J’adore, Batumi – ნაწილი I

DSCN5182

დღე I – HELLO

Warning: ეს პოსტი იწერება ბათუმი-თბილისის ხაზის 851-ე მატარებლის 18:00-საათიანი რეისის მე-2 ვაგონის 38-ე ადგილზე და ეხება ადამიანს, რომელიც ცდილობს, ასახოს ავტორის 2,5 დღიანი მოგზაურობა ბათუმში.

უპს, უკვე 43-ე ადგილზე გადავჯექი, სავარძლების საწინააღმდეგო რიგში, რითაც ზურგი ვაქციე ბათუმს, რომელსაც ახლა ჩამავალი მზის შარავანდედი ადგას წმინდანივით.

თურმე უკიდურესი ბედნიერებისგანაც შეიძლება, შეუძლოდ გახდე ადამიანი. დიახ, მე შეუძლოდ ვარ. რამდენჯერმე დამამშვიდებლის დალევაც მომიწია. იშვიათად მიგრძვნია თავი ასე სავსედ დადებითი ემოციისგან. 

ყველაფერი რამდენიმე დღით ადრე დაიწყო, როცა მტკიცედ გადავწყვიტე, ზუსტად ისეთი არდადაგები მომეწყო, როგორიც მართლა გამახარებდა. Jado-ს მივწერე და ვუთხარი, რომ სანახავად ჩავაკითხავდი. 13-ში კონცერტი მაქვს და ბარემ მაგ დროისთვის ჩამოდიო, მიპასუხა, მაგრამ ძველით ახალ წელს მაინც უნდა შევხვედროდი ოჯახში – ეს გარდაუვალი იყო!

13 იანვარი
თბილისი-ქუთაისის მარშუტკაში რახმანინოვზე დაწერილ წიგნს ვკითხულობ. ყურსასმენებში გაშვებული “Creep” თავგამოდებით ებრძვის “რამდენი მალოდინე”-ს.

ჩავედი, ჩავკოცნე მშობლები. დედა სიცხიანი დამიხვდა, თუმცა ძველით ახალ წელს ისიც ადგა და მაინც ერთად შევხვდით 12 საათს.

14 იანვარი

2:00 სთ. ბათუმის მარშუტკაში მოვიკალათე და დავგაზეთ ზღვისკენ. წვიმდა. ფანჯრის ზედა ჩარჩოდან წყალი განუწვეტლივ წვეთავდა და  ნახევარი ტანსაცმელი თითქმის სულ დამისველდა. ნიკო და Jado უკვე გავაფრთხილე, გიახლოვდებით-მეთქი.

4:00 სთ. ბათუმში ჩავედი. საშინლად ციოდა და ზღვა ყველას და ყველაფერს დედას აგინებდა.  ეგრევე “პრესკაფესკენ” გავეშურე. ფეხით, რა თქმა უნდა. ინტუიციამ და ფოტომეხსიერებამ უშეცდომოდ მიმიყვანა.

ნაცნობი ინტერიერი, ნაცნობი ფერები, სკამები, პერსონალი. მონარებული პიცა “მარგარიტა” შევუკვეთე და ლეპტოპში შევძვერი. სამსახურის საქმეებს თვალი რომ გადავავლე, ზურგჩანთიდან პასტელის სახატავები ამოვიღე და ხატვას შევუდექი. “ეგი სულ ხატავს…” – გაისმა ნაცნობი ხმა. Jado-სა და ნიკოს დანახვამ დამარწმუნა, რომ ჩემი პროექტი “ბათუმი” მართლაც ხორციელდება! :d

ორივეს ჩემი წიგნი (უხსოვარ დროში დაწერილი) ვაჩუქე. ნიკოს 1 ბოთლი საფერავის ღვინო ჩამოვუტანე მომავალი დაბ. დღისთვის (რომელიც მალევე გაგვიტყდა, მაგრამ გადავიტანეთ). Jado-ს ჩემი ხელით დახატული Alice in Chains-ის მაისური ვაჩუქე. სიხარულისგან ცოტა ხნით გაითიშა. ბოზი ვიყო, თუ გავიძროო – დაგვპირდა. ვნახოთ :d :d

1

ცოტა ხანში Jado-ს მეგობრები შემოგვიერდნენ და საუბარიც უფრო მრავალფეროვანი გახდა. მერე ცოტა ხნით ყველას ჩვენს საქმეზე მოგვიწია წასვლა. მე ნომერი მქონდა დასაჯავშნი და სასტუმრო “City Star”-თან მიმიყვანეს. აქაც ნაცნობი ინტერიერი, ნაცნობი ხალხი, ნაცნობი ნომერიც კი, რომელშიც 4 თვის წინ ბლოგერები ათას სისულელეზე ვიცინოდით :d

10:00 სთ. ისევ შევხმიანდით და “ვინილში” წავედით.

ისევ 38-ზე გადმოვჯექი. 43-ე ადგილს თავისი მგზავრი გამოუჩნდა.

Jado-ს ისევ იგივე მეგობრები ახლდნენ. უკვე მოესწროთ ჩემი ნახატების დათვალიერება და გამიხარდა, რომ მოეწონათ. მალე წავიდნენ. დავრჩით სამნი, ნიკოს ჩათვლით.

“ვინილი” ისეთი პატარაა. კედლებიდან მუსკალურ ფირფიტებზე დახატული ვარსკვლავები გიცქერენ, მაგიდებიდან – სტუმრები. ქალაქში, სადაც ყველა ყველას იცნობს, შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩე. ასე რომ, ყველა ჩვენ გვიყურებდა.

DSCN5217

ვსხედვართ, ლუდს ვწრუპავთ და შთაბეჭდილებებს ვერ ვმალავ. არ მინდა, პირი მოვაღო და დავიწყო, Jado, ძმაო, ჩემიდედასვფიცავარ, მაგრად გამიხარდა ნახვა.. ბლა-ბლა ბლა… ორიგინალურ იდეებს ველოდები, რომ სათქმელს საინტერესო ფორმა მივცე. ბედნიერების ადეკვატურად გადმოცემა საშინლად რთულია, განსაკუთრებით ეიფორიის მომენტში. ვუთხარი კიდეც: ისეთი ბედნიერი ვარ, არ მინდა, სიტყვებით გავაუფასურო-მეთქი :d

სამივენი რაღაცნაირად შეუძლოდ ვიყავით. მათ თავიანთი სიყვარული ადარდებდათ, მე – უსიყვარულობა და ის, რომ ბედნიერებამ ჩემს ჯანმრთელობას პანღური ამოცხო. თუმცა საწუწუნო მართლა არაფერი მქონდა. ისინი კი ახლა იმ პერიოდს გადიან, მე რომ 5 წლის წინ გამოვიარე. მთავარია, ახლა რაზეც წუწუნებენ, იმან ჩემს ასაკშიც აღარ შეახსენოთ თავი.

მაინც საოცარია იმის გაცნობიერება, რომ ყველაფერი კარგად არის. იმ დონეზე საოცრად, რომ პლეიერის ყურსასმენების შნურიც კი არ იხლართება, 1000 რამით გატენილ ზურგჩანთაში ხელს ჩაყოფ და ზუსტად ის გხვდება ხელთ, რასაც ეძებდი. თან ძალიან გიხარია, თან შიშობ, თვალი არ გეცეს. ამის მცდელობაც იყო მათი მხრიდან, ვისაც ბათუმი ჩემსავით მოენატრა, მაგრამ ჩამოსვლა ვერ მოახერხა. ფეისბუკში ჩემ მიერ ატვირთულ ფოტოებზე გესლიანი კომენარების რიცხვი მატულობს (ხუმრობით, რა თქმა უნდა), მე კი მიხარია.

12:00 სთ. “ვინილიდან გამოვედით და სახლებისკენ ფეხით გავისეირნეთ. ამასობაში Jado ქალაქის იმ უბანს მაცნობდა, სადაც ადრე ცხოვრობდა. როცა სიტყვა ბათუმზე ჩამოვარდებოდა, უხალისოდ იტყოდა, რომ მისით დაიღალა, მაგრამ თუ საუბარს ცოტას კიდევ გაუჭიმავდი, დაგანახებდა, როგორ უყვარს აქაურობა, საყვარელი ადგილები და, განსაკუთრებით, ბათუმის “სხვანაირი” ჰაერი.

შეიძლება, ბათუმი თბილისივით იმიტომ არ ფეთქავს, რომ მისი ენერგიის დიდ ნაწილს Jado ისრუტავს… არ ვიცი  :d ხანდახან ისეთი ენერგიული და იმპულსურია, ისეთ რამეს დააბრეხვებს უცებ, რომ გეგონება, ხელი რომ მიადო, დენს დამარტყამსო :d

დავიშალეთ.

სასტუმროში კიდევ ვხატე, ფეისბუკში ფოტოები დავამატე, გესლიანი კომენტარები გადავათვალიერე და პირველი დღეც მორჩა.

პ.ს. Jado-ს იმდენი მეგობარი დამემატა ფეისბუკზე, რამე ცუდი რომ დავწერო, მგონი, ნახევარი ბათუმი მცემს :d :d

გაგრძელება იქნება მალეზე ოდნავ ადრე ;)

 

ნაწილი II

ნაწილი III

 

 

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

13 thoughts on “J’adore, Batumi – ნაწილი I

  1. Moony

    პოსტის კითხვისას ის ძველებური გრძნობა მოვიდა, რისთვისაც ბლოგების კითხვა დავიწყევე თავიდან. 3-4 წლის წინ, გულწრფელი ემოციები, უბრალო და თბილი ისტორიები.

    :) კარგია, ზურიუს. აცოცხლებ ჩემს მკვდარ რიდერს

  2. LiLaC

    მშვენიერია… მე არ დაგიტოვებ გესლიან კომენტარებს, იმის მიუხედავად რომ ძალლიან მინდა ზამთარში ბათუმის და ზღვის ნახვა, მაგრამ არვიცი მოვახერხებ თუ არა უახლოეს მომავალში :)

    პ.ს.: ლუკას ჩემგან კომპლიმენტები ^_^

  3. ლიტერატორი

    Moony-ს ვეთანხმები, მეც ეს შეგრძნება დამეუფლა :)

    მგონი ეს ერთ–ერთი უნიკალური შემთხვევაა, როდესაც პოსტი თავიდან ბოლომდე წავიკითხე :green:

  4. თათია

    რა მაგარიაააააა, როგორ მიყვარს ჩემი ბათუმი და jado :)

  5. შინაგანი ხმა

    ბოლო ბოლო დაქამინგაუთდი და გამოუტყდი ზაქარიაძეს რომ გიყვარს თუ ისევ შორით ბნედის პერიოდია?

  6. Pingback: J’adore, Batumi – ნაწილი IIZurriuss.Ge | Zurriuss.Ge

  7. Pingback: J’adore, Batumi – ნაწილი IIIZurriuss.Ge | Zurriuss.Ge

  8. Pingback: 3 მეგობარი 2012-დანZurriuss.Ge | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »