Iker Casillas ანუ არ შეიმჩნიოთ

როცა 2008 წლის ევროჩემპიონატზე გამარჯვების შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: “ეს არის მთელი ესპანეთის გამარჯვება: “მადრიდის რეალის”, “ბარსელონას”, “ვალენსიისა” და, საერთოდ, ყველა ჩვენგანის წარმატება.”

ფეხბურთის დაგემოვნება მარწყვის ტორტის პირველად ჭამას ჰგავს. კიდევ და კიდევ გინდა. გსურს, არ გაგინელდეს პირვანდელი გემრიელი შეგრძნება.

ასე მჭირს ახლა. Myvideo.Ge-ზე ხელახლა ვუყურებ ესპანია-ნიდერლანდების თამაშს და, მათს გამარჯვებასთან ერთად, კიდევ ერთი რამ მიხარია: ბავშვობისაგან არც ისე შორს ვარ. ჩემი ბავშვობა ჩემში ისევ ისე ყვირის როგორც ეს იყო 2000-ში, 2002-ში, 4-ში, 6-ში, 8-ში… და ა.შ.

შინაგანად გაუცნობიერებელი იმპულებით ვხარობ და ვბედნიერობ. ამიტომაც ეს პოტი ამ წლის ფეხბურთის გმირს, იკერ კასილიასს მინდა მივუძღვნა. ბევრი არაფერი, უბრალოდ მინდა, ამ ადამიანით ჩემი აღტაცება გამოვხატო.

იკერი 1981 წლის 20 მაისს დაიბადა ქალაქ მადრიდში. ბავშვობიდანვე უყვარდა ფეხბურთი. მეკარეობას მიჰყო ხელი. 1990-91 წლებში ჩაირიცხა ახალგაზრდულ გუნდში. დიდი ნიჭისა და მონდომების წყალობით კასილიასი სწრაფად დაწინაურდა. ასე დაწიყო მისი წარმატების გზა.

მხოლოდ 16 წლის იყო, როცა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში შეაბიჯა. დღესდღეობით მისი კაპიტანია და აგრეთვე “სამეფო გუნდის” (“რეალის” ამ ტიტულის შესახებ ყველაზე ბოლოს მე გავიგე) კარიც აბარია. მის საფირმო ნახტომებს უამრავჯერ უხსნია თავისი გუნდი. სტატისტიკა და გამაოგნებელი ვიდეოარქივი თავისას ამბობს.

2010 წლის 11 ივლისს, უფრო სწორედ, 12 იყო უკვე დაწყებული, კასილიასის მრავალ ჯილდოს “ოქროს ხელთათმანი” შეემატა. ვიდეოში, რომელიც ზემოთ წარმოგიდგინეთ, არის ერთი უძლიერესი მომენტი, როცა კასილასი მოქნილი ნახტომით ბურთს “იტაცებს” კარის მარცხენა მხარიდან და მცველს ხახამშრალს ტოვებს.ეგ კი არა და, რაც მე ფინალზე ვნახე, თავდამსხმელს შეშურდებოდა მისი თამაში. როცა ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონად გამოცხადდა, თვალცრემლ იანი ყველა თანაგუნდელს სათითაოდ ჩაეხუტა. მგონი, იმ წუთებში ვერც ხვდებოდა, რომ ყველაზე დიდი წარმატება თავად მოიპოვა. ჰოდა არ დავუფასო? :)

აი, ასე გვიყვარს იგი საქართველოში.

იკერი თითქმის ჩემი ბავშვობის პარალელური და სასიამოვნოდ ნოსტალგიური ნაწილია, ასე, რომ თუ ზედმეტი მომდის, არ შეიმჩნიოთ ;)
მოკლედ, იკერ, შენ ხარ მაგგგარი კაცი. ღმერთმა დიდხანს გაფრინოს შენთა დასაცავად! ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

8 thoughts on “Iker Casillas ანუ არ შეიმჩნიოთ

  1. ლალაკო

    აუუუ დამმალეთ სადმე. :D:D:D:D:D:D საიდან მოვხვდი ამ ვიდეოში.. :D

  2. Tomushka

    იკერი ძალიან კარგად მახსოვს.
    იმ პერიოდში ძალიან აქტიურად ვუყუებდით ჩემპიონთა ლიგას და მახოსვს რომ გამოჩნდა ეგრევე შეგვიყვარდა გოგოებს :D :D

    გუშინ მისი შემხედვარე მეც გული ამიჩუყდა და ვტიროდი ეგ რომ ასე “გულიანად” ტიროდა :D

    პ.ს. გერმანელებს ვგულშემატკივრობდი :(

  3. ნატოშა

    შორეულ 2005-2006 წლებში, ვგიჟდებოდი ესპანეთის ნაკრებზე, მადრიდის რეალზე და კასილასსზე :)

    კომპიუტერი მისი სურათებით მქონდა გამოტენილი, მისი ფან-საიტის გაკეთებას ვგეგმავდი და ა.შ..

    მახსოვს 2006-ში ესპანეთმა კორეასთან რომ წააგო, ნახევარი საათი დაუწყნარებლად ვბღაოდი. დღემდე მაქვს იმ დროინდელ დღიურში, კასილასის სურათი, რომელსაც ჩემმა ბიძაშვილმა ტელევიზორში გადაუღო (ანუ, ეკრანს გადაუღო :green: )

    ხოოდა, მაშინ ყველა დამცინოდა და კასილასს “დირკას” ეძახდნენ (გემახსოვრება კორეის გატანილი პენალტი).

    ხოდა, იმ დღეს, როდესაც მოიგეს, ძალიან დამწყდა გული, რომ ფეხბურთით დიდად აღარ ვინტერესდები. ნეტავი მაშინ, 2006-ში მოეგოთ, რა ბედნიერი ვიქნებოდი :)

    არაუშავს, სამაგიეროდ იმ პერიოდში რეალმა ლიგის თასი და პრიმერა დივიზიონის პირველი ადგილი აიღო და ისიც ძალიან მიხაროდა.

    პ.ს. “რეალ”, რამდენადაც ვიცი ესპანურად “სამეფოს” ნიშნავს, სწორედ იმიტომ უწოდებენ მას “სამეფო კლუბს” :) “მადრიდის სამეფო კლუბი” :)

    1. zurriuss Post author

      კორეის მეკარე ვუნ ჟაე ლი იყო და ეს სახელი და გვარი დედის გინებაზე უფრო მეტს ნიშნავდა ჩემთვის. ჰო, “რეალ”, “როიალ” და ა.შ. ყველა “სამეფოს” ნიშნავს :)

  4. ani

    მეკარეობას მიჰყო ხელი მაგრი იყო :))) რას არ მოთხრი ხოლმე ზურ რა :* ჩემი ჭკუის კოლოფი :* :d :d :d

  5. ივე

    მოკლედ, ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის პირველია, რომელსაც თანაგუნდელები ზურგს აქცევენ და რომლის მხარეში ბალახიც კი არ ხარობს, მაგრამ..მაინც ხტუნაობს და არის ერთ ამბავში :d :d :d :p :p საღოლ,იკერა!!!

  6. beso

    roial nishnavs samefos, magram am klubs manamde ubralod madridi erqva. rac mefem tavisi partonajis qvesh aiyvana mas shemdeg daemata saxelshi real (roial). aseve samefo klubebia “real saragosa”, “real sosiedadi”, “real betisi”, “real maliorka”da kidev ramdenime. tumca mat shoris gansakutrebuli ra tqma unda real madridia. ar vici vistvis rogor, magram es gundi chemtvis cxovrebis nawilia. kasilasi ki am nawilis erterti mtavari nawili. kargad maxsovs am bichis pirveli tamashi chempionta ligaze. pirveli chempionoba 2000 wels. 2002 wlis finalshi natamashebi bolo xuti wuti da 3 mkvdari burti. 2004 weli, 2006 weli,2008 ra tqma unda da 2010 xo tavistavad. me miyvars espaneti da espanuri fexburti. tumca chemi azrit msoflios yvelaze didi fexburteli iyo, aris da iqneba zidani. meki yvelaze metad safrangetis nagrebs vgulshematkivrob. (ra tqma unda chveni nakrebis shemdeg). xo kidev ar shemidzlia komentari ar gavuketo bolos wina videos. chemo megobrebo, tu tqven amaze meti sixarulit sheegebebit saqartvelos nakrebis mogebas romelime tamashshi (tu maincdamainc msoflio chempionatze ar iqneba), mashin me gaxarebuli var fexburtis aseti gulshematkivrebis xilvit, xolo tu tqven espanetis chempionoba ufro gixariat vidre saqartvelos nakrebis mogeba, tundac romelime rigit matchshi mainc, mashin dzalian guldasawyvetia. chemi azrit jer sheni (tundac sashinel mdgomareobashi myofi)unda giyvardes, rom sxvisi realurad sheyvareba shedzlo da tu sheni ar giyvars, sxvis gamarjvebaze zeimi ubralod aferistoba an medroveobaa

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »