იგუასუ – დედა ჩანჩქერი

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

ლეგენდის თანახმად ღმერთს მშვენიერ აბორიგენ ნაიპი უყვარდა და მასზე დაქორწინება გადაეწყვიტა.  როცა ლამაზმანმა ეს გაიგო, მოკვდავ მიჯნურ ტარობასთან ერთად გაქცევა გადაწყვიტა. შეყვარებულები მდინარე იგუასუს ინებაში კანოეთი შეცურდნენ. განრისხებულმა ღმერთმა მდინარე უამრავ ჩანჩქერად დაანაწევრა და შეყვარებულები მუდმივი ვარდნით დაწყევლა…

მდინარე იგუასუ ამაზონის ერთ-ერთი მსხვილი განშტოებაა, რომელიც ბრაზილია-არგენტინის საზღვარზე გაუვალ ჯუნგლებში მიიკლაკნება. კონკისტადორი ალვარ ნუნიეს კაბესა დე ვაკა პირველი კონკისტადორი იყო, რომელმაც ჩანჩქერი აღმოაჩინა.  XIX საუკუნეში იგი ხელახლა აღმოაჩინეს. იგუასუს ჩანჩქერს დღეს იუნესკოს მსოფლიომემკვიდრეობის ფონდი იცავს.

იგუასუ 275 ჩანჩქერად მოედინება, მდინარის კალაპოტის სიგანე აქ 2,7 კილომეტრს აღწევს. მათი სიმაღლე 64-დან 82 მეტრამდე მერყეობს. ყველაზე ცნობილი კი მაინც ეშმაკის ყელია” (Garganta del Diablo – ესპანურად), რომელსაც U-ს ფორმა აქვს და კლდეში რკალისებურადაა შეჭრილი. ჩანჩქერში წამში საშუალოდ 6500 კუბური მეტრი წყალი გაივლის, პიკის მომენტში კი მაჩვენებელი 12000-მდე იზრდება.

Garganta del Diablo-სიგანე 150 მეტრია და წყალი აქ 82 მეტრის სიმაღლიდან იფრქვევა

როდესაც აშშ-ის პირველმა ლედიმ ელეონორ რუზველტმა იგუასუ დაინახა, აღტაცებით წამოიძახა: “Poor Niagara!” მართლაც, იგუასუ უფრო დიდია, განიერი და მრავალფეროვანია, ვიდრე ნიაგარა ან ვიქტორია. მისი დათვალიერება ორი ადგილიდან შეიძლება: Foz do Iguaçu-დან (ბრაზილიის მხარე) და Puerto Iguazú-დან (არგენტინის მხარე).

წყლის შხეფების ნისლი ზოგჯერ 150 მეტრს აღწევს

ჩანჩქერთა კომპლექსს მათ შორის მორჩენილი ბორცვი ორად ყოფს, რის გამოც მისი ერთიანად შეფასება მხოლოდ საფრენი სიმაღლიდანაა შესაძლებელი. ესეც თავისებური მისტიკაა, რომელიც მას ამაზონისაგან, დედა მდინარაგან ერგო. იგუასუ ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი საუცხოო ქმნილებაა, ვარდნილი წყლის ყოვლისმომცველი სიმფონია. ჩემი აზრით, იგი მსოფლიოს დედა ჩანჩქერია.

P.S. ჩანჩქერების ციკლს მერეც მივუბრუნდები ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

20 thoughts on “იგუასუ – დედა ჩანჩქერი

    • თუ რიოს კარნავალს გავმაზავ, მაგ ჩანჩქერს მაინც ვნახავ ;)

    • გმადლობ და მუსიკის ფონზე ხომ კითხულობთ ამათ თუ ტყუილად ვწვალობ? :green:

  1. Wooow, Wow, Wow……

    ულამაზესი ხოა და თან შრომაც დიდი დევს ნამდვილად და დასაფასებელია… მშვენიერი ფოტოკოლაჟია…

    • ჰო, თან ეს მუსიკა სპეციალურად ამ ჩანჩქერის საუნდტრეკია ერთ-ერთ დოკ. ფილმში ;)

  2. შთამბეჭდავია, აქამდე არც ვიცოდი ამაზე. ჩემთან არ ისმის მუსიკა :(

    • ალბათ, adobe flash player ან რომელიმე ეგეთი არ გიყენია კომპში. არაუშავს ;)

  3. ისე უცერემონიოდ დაეწერა ემაგ flash player-ის installer-ს completed, რომ მგონი მქონდა.. მაგრანმ არ ეშველა მაინც ((..

  4. ეპითეტი არ დამიტოვეს ამხანაგებმა :) უუუუმაგრესია, ჩანჩქერი! :)

  5. თანდათან უფრო და უფრო მსიამოვნებს შენი ბლოგის კითხვა ზურ
    თან მუსიკას რო დებ ხოლმე და იმის ფონზე ვკითხულობ ეგ მომწონს ძაან
    ულამაზესი ჩანჩქერია, არ ვიცოდი აქამდე თუ არსებობდა, კარგი იყო!! :* :!:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »