J’adore, Batumi – ნაწილი III

DSCN5471 - Copyდღე III – დასასრული

კარგად მეძინა. ფეისბუკში Jado-ს კიდევ რამდენიმე ფანი დამემატა. გადასარევი – ეგებ რომელიმე მაინც აღმოჩნდეს ნამდვილი ხელოვნების მოყვარული… იოცნებე, ზურა – ყველას Jado-ს ფოტო უყენია ავატარად! :d :d

ვისაუზმე, ავიკიდე გუდა-ნაბადი და 11-ის წუთებზე სასტუმროდან გავეწერე. გარეთ ისევ მშვენიერი ამინდი. თუ არ გეჩქარება, ბათუმში ტრანსპორტით რატომ უნდა იარო, არ მესმის. ისეირნე, აივსე ზღვის ჰაერით, პარკები, ტბები, თოლიები, გედები, ლამაზი შენობები, მახინჯებიც, სასიამოვნო და საინტერესო ხალხი…

11:45 სთ. მახინჯაურში წავედი და მატარებლის ბილეთი ვიყიდე. 6 საათზე ბათუმი ისტორიაში მატარებლის სიჩქარით გადაინაცვლებს… ასე დაიწყო ჩვეული ნაადრევი ნოსტალგია: ხვალ ამ დროს ნაღვლიანი მოვიგონებ, რომ დღეს ამ დროს ვიყავი ნაღვლიანი, რომ ხვალ ამ დროს დღევანდელ ამ დროს ნაღვლიანი მოვიგონებ…

12:20 სთ. უკანა გზაზე ბათუმის საკათედრო ტაძართან მოვხვდი. მახინჯაურში რომ მივდიოდი, რაღაცნაირად გული მწყდებოდა, რომ ვერ ვნახავდი და გამიმართლა. ძალიან ლამაზია, შიგნიდანაც და გარედანაც. რამდენად სწორია, მართლმადიდებლური ეკლესია კათოლიკურ შენობაში რომაა განთავსებული, ეს ცალკე საკითხია, რომელსაც აქ არ შევეხები.

1:00 სთ. ისევ “პრესკაფე”, ისევ ფეისბუკი, ისევ კონიაკიანი ჩაი, ისევ ხატვა და ისევ ნოსტალგია.

რაღაც საეჭვოდ არ მირეკავენ სახლიდან. დედაჩემს ვურეკავ: ფილტვების ანთება აქვს, გადასხმას იკეთებს, ტელეფონში მესაუბრება და თან ტირის… ესეც შენი უბედნიერესი არდადაგები!!!

ყველაფერი ამტკიდა. ტირილი მომინდა, მაგრამ სადაა ცრემლი. მშრალი ვარ უვარგისი ძროხასავით. მარტო, თბილისის მატარებლის ბილეთით ხელში. მაშინ გავაცნობიერე, რატომ მთხოვა Jado-მ, ჩემთვის რამის დახატვას თუ აპირებ, Nine Inch Nails-ის “Hurt“-ს მოუსმინეო.

And you could have it all 
My empire of dirt 
I will let you down 
I will make you hurt

Jado-ს ვურეკავ. ვაღვიძებ. ვეუბნები, რომ ცუდად ვარ. გამოვალო. ნიკოს ჯერ არ ეცლება.

ერთმანეთში აზელილი ნოსტალგია, ნერვიულობა და ამ ტკივილით მიღებული უმწარესი კაიფის კოქტეილი (მაზოხისტი ვარ – ვოტ ი სიურპრიზ!)

2:00 სთ. კიდევ რამდენჯერმე დავურეკე დედას. ხმა სედარებით მშვიდი ჰქონდა. მეც დავმშვიდდი ცოტა. ხატვას მივუბრუნდი.

DSCN5459 - Copy

3:00 სთ. დათო მირეკავს, “მთვარის კლუბი“!!! ე.ი. ბათუმიდან არც მის უნახავად მივდივარ! “პრესკაფე” დათოს საყვარელი ადგილია. მოვიდა, გადავეხვიეთ, ბლოგერების მოკითხვა გადავეცი. ის თავისას მოყვა, მე – ჩემსას.

ამ ადამიანს უდადებითესი ენერგეტიკა აქვს. შეუძლებელია, ესუბრო და გულზე არ მოგეშვას. დათოს ველოსიპედი ჰყავს. მეც მინდა ველოსიპედი, მაგრამ თბილისში? აზრი არა აქვს. ვიღაცის “კაპოტზე” აილეწები.

ამასობაში მატარებელში ხალხი ალაპარაკდა, ერთმანეთი გაიცნო. სიტუაცია დათბა, როგორც ხდება ხოლმე.

4:00 სთ. Jado მოვიდა. დათოს მადლობა გადავუხადე, რომ არსებობს და დავემშვიდობე. Jado-ც დაგრუზული იყო. მეც. არასდროს გვესმოდა ერთმანეთის ასე, როგორც იმ მომენტში. რაც არ უნდა ეთქვა, ვიცოდი, როგორ გააგრძელებდა და პირიქით.

მობილურში “No Surprises” ჩართო და ერთად ჩავაღიღინეთ. დღიური დავუბრუნე და ვუთარი, რომ არაფერი ახალი არ გამიგია. უბრალოდ, სურვილები ამიხდა. ადამიანი, რომელმაც ქრისტეს არიის აუტანლად მაგარი ინტერპრეტაცია დადო და რომლის უხსიათობაც მისი ნიჭის აბსოლუტური ანტიპოდია, ორიოდ თვეში ჩემს უახლოეს მეგობრად იქცა… მე ვარ ზურა ბალანჩივაძე, იგივე Zurriuss და მე ვარ ბედნიერი.

DSCN5478 - Copy

4:30 სთ. წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში შევედით. გალობა რომ შემომესმა, ეგრევე მეეორე ხმა მოვძებნე და ავყევი. წლების წინ სკოლის გუნდში მეორე ხმაზე ვგალობდი. ეკლესიაში სიარული უნდა დავიწყოო, Jado მეუბნება. აფორიაქებულია და სიმშვიდეს აქ ეძებს.

ნიკოც გამოჩნდა. რა მაგარია, რომ ასეთ ხელოვანს ასეთი მეგობარი უდგას გვერდში. ძალიან კარგი ბალანსია. შეიძლება, ნიკო ჯერ ვერ აცნობიერებს , რამხელა მისია აკისრია, მაგრამ როცა Jado, როგორც ვარსკვლავი, მუსიკის სამყაროში თავს დაიმკვიდრებს, ნიკო მისი საყრდენი იქნება. მაგარი კაცი ხარ, ნიკუშ! :d

DSCN5480 - Copy

4:45 სთ. პიცის საჭმელად “იუნგაში” შევცვივდით. ნელ-ნელა ჩემი წასვლის დრო ახლოვდება და ეკლებზე ვზივარ. არადა, არ მეთმობიან ბიჭები. Jado მეუბნება, თუ დააგვიანებ, ბილეთს გადაცვლი და კიდევ დარჩებიო. ნეტა ეგრე იყოს, ძმებო…

სურათებს ვიღებ განუწყვეტლივ. არა აქვს მნიშვნელობა, გადღაბნილია, გადანათებული, თუ ცუდად გამოვიყურებით. მთავარია, ეს წუთები სადმე აღიბეჭდოს, რამეს შემორჩეს.

სათქმელიც აღარაფერი დამრჩენია. ხან ერთს გავხედავ, ხან მეორეს და ნაადრევი ნოსტალგია ისევ მაწვება.

DSCN5487 - Copy

– დაიკიდე, რა –  მამშვიდებს Jado, – ხო იკაიფე? ჰოდა ეგ არი.

– მართალი ხარ. თან აწი თბილისშიც გადმოხვალ. როდის, ჰა?

– ოოო, არ ვიცი, რა!…

– კაი, ხო :d :d

5: 30 სთ. პიცა უცებ-უცებ გადავსანსლეთ და გამოვედით. საათზე დავიხედე, Jado-ს და ნიკოს მაგრად გადავეხვიე (წამის მეასედში ისიც ვიფიქრე, მოდი, ხელს აღარ გავუშვებ-მეთქი :) ), მერე ერთი ღრმად ამოვისუნთქე და მახინჯაურის სადგურისკენ გამოვიქეცი…

6:00 სთ. მატარებელი დაიძრა. ჩემს მუსიკალურ გადასასხმელ აპარატში “Radiohead” გავუშვი, რომ  დაგროვილი ემოციები თბილად შეენახა. მერე აზრები მოვიკრიბე და ყველაფერი ეს ზუსტად 4 საათში დავწერე.

J’adore, Batumi.

DSCN5493 - Copy

ნაწილი I

 

ნაწილი II

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

15 thoughts on “J’adore, Batumi – ნაწილი III

  1. Pingback: J’adore, Batumi – ნაწილი IIZurriuss.Ge | Zurriuss.Ge

  2. katiee.ge

    მომწონს ისტორიები, მაგრამ რაღაც არ მომწონს შენი წერის სტილში ბოლო დროს. გეტყობა რომ დღიურების სტილის პოსტების წერას გადაეჩვიე:))

    პ.ს. ეს ლაიქ და ტვიტ ღილაკები სადმე სხვაგან თუ არ წაიღე, ფიქსირებულადაა მარცხენა ნაწილში და კითხვასაც უშლის ხელს და წერასაც.

    1. zurriuss Post author

      შეგიძლია, კონკრეტულად მითხრა, რა არ მოგეწონა?
      მეც ვხვდები, რომ რაღაც ნიტოა და ალბათ, იმიტომ, რომ ხშირად აღარ ვწერ.
      ღილაკებს კიდე… ვნახავ, საიდან დავაყენე და მოვაშთობ :d

      1. კატიე

        აი მივხვდი, ქვემოთ წერს სხვა, ძალიან მელანქოლიური და სევდიანია ეს ყველაფერიო. ეგ არ უხდება ჩემი აზრით, მინდა რომ მხიარული იყოს, მსუბუქი :)
        და კიდევ დიალოგების აღწერა მეხამუშება, დიალოგის წერა ძნელია საერთოდ, შენთან არ მახსოვს სხვა დროს წამიკითხავს თუ არა, მე ერთადერთი პოსტი მაქვს დიალოგით და დავიტანჯე იმის წერისას :D

        პ.ს. ღილაკები დიდ ეკრანზე კარგადაა, არაფერს ეფარება, მაგრამ 15-იანზე პატარები ვეღარ შლის, 13-იანზე ნაწილს ეფარება და მობილურიდან ფაქტიურად ტექსტი არ იკIთხება, მთელ გვერდს ფარავს.

        1. zurriuss Post author

          აჰა…
          მელანქოლიურია, მაგრამ არა ყალბი. რასაც იმ წუთას ვგრძნობდი, ის დავტოვე. ამიტომ არ წავშალე დიალოგებიც, რომლებიც ზუსტად მახსოვდა, რომ იმ მომენტის შეგრძნება არ დამკარგოდა.

          მარა ჩემთანაც მოვა გაზაფხული და ახალი პრეზიდენტი :green: :green:

  3. ნი

    ხოო, მე არ მიყენია ჯადოს სურათი ავატარად მიუხედავად იმისა რო მაფანატებს :) ზედმეტად ვთვლი ;)

  4. გვანცა

    აუ რა ძალიან ზუსტად და ნათლად აღწერ ემოციებს :| და რა ძალიან სევდიანი და მელანქოლიურია ეს ყველაფერი

  5. Ibi

    ველოდებოდი დასასრულს და თითქოს მეც დამწყდა გული რომ დასრულდა :)
    რა კარგი არდადეგები გქონია ^^

  6. თათია

    ფანტასტიურია, შენი ნახატები ვნახე და აღფრთოვანებული დავრჩი ;) ;) ;) უზომოდ მიყვარს jado და მისი მეგობრებიც შემიყვარდა ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ :)

  7. Da_v_id

    ველოსიპედი ყავსო ისე გეწერა თავი აბრამოვიჩი მეგონა სამიარუსიანი იახტით ხმელთაშუა ზღვაში :) კაია რაც უფრო მეტი მიზეზი გექნება საბათუმოდ ! გაიხარე

    1. zurriuss Post author

      მეტი რაღა გავაგრძელო. ეს ამბავი მორჩა უკვე და ისე სულ ვწერ ბლოგზე :d
      მაინდამაინც ლუკა თუ გაინტერესებს, http://zurriuss.ge/creep აგერ :d

  8. რუსიკო

    არ შეწყვიტო,წერე გაუჩერებლად……,მელანქოლია და სიხარული განუყრელია ერთმანეთისგან. ……. ნურავის მიბაზავ და ნუ ეკიტხები ვის რა მოსწონს…. ეს შენ ხარ და მხოლოდ შენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »