J’adore, Batumi – ნაწილი II

დღე II – დღიური

ცუდად მეძინა. ნომერში ზომაზე მეტად თბილოდა. ემოციებმაც თავისი ქნეს და მთელი ძილის განმავლობაში “Gethsemane” და საკუთარი გულის ბაგაბუგი ჩამესმოდა. ფეისბუკს გადავხედე – ნიკოს და Jado-ს 3-4 საათის წინ დაეპოსტათ ბოლოს.

10:00 სთ. ჩავედი, ვჭამე. მერე ჩანთა ჩავალაგე და გარეთ გავედი. უჩვეულოდ ლამაზი, მზიანი და თბილი დილა დამხვდა. მიუხედავად იმისა, რომ წვიმა ძალიან მიყვარს, ამ ქალაქს მზე გაცილებით უხდება. ზღვაზე გავედი. ისეთი მშვიდი და ცისფერი იყო, ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და ყველაფერი გადავიღე, რაც მომეწონა.

ბულვარი, მორბენალი ხალხი, პეიზაჟები, შენობები, მშენებლობები, პარკი, ფრინველები, ადამიანები, “აპოლო, სახეები, საკუთარი თავი… (გალერეა ნახეთ აქ)

12:00 სთ. “პრესკაფემდეც” მივაღწიე. ისევ იმ ადგილას მოვკალათდი და ფოტოები ფბ-ზე ავტვირთე. კონიაკიანი ჩაი შევუკვეთე. ეს პირველად ქუთაისში გავსინჯე და ახლა ახირებად მექცა. არადა, რა საოცარი გემო და ძალა აქვს. თუ გავლოთდები, მისი ბრალი იქნება :d

შემოვევლე ჩემს პლეიერს: 1 საათს დატენი და 1 დღეს თავისუფლად გყოფნის. ბორბლის შემდეგ, პლეიერი ნომერ პირველი გამოგონებაა :)

DSCN5303

2:00 სთ. მიმტანმა “პრესკაფეს” ბლანკი მომიტანა და შევსება თხოვა. ყველაფერი დადებითი ჩავწერე, ჩიზქეიქის დამატება ვისურვე მხოლოდ. სასურველი ღონისძიებების გრაფაში კი ჩემი ნახატების გამოფენა მივუტითე. ცოტა ხანში მენეჯერი მოვიდა, მომესალმა და ნახატების ჩვენება მთხოვა. ვაჩვენე. მერე ვუთხარი, რომ ბათუმისთვის ცალკე სერიის შექმნას ჩამოტანას ვაპირებ, ასე რომ, ჯერ საჩქარო არაფერია. “პრესკაფეში ხშირია ასეთი ღოისძიებები და, იმედია, მეც მალე შევემატები აქაურობას ;)

ოხ, პასტა, პასტა… მითავდება და წერას ფანქრით ვაგრძელებ. “შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ – ვაქებ ხრმალო, ვინცა გლესა!”-ს პონტია :d

DSCN5325 - Copyმერე ავიღე ფოტოაპარატი, ფურცლები და პორტისკენ წავედი ინსპირაციებზე სათევზაოდ. უკვე აციებულა, ხელები გამეყინა. ხატვაზე ლაარაკი ზედმეტია. მეზღვაურებს, მეთევზეებსა და გემებს ფოტოები გადავუღე და ისევ “პრესკაფეში” დავბრუნდი. ღმერთო, როგორ ახლოსაა ყველაფერი ამ ქალაქში!

3:30 სთ. ფოტოები ფბ-ზე, მე – ვხატავ.

4:15 სთ. როგორც იქნა, ნიკო მოვიდა და მარტოობაც დასრულდა. ნიკო მშვიდია, დათვს გავს და კარგი იუმორის გრძნობა აქვს. წელს უმაღლესში აბარებს.

მატარებელი გაფუჭებულა. მეც არ გამიკვირდა, 40 წუთს რატომ ვდგავართ? ბრიგადა მოსულა და გააკეთებენო. აბა რას იზამენ. ოხ, ილო, ილო, შენი ბრალია ყველაფერი! :d :d :d

ნიკო Jado-ს კონცერტებზე გავიცანი და პროექტის დასრულების შემდეგ ფეისბუკით დავახლოვდით. Jado-ს უკვე ეზიზღება სოციალური ქსელები, იმდენი წერს და უშლის ნერვებს, ასე რომ, მიწერას აზრი არა აქვს… მასთან გულის მოსაფხანს ნიკოსთან ჩატაობით ვინაზღაურებდი და ბევრი რამ მისგან გავიგე. სიმართლე გითხრათ, რაღაცები არ გამკვირვებია. უბრალოდ, ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ რამეში ვგავართ და გვესმის ერთმანეთის. მით უმეტეს, როცა მეგობრობას ხელოვნება ემატება.

მიხარია, რომ ბევრ რამეში ვერ ვთანხმდებით კიდეც, მაგრამ რომ მისმენს, მერე მეუბნება, მართალს ბაზრობო. იგივეა ჩემი მხრიდანაც, როცა ვუსმენ და ვხვდები, რომ სწორად მსჯელობს.

ყველაზე მეტად, რაც Jado-ში მომწონს, ჩემი აზრის პატივისცემაა! ტყუილია, რომ ამბობენ, სხვას არ უჯერებსო: უბრალოდ, რეალურად უნდა აუხსნა, რატომაა ეს საჭირო და, რაც მთავარია, საამისოდ შესაფერისი დრო შეარჩიო.

ერთხელაც Jado-ს ფეისბუკს ჩავუყევი და იმ მომენტიდან დავიწყე კითხვა, სანამ ყველა გაიცნობდა, 19 წლის დაბადების დღის პოსტს 5-6 კომენტარი-მილოცვა რომ აქვს მხოლოდ. მაშინაც გულახდილია. წერს ყველაფერს, რაც აწუხებს და ისე, როგორც უსწორდება. მაშინ დავფიქრდი, რომ Jado-ს დღიურიც აუცილებლად ექნებოდა.

ეს ამბავი ნიკოს ვუთხარი და ძალიან გამიხარდა, რომ მართალი აღმოვჩნდი. Jado-ს დავურეკე და ვთხოვე, დღიურიც წამოეღო (თავხედობას ნუ დაარქმევთ, მონათესავე სულის ძიების პროცესია). სასიამოვნოდ გამიკვირდა, უარი რომ არ მითხრა. პირიქით, უნდოდა კიდეც, რომ წამეკითხა.

ვაშაააააააააა, მატარებელი დაიძრა!!!!!!

5:00 სთ. როგორც იქნა, გამოჩნდა. უნივერსიტეტის საქმეებზე დადის. გამოცდები აქვს ჩასაბარებელი. დღიური მომაწოდა:

_ აქ სულ სხვანაირი ვარ, შენ რო გაგეხარდება, ისეთი.

_ შენ ჩემი დღიური წაიკითხე _ სიცილით ვპასუხობ, _ შენი ხნის ვიყავი, უკვე წიგნად რომ გამოვეცი.

_ კი, ამ წელიწადში წავიკითხავ _ მეკაიფება.

ახალი ესკიზები ნახა:

_ ეს მე ვარ, ბიჭო? :d

_ ბათუმს ვხატავ და ბებიაჩემი ხო არ იქნება! :d

მოსაცმელი გაიხსნა და ჩემი ნაჩუქარი Alice in Chains-ის მაისური მაჩვენა. გიჟდება ამ ჯგუფზე. არადა მე ვერ დავუმუღამე. ამასაც დრო მოიტანს, ალბათ. ან არ მოიტანს – ამას მნიშვნელობა არა აქვს.

მიხარია, რომ ჩემი ნახატები ძალიან მოწონს. Jado ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, ვისთვისაც ნახატის ჩუქებისას გული არ მწყდება. მან იცის, რა უნდა დაინახოს და იგრძნოს შიგ. არ არის აუცილებელი, სურათი ლამაზი იყოს. მეტიც, ამის დრო დიდი ხანია, გავიდა. მთავარი ემოცია და სათქმელია, რომელსაც ის “სილამაზე” ან “სიმახინჯე” ზუსტად უნდა გადმოცემდეს. Jado ამ ყველაფერს გრძნობს.

“პრესკაფეს” მერე “ქარავანში გადავედით”. მეოზბელი სუფრიდან დაუძახეს Jado-ს, დალოცეს, ადღეგრძელეს და ა.შ…

DSCN5382 - Copyმგონი, მგზავრებმა უკვე შეამჩნიეს უცნაური ტიპი, რომელიც აგერ თითქმის 3 საათია, გაუთავებლად წერს, ფანქარს იქნევს და დროდადრო ნაწერს ფოტოებს უღებს. ყურადღების მიქცევას არასდროს ვცდილობ, ისედაც გამომდის :d :d

8:00 სთ. დროებით დავიშალეთ. Jado საქმეზე გავიდა, მე სასტუმროში წამოვედი და მის დღიურს ჩავუჯექი…

მე არ გამაოცა დღიურში დაწერილმა. მე იმან გამაოცა, რომ ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც მეგონა და მინდოდა, ყოფილიყო. როგორც ყველა ხელოვანი, ესეც ძალიან მგრძნობიარეა, ემოციები ხშირად მთავარ როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ბევრ საკითზე მსჯელობს, ეძებს პასუხებს კითხვებზე, რომლებიც ბათუმის ქუჩებში, მეგობრებში და, ზოგადად, გალაქტიკაშია მიმობნეული.

რამდენიმე ემოციური ადგილი ისე დეტალურად და გრძნობით აქვს აღწერილი, რომ აშკარად აცნობიერებ, როგორ იმოქმედა ამა თუ იმ მომენტმა მასზე, როგორ შეცვალა, როგორ ატკინა, როგორ შეაზიზღა, როგორ გააბედნიერა…

10:00 სთ. დამირეკა.  ისევ ვიკრიბებით. ნახევრად წაკითხული დღიური საწოლზე დავტოვე, ფოტოაპარატს ხელი დავავლე და წავედი.

შეზარხოშებული დამხვდა, მშვენიერ ხასიათზე. წავედით მეგობართან, რომელიც ასევე ფილარმონიაში გავიცანი. Jado-ს თითქმის მთელი სამეგობრო ლაივების დროს გავიცანი. :D

DSCN5390 - Copyთუ გინდად, იცოდეთ, როგორია კარგ ხასიათზე მყოფი Jado, წარმოიდგინეთ საშუალო სიმაღლის ბიჭი, მოზრდილი თმითა და გამჭოლი გამოხედვით, რომელიც ქუჩაში მიიმღერის, ცანცარებს, სიცილით იხევა და ცხოვრებით ბედნიერია. აქეთ-იქით ვიხედები. მაღაზიებიდან და კორპუსის ფანჯრებიდან გამოყოფილი თავები ცნობენ საქართველოს ვარსკვლავს, ეღიმებათ, მაგრამ არ იმჩნევენ, რომ უყვართ ეს გიჟი :d :d

11:00 სთ. Jado-ს მეგობრის სახლში სუფრას ვუსხედვართ.  ისინი სვამენ. მე არაყს არ ვეკარები და ლუდი კიდევ, არა აქვთ. სადღეგრძელოები მეგობრობასა და ხელოვნებაზე. არიქა, ყველა ნიჭიერ ადამიანს გაუმარჯოსო და ამანაც, შენ გაგიმარჯოს, ხელოვანოო.

ვინც პირადად მიცნობს, იცის, როგორ მეჯავრება, როცა ამ სიტყვას მიზეზგარეშე მესვრიან ხოლმე. ადამიანისგან, რომელსაც ხელოვნება მოყვარულის დონეზეც არ ესმის, ვერ მივიღებ ასეთ შეფასებას. არც მას აქვს საფუძველი, ნათქვამი ამტკიცოს და არც მე – მისი ნათქვამი დავიჯერო. ამიტომაა, რომ Jado-ს შეფასება ასე მსიამოვნებს. როცა ის (და მსგავსი ხალხი) მეუბნება, რა ნიჭიერი ხარო, ვხვდები, რომ ცხოვრებაში რაღაც ღირებულის გაკეთების შანსი მაქვს. ბლინ, რა კარგი სტიმულია, როცა იცი, რომ მაგარი ხარ! :d :d

ამასობაში საუბარი სიყვარულზე ჩამოვარდა და Jado-ს მიხიარულებაც ნელ-ნელა ჩამოიშალა, რომანტიკაში გადავარდა. ნიკოს გადავხედე. გადაუვლისო, მანიშნა.

12:00 სთ. მასპინძელ ოჯახს მადლობა გადავუხადეთ და ფეხარეული წამოვედით სახლებისკენ. ისვ ქუჩაში მღერა, ისევ სიცილი, ბევრი დაჯღანული ფოტო, ნაცნობები ქუჩაში, ჩემი და ნიკოს ზრდილობიანად გაღიმებული და Jado-ს მოღუშული სახე მილოცვების დროს… დავიშალეთ.

ამდენი ბოლოს როდის ვწერე, აღარ მახსოვს. იმედია, აკრეფა არ დამეზარება, ხოლო თქვენ, ვინც ამ წინადადებას კითხულობთ, მადლობა გაძლებისთვის! :d :d

12:30 სთ. სახლში მისვლისთანავე დღიურს ჩავუჯექი და გავედი ბოლოში. მთელი ეს ემოცია და კაიფი კი Jado-ს ფეისბუკ აქტივობებმა გამიბანძა. არ შეიძლება ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძიმე ხასიათის მქონე შეყვარებული ხელოვანის კომპიუტერთან დასმა!!! ფანებმა ნერვები მოუშალეს და ყველას აგინა.

Dark Side of Jado :d :d :d

ფინალი იქნება შემდეგ პოსტში, მალეზე ცოტა უფრო ადრე ;)

 

 

ნაწილი I

ნაწილი III

 

 

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

14 thoughts on “J’adore, Batumi – ნაწილი II

  1. mari

    ლორდ ჰენრისა და დორიან გრეის მაგონებთ თქვენ ორნი, ოღონდ კარგი გაგებით. :d

  2. Pingback: J’adore, Batumi – ნაწილი IZurriuss.Ge | Zurriuss.Ge

  3. ნი

    ეე ჩემნაირი პიროვნებები აღმოვაჩინე :) ნუ მიახლოებით, თორე თქვენთან რას მოვალ :)
    ანუ იმის თქმა მინდა რო რაღაცაში გგავარ. ან იმის თქმა მინდა რო ვერ მოვაბი ჩემ სათქმელს თავი :)))
    კაია პირადად რო იცნობ ჯადოს. მე თავიდანვე მის პიროვნებას მივაქციე ყურადღება და მისი ხასიათის გამო უფრო ვაფასებ, მით უმეტეს ჯადოსნაირი მეგობარი მყავს. იმენა ასლები არიან რააა, ერთნაირად აზროვნებენ და ამიტომ მესმის ჯადოსიი. და არც ის მოდას აყოლილი გოგო ვარ ზოგიერთებივით, ფინალის მერე რო ყვირიან “ლუკა, ლუკას” თავიდანვე მომეწონა უუფრო ხასიათის გამო.

    1. ნი

      და კიდე შენც რაღაცნაირი ხარ რაა, ორიგინალური ტიპი, საინტერესო და ა.შ :)

  4. ნი

    და კიდევ, საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ბლოგი უნდა შევქმნა. აი ამის წაკითხვის მერეე მივხვდი რო ამდენი ხნის ნაცოდვილავს ჯობია ხორცი შევასხა :)

    1. zurriuss Post author

      შექმენი. თუ ხშირად და კარგად დაწერ, ფულიც შეიძლება, იშოვო ;)

  5. ივე

    ზურ, მე მოყვარულის დონეზე (ვერ დავიკვეხნი მეტს) მესმის ხელოვნება.. მაგრამ მე გულწრფელად მომწონს შენი ნახატები… ჰოდა ასე რომ, თუ ოდესმე არ მიგიღია გულწრფელად და დანარჩენებივით გამაქილიკე, ახლა გაიგე, რომ გულწრფელი ვარ!!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »