დუტას რომ რამე დაემართოს…

ცხოვრება აღსავსეა მოულოდნელობებით და დღეს თუ გვეცინება, ხვალ, შეიძლება, გვეტირებოდეს. ეს ძველისძველი მარტივი და უცვეთი ჭეშმარიტება შეიძლება, გავრცელდეს ყველასა და ყველაფერზე, რაც/ვინც ჩვენ გარშემო სულდგმულობს. მათ შორის, დუტაზეც. ყველას ჯვარი ეწეროს, მაგრამ მაინც, რა მოხდება, დუტას რომ რამე დაემართოს?

  • გაუბედურებული “ჯეოსელი” მოახდენს უკიდეგანო რებრენდინგს
  • გაუბედურებული “ჯეოსტარი” ერთ სეზონს მდუმარედ ჩააგდებს
  • გაუბედურებული “რუსთავი 2” სასწრაფოდ მოქექავს “კურიერის” ყველაზე სტაჟიან წამყვანს (სავარაუდოდ, უდუმაშვილს) და შეეცდება, მაყურებლები მისი ხმის ფონზე გაღივძებას, დაძინებას და აზროვნებას მიაჩვიოს
  • “უხმოდ” დარჩენილი “ნიჭიერის” კასტინგების ასამეტყველებლად ტენდერი გამოცხადდება
  • “იღბლიანი ბორბალი” ჯერ “უიღბლო ბორბალის” ფორმატით გავა, მერე დარდისაგან სულ დაიხურება
  • “ვა-ბანკისაგან” “ვაჰ-ბანკიღა” დარჩება
  • ქართული საშოუმენო ბიზნესი გამოცოცხლდება
  • კონცერტებზე ნომრებს შორის, წამყვანის ხუმრობების ნაცვლად, წუთიერი დუმილი დაისადგურებს
  • ქართველ ერში მყვინთავობის გაუცნობიერებელი მძაფრი სურვილი გაჩნდება, რაც გამოიწვევს ბაზალეთის ტბაზე დამსვენებელთა მომატებას
  • ახალი გმირის შექმნის მოთხოვნით ლეიბორისტები გამოვლენ ლაოსის, პარაგვაის, ფიჯის, კომორის კუნძულებისა და ბურკინაფასოს ქართულ სათვისტომოსთან ერთად
  • თავის ერთ-ერთ გამოსვლაში პრეზიდენტი, დამსწრე ფერმერებთან ერთად, დაფაზე მარკერით გამოიყვანს ქართველი ერისათვის იდეალური შოუმენის პარამეტრებსა და შესაძლებლობებს
  • აიკრძალება ნებისმიერი ქართული ფილმის სცენარი, რომელშიც დუტას ტიპაჟის პერსონაჟია ნახსენები
  • შაქარი გაძვირდება…
Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

15 thoughts on “დუტას რომ რამე დაემართოს…

  1. Soso Galumashvili

    მე რომ არ გყავდე რა გეშველებოდა? :))))))
    (დიქასის პონტში გითხარი, სხვა რამე არ იფიქრო ) :))))

  2. Kote Japaridze

    და მაინც,დუტას არაფერი დაემართებაააა :P ან თუ რამე,მაგის ხორხს გადაინერგავს ვინმე ღვთისმიერი :D :D

  3. natia121

    არადა მართლა ნიიჭიერია და მართლა არაა სხვა მისნაირი ტელევიზიაში, აბა ოთარ ტატიშვილი მოგწონს?

    1. Zura Balanchivadze

      10 წლის წინ დუტაც არაფერი იყო. გამოცდილება + გამართლებაა ყველაფერი. ტატიშვილს უკვე გაუმართლა, დანარჩენს 10 წელიწადში გავიგებთ :დ

  4. გაწუწული ბეღურა

    ერთი პერიოდი მაღიზინებდა ყველგან რომ იყო მაგრამ ეხლა იმდენად შევეჩვიე ვერ წარმომიდგენია მის გარეშე. თანაც არაფერს აშავებს რას ვერჩი.

    ტატიშვილთან დაკავშირებით. მენატრება ძველი ღამის შოუ, არ მიყვარს ეს ყალბი სიცილი და ქცევები.

  5. Imediano

    gaixare duta, she martla nichiero da guliano adamiano. 

    nu mtrobt am bichs, nurc gshurt ra… xom arafers gishavebt?

  6. ბესიკ დუღაშვილი

    სხვანაირად დავხატავ დუტას..))
    ფრთებით და თეეეეეეეეთრი ანაფორით..)))))))))))))
    …ხო, თავსზევით ჯეოსელის ლოგოთი კიდევ, დიადემის ნაცვლად))))))))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »