როცა დედლაინები ქუჩის ბოშებივით ფეხზე ჩამოგკიდებია
ჟურნალისტს გჭირდება მკვდარი სახლი…
სხვადასხვა სამუშაო, რომელსაც ადამიანი სამსახურში აკეთებს, იყოფა ორ ნაწილად: ფიზიკურად და გონებრივად. თუ დამლაგებლები და მეხანძრეები ფიზიკურ საქმეს ასრულებენ, მენეჯერები და პროგრამისტები გონებრივად იტვირთებიან. თუმცა არსებობს პროფესიები, სადაც ფიზიკური და გონებრივი შრომა მეტ-ნაკლებად თანაბრად გამოიყენება, მაგალითად ტრავმატოლოგია… ჟურნალისტიკა.
აქედან გამომდინარე, ჟურნალისტის, როგორც სამართლიანობისთვის ყოველდ$ღიურად მებრძოლი ადამიანის (და არა ტრაკგასიებული მწერლის) სახლი უნდა იყოს:
ზედმეტი ადამიანებისგან ცარიელი
ხმაურისაგან იზოლირებული
ლამაზი ინტერიერით და გამძლე ავეჯით
მრავალმხრივი შხაპით
ძალზე მოსახერხებელი საწოლით
ყავის აპარატით
დიდი ტელევიზორით
სამედიცინო ყუთით
ბევრი მცენარით (სურვილისამებრ)
აკვარიუმით (სურვილისამებრ)
მძლავრი პერსონალური კომპიუტერით
კარგი ბიბლიოთეკით
ტანსაცმლის დიდი კარადით
ტექნიკის ოთახით
აღჭურვილი სამარე, სადაც მთელი დღის ნაომარ-ნაძიძგილავები ჟურნალისტი მშვიდად განუტევებს სულს და მუმიფიცირებულ მდგომარეობაში, მეორე დილამდე, თუნდაც 5 საათით, მოახერხებს ძალების აღდგენას და მკვდრეთით აღდგომას… მორიგი ტრადიციული ბრძოლის გადასატანად… და არა სახლი, სადაც მინიმალური კომფორტი, ძილი და აზროვნება შევარდნაძის გრაფიკითაა გამოწერილი.
პ.ს. ამათი 75% მომცა და საქმის სიყვარულით კეთება მერე ნახეთ!
აჰაა ეს სტატია იმას უფრო განეკუთვნება მე მგონი როგორი სახლი გინდა რომ გქონდეს :D ეგრე ყველა პროფესიის წარმომადგენელს აქვს შეხედულება თავის ”ოცნების სახლზე” და კომფორტულ გარემოზე. p.s თქვენ ჟურნალისტები ხო ”გმირები” ხართ, ხოდა აიტანეთ ის რაც არის :P
მოგიწვევ სტუმრად და ვნახავ, რამდენ ხანს აიტან იმას, რაც არის

ზედა პუნქტებს რაც შეეხება, მესამედია ჩემი ახირება – დანარჩენზე ყველა ჟურნალისტი იმავეს გეტყვის
ეეჰ პირობები ყველას აუტანელი აქვს. ნუ 90 %-ს მაინც.
და კიდე ეს მაგარი იყო ჟურნალისტის, როგორც სამართლიანობისთვის ყოველდ$ღიურად მებრძოლი ადამიანის :D
დიახაც: უნდა გამიჯნო ჟურნალისტი – როგორც სამართლის დამცველი სუბიექტი და ერთიადგილიფხანია პუტანკები ერთმანეთისაგან
სამართლის დამცველ სუბიექტურობასაც თავისი ზღვარი აქვს. აი მაგალითად მუშაობ წამყვან ტელევიზიაში. გაქვს ძალიიიან კარგი ხელფასი.გააკეთე რეპორტაჟი, რომელიც ემსახურება სიმართლეს და ამ რეპორტაჟს არ გაშვებინებენ. თან ხვდები რო უსამართლოდ არ უშვებენ რას იზამ? p.s ამ სამუშაო ადგილზე გაქვს სრული კომფორტი
ანუ ამ შემთხვევაში შენთვის მნიშვნელოვანია საფასური, რასაც შენი საქმისთვის გიხდიან და არა შენი საქმე
ანუ შენ ნებისმიერ შემთხვევაში ფულს აირჩევ სიმართლის ნაცვლად – ეგ ჟურნალისტიკა არ არის 
არა როგორ არ არის აბა რა არის? ეგრე ფასეულობებს თუ ჩავუღრმავდით ჟურნალისტი ძალიან ცოტა ადამიანი იქნება. მე ჩვეულებრივ მოკვდავს რუსთავი 2-ის პირველი არხის და ა.შ ხალხი,რომლებიც ამბებს გადმოსცემენ ჟურნალისტები მგონია :D საერთოდ ეხლა სხვა თემისკენ მივდივარ რა შუაშია ეს შენ სტატიასთან,მაგრამ ქართული ჟურნალისტიკა ხომ ფეხბურთთან ერთად ჩვენი ქვეყნის ტკივილია
საერთოდ არ მევასება ეს პროფესია რაა
ყველა დამწყები ჟურნალისტი ერთნაირად ჭიკჭიკებს, მაგრამ მერე რატომღაც ადგილებს გამოკიდებულებს ავიწყდებათ ეს სამართლიანობები და ობიექტურობები.
მე არც ისე დამწყები ვარ, შენ როგორც წარმოგიდგენია. მეც ბევრგან მქონია ცდუნება, მაგრამ დაიმახსოვრე: მხოლოდ ზარმაცი ჟურნალისტი ეძებს იოლ გზას. მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია
რაღა დროს ზურას დამწყებობაა ღმერთო ჩემო:))))) სხვათა შორის, მაგას გაუარა იმ ასაკმა, რუსთავი 2-ს და მსგავს რაღაცებს რომ გადაეძალათ.
ჯიპა ფორევერ, ჩემიკაი
შენ საერთოდ არ მიგულისმიხარ ამ შემთხვევაში :D როცა ზოგადად ტენდეციაზე საუბრობენ 100%-ით არასოდეს გულისხმობე. მე იმას ვამბობ რასაც ჩემ გარშემო ვხედავ. ცდუნებას რო არ აყევი ეგ უკვე კარგია
მადლობა
არაფრის
თითქმის ეგეთი სახლი მაქვს. მყუდრო, თბილი (ზაფხულში გრილი, ზედმეტი ადამიანებისაგან დაცლილი, მაგრამ მაინც წასვლაზე ვფიქრობ 24 საათი. ბედნიერება ქონებაში კი არა, არქონებაშია.
ყოველთვის გინდა ის, რაც არ გაქვს. 
დიახ, მასტავლებელო
ვერ წარმოიდგენ როგორ მესმის შენი და ამ მინი დისკუსიაშიც სრულიად გეთანხმები.
მეც ზუსტად ეს ჩამონათვალი მქონდა რამდენიმე თვის წინ, სანამ მაგისტრატურამ არ მომისწრო და ბათუმს არ გამოვექეცი
ალბათ ყველა ჟურნალისტს ერთი და იგივე ნატვრა აქვს
ოღონდ ჟურნალისტიკას, მრავალ სხვა საინტერესო მიზიდულობასთან ერთად, ახასიათებს კიდევ ერთი ამბავი – თუ მართლა გიყვარს ეს საქმე, ვერ მიდიხარ, რაღაცა არ გიშვებს. ახლა შენ გჭირდება რამდენიმე დღიანი დასვენება და მერე ისეთივე შემართებით იმუშავებ. მაგარი ჩათრევა იცის ამ საქმემ და მიხარია, რომ შენც ჩაგითრია და მიხარია, რომ ასე ფიქრობ (კომენტარებს ვგულისხმობ). თუ დღეს ქართული ჟურნალისტიკა ზოგადად არც ისე კაია, ჩვენ რას ვაკეთებთ?! ჩვენ გავაუმჯობესებთ, ვნახოთ თუ არა!..
ხო, წარმატებები შენ და შვებულება მალე, მერე კი საკმარისი ძალები, მთელი ერთი წელი რომ გეყოფა და სიამოვნებით გააკეთებ საქმეს
აი, შენს პირს შაქარი
შავი შოკოლადი იყოს რა

+კონდინციონერი, –აკვარიუმი და ნაცვლად +ერთგული ძაღლი, ფილმების კარგი კოლექცია (საღამოსთვის), +პლედი და ვალიუმი (ან რამე თავის ტკივილისთვის)… აააჰ 3-4ე
კარგი ვარიანტებია ისე