მათხოვრობის ახალი ფორმა

2 კვირაა, ეკონომიკის სამინისტროსგან საბუთს ვითხოვ და განცხადება ერთმა განყოფილებამ მეორეს შეს-ტენა, მეორემ მესამეს გადრ-უკვეხა, მესამემ – ჩემთან იყოსო და საბოლოოდ ჩემი ფეხები მივიღე.

უკვე 2 კვირაა, კომენტარებს ვეძებ კითხვებზე და რესპონდენტები გამირბიან (არადა არც ისეთი მხინჯი ვარ).

უკვე 2 კვირაა, ფეხები გადამტყდავდა სიცხეში კარდაკარ ოფისების მოძიებისა, თუმცა უშედეგოდ. გინდ, მისულხარ და გინდ მახათი გაგიყრია.

აქედან დასკვნა. დაგვიანებული, მაგრამ მაინც:

საქართველოში ჟურნალისტიკა მათხოვრობის ახალი ფორმაა

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

30 thoughts on “მათხოვრობის ახალი ფორმა

  1. ნათია

    ხო მასე აკეთებენ ხოლმე…..მსგავსი უამრავი მაგალითი მაქვს….ეჰჰჰჰ!!!
    მართალი ხარ ზურა…ეგ ახალი ფორმაა

  2. Lalena

    რა ცუდია, რომ ადამიანებს მუშაობაში არ უწყობენ ხელს, ანუ მომავალ პროფესიონალებს!

  3. როდრიგო

    საჯარო ინფორმაციაზე პასუხი 3 დღეში უნდა გქონოდა, მაქსიმუმ 10 დღეში. 42-ე მუხლი რა ჯანდაბად გვინდა? ხოდა შეგიძია უჩივლო სასამრთლოში.

    1. zurriuss Post author

      საჯაროი ინფორმაციაა და გუშინ უნდა მიმეღო პასუხი (ასე მითხრეს), მაგრამ გაჩერებულია.მალე მჭირდება საბუთი და სასამართლოში ჩივილს აზრი არა აქვს. 10 დღე, მერე საქმის ტრიალი სასამართლოში…

      1. როდრიგო

        ეგეც მართალია, დამპლები არიან. ადრე მეც დამჭირდა რაღაც ელემენტარული და არიქა! მაშინ არ ვიცოდი ეს კანონები თან :DD

      1. როდრიგო

        არცერთზე :p
        უბრალოდ ჟურნალისტიკის კურსი გავიარე და ძალიან მომწონდა ეგ საგანი და ვსწავლობდი :D

  4. ვასასი

    ლალენა, რა ხელი უნდა შეგიწყონ, ინტერვიუზე რომ რეკავ და ეუბნები, ჟურნალისტი ვარო, შიშისგან ქვეშ გასდით..

    არ ვევასებით რა.. :d

  5. gijmaj

    დეიდებო, ბიძიებო, დამეხმარეთ, მომეცით რამდენიმე სტრიქონი ინფორმაცია… :D

  6. DreaMar

    მე თუ მკითხავ ჟურნალისტიკა ერთერთი ყველაზე რთული პროფესიაა. თუ ჟურნალისტი არ ხარ და საკუთარ თავზე არ გამოგიცდია ეს, გექნება წარმოდგენა რომ ჟურნალისტიკა ყველაზე სახალისო და საინტერესო პროფესიაა,რომ ჟურნალისტს უწევს უამრავ ახალ–ახალ საინტერესო სიტუაციებში მოხვედრა და ახალი ადამიანების გაცნობა. მე ეგრე მეგონა :D

    1. ინგა

      ეეჰ, მეც მაგიტომ მოვხვდი მე-6-ში :))) ჯერ ნორმალური ჟურნალისტური გარემოს ნახვა ვერ მოვახერხე და მგონი მალე ხელს ჩავიქნევ… დაიწყებ მუშაობას და მერე ნორმალუი რესპონდენტის ნახვა გაგიჭირდება… მგონი ჟურნალისტიკა საქართველოში მალე არაპერსპექტიულ პროფესიათა რიცხვში შევა (თუ უკვე არ შევიდა…).

  7. მარი

    ეჰ რა ცუდია :( ნერვები და გაძლება როდემდე შერჩება ადამიანს ნეტავ. პრინციპში ყველგან მასეა, ელემენტარულად უნივერსიტეტშიც კი, სულ მცირე ინფორმაციაზეც კი ათას ადგილას გაგაგზავნიან და მაინც არავინ არ გცემს პასუხს. ინფორმაციის მოპოვება ყველასთვის მათხოვრობის ტოლფასია დღეს.

  8. Qilipa

    ზურიე რა დაგიმალო და მეც მაგ აზრზე ვარ უკვე კაი ხანია :შ 2 კვირა კიდე ჯანდაბას, უარესებიც წინა გვაქვს….

  9. ჰექსე

    ე.ი. სწორედ ვფიქრობიდ როცა მასე ვფიქრობდი
    იმის სემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა :)
    სამწუხარო რეალობაა

    სახელმწიფო სტრუქურებში ხო საერთოდ საშინელი ქაოსი და ბიუროკარტიაა
    სანამ იმას მოიძიებენ ვინ უნდა გაგცეს პასუხი კითხვაზე
    კიტხვა კარგავდ უკვე აქტუალობას

    1. zurriuss Post author

      მანდ ვინმე რომ მოკვდეს, დაუმარხავი დარჩება :) :!:

  10. lela

    ზურაააა, როგორ მიხარია რომ წავაწყდი შენს ბლოგს, სულ შემთხვევით.როგორ ხარ? გული არ გაიტეხო, მასმედია მეოთხე ხელისუფლებაა. შეიძლება, ჩვენთან ჯერ არა, მაგრამ შენ აქციე ასეთად, მე რომ პრეზიდენტი გავხდები, ხელს შეგიწყობ :d

    ინფორმაცია სამ დღეში კი არა დაუყოვნებლივ უნდა მოგცენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, თუ განსაკუთრებული მოძიება არ სჭირდება. რაც შეეხება სასამართლოს გზას, მაინც უნდა გამოიყენო, დროში კი იჭიმება, მაგრამ, იცი, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გაქვს? კანონი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოებს ყველა მსურველს მიაწოდონ საჯარო ინფორმაცია, მაშ! ინდიფერენტულობით და თავის მინებებით უფრო წაალისდება მათი უპასუხისმგებლობა. ისე, მეც გამოვითხოვე ინფორმაცია და იმ წამსვე მომირბენინეს, უბრალოდ, უნდა იცოდე როგორ დაწერო განცხადება კანონის ნორმებით და მაშინ ეშინიათ. მანდ მიმიღეს ისე სტაჟირებაზე და რა ცუდად დაახასითე :d

    1. zurriuss Post author

      ვააა, შენც აქა ხარ :)
      ყველაფერი ისე დავწერე, როგორც საჭირო იყო. ისიც მივუთითე, ვინც პასუხისმგებელია და განცხადების ნომერიც დავუწერე. მოძებნეს იმწამსვე, მაგრამ მოცემა არ უნდათ :)

  11. ლილიანი

    ამიტომ იყავი აბეზარი : )
    გამოიყენე ყველა მეთოდი პასუხის მისაღებად :D
    ეგაა ჟურნალისტიკა ( და არავინ მითხრათ არაო მაინც ტყუილად გაირჯებით) შანტაჟი, მუქარა, ტვინის ^%$^^%$, ტყუილი და მოკლედ რაც გამოდგება რესპოდენტებისგან სასურველი შედეგის მისაღებად :D

    1. zurriuss Post author

      რა თქმა უნდა, მაგრამ შანტაჟს და მუქარას მე თუ მივმართე, აბა ვიზე ვწერო? :)ყველგან ცოტა მეტი წინდახედულებაა საჭირო. იმავე ინფორმაციის სხვა მხრიდან მიღებას უნდა ეცადო.ვოტ ;)

  12. lela

    სამყარო რომ პატარა იყო ვიცოდი, მაგრამ თურმე ინტერნეტ-სივრცეც ასე ყოფილა, მით უმეტეს ჩემისთანა ხეტიალის არამოყვარულისთვის. კარგია, მომეწოა, შენებურ ენამახვილობასაც არ ღალატობ. აქ მაინც შემოგეხმიენაბი ხოლმე,წარმატებებს გისურვებ. მე სანამ სურათს კარგად არ დავაკვრდი ვერ გიცანი, თან არ შემეშალოს-მეთქი და შენ ეგრევე როგორ მიცანი ჰა? თუ ფიქრობდი, სანამ მეორე კომენტარი არ ნახე? :d :d

    1. zurriuss Post author

      ჯერ არ შემხვედრია მეორე ლელა, პრეზიდენტობა რომ უნდოდეს :green:

  13. mylpi

    თუ შენ იყავი, და მგონი შენ იყავი დღეს 88 ავტობუსში დაახლოებით საღამოს ათის ნახევრისთვის
    მაშინ მე დღეს გნახე :)

  14. kevana

    საბრალო :(

    საზიზღრები ეგენი.. დღეს მე არჩევნები დავიკიდე, სხვათაშორის :დ ჩემი საცოდავი შურისძიება :( :დ :green:

  15. მაკა ასათიანი

    მქონდა მაგის ბედნიერება 3 თვის განმავლობაში :)) სამაგისტრო ნაშრომი მოითხოვდა, მოვიარე 7 სამინისტრო და ასე დავეხეტებოდი ერთიდან მეორეში. ზოგი სამართლიანად და კულტურულად (ყველა ეთიკური და საკანონმდებლო ნორმის დაცვით)შემომელანძღა :) კარგი ქულაც ავირტყი :)))

    1. zurriuss Post author

      გუშინ ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი შემომელანძღა ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »