იწყება!

დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში, ბომბორას პარკში, საქართველოს ლატარიის კომპანიის მიერ ორგანიზებულ მხატვართა კონკურსში ვიღებ მონაწილეობას. უნდა დავხატო ჩემი ბედნიერება. უკვე ესკიზი მზად უნდა მქონდეს, მე კიდე ჯერ ვფიქრობ, ოპერის გარდა, რა არის ჩემთვის ისეთი ბედნიერება, რომლის აფიშირებასაც კარგად მოვახერხებ. ვიფიქრე, ვიფიქრე და რა დასკვნამეც მივედი, დღეს ფოტოებით გაჩვენებთ.

რა მჭირდება თქვენგან:

Like რა თქმა უნდა :)

ერთ კვირაში, როცა ნახტები დაიხატება და ფესიბუკზე აიტვირთება, ერთ-ერთი გამარჯვებული ლაიქებით გამოვლინდება. ძალიან ძალიან ძალიან მინდა გამარჯვება და თქვენი ძალიან ძალიან ძალიან დიდი იმედი მაქვს. 

პრიზებზეც გეტყვით:

I ადგილი – ნახევრადპროფესიონალური ფოტოკამერა

II ადგილი და ფეისბუკის გამარჯვებული – ზეთიანი საღებავებისა და სახატავების კომპლექტი

III ადგილი – iPod Shuffle

P.S. ფეისბუკზე სპამერობას მირჩევნია, აქ ვწერო ჩემი თავგადასავლის შესახებ და აქვე მქონდეს თქვენი აქტივობის იმედი. მადლობა :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “იწყება!

  1. Pingback: ვხატავ ჩემს ოცნებას – დღე I | Zurriuss.Ge

  2. გვირილა

    დამთავრდა ხო? დღეს მინდოდა მეთქვა “ნეტა დღეს მე ვის რა ვარგე” და ჩამეფუშა გეგმები :)

    შედეგი როგორია? თუ უფრო ახალი პოსტები წავიკითხო ჯერ? :d

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »