ხატვა რომ არა

ესეც ჩემი "სახელოსნო" :ფჰეჰ:

გაუმარჯოს ყველას. როგორ ხართ? მე ისა ვარ, აქ რომ ადრე ხშირად ვწერდი და ახლა რომ ვერ ვიცლი საამისოდ. ბოლო დროს ძალიან ვიღლები. ჯარი და სამსახური ერთიანად მფიტავს და კიდევ რაღაცების დაწერის ნერვი ხშირად არ მაქვს. თუმცა ამ ერთხელაც მოვიკრიბე ძალა და ორიოდ სიტყვით გეტყვით, გიპასუხებთ კითხაზე “რა ხდება?” :)

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2012/01/Yann-Tiersen-Point-Mort.mp3|titles=Yann Tiersen- Point Mort]

ხატვა რომ არა, მართლა ვერ ვიარსებებდი. ჯარში პოსტზე ყოფნისას ერთადერთი, რასაც ვერ აგიკრძალავენ, ფიქრია. ეს კი იმდენ ახალ იდეას შობს, რომ თუ ფურცელზე რაიმე ფორმით არ გადმოიტანე, თავისქალას აგხდის. მეც ვხატავ, სხვანაირად არ შემიძლია.

ვხატავ ყველგან, სადაც მომიხერხდება და ყოველთვის, როცა ამის საშუალება მაქვს. როცა არ შემიძლია მაშინ ან ესკიზს ვაკეთებ ფურცლის ნაგლეჯზე, ან ზოგჯერ მხოლოდ გეგმასავით ჩამოვწერ, რა სად უნდა იყოს და ეგ არის.

უკვე მოვრჩი ერთ პატარა სერიას, რომელსაც “დიდოსტატის მარჯვენა” დავარქვი. აი, ისინიც:

ფარსმან სპარსი

მამამზე ერისთავი

მელქისედეკ კათალიკოსი

ზვიად სპასალარი

თალაგვა კოლონკელიძე

გირშელი

ვარდისახარი

მარიამ დედოფალი

კონსტანტინე არსაკიძე (უტა)

ჭიაბერი

მეფე გიორგი I

შორენა კოლონკელიძე

ამათ შემხედვარეს გეგონებათ, რომ ყველაფერი რიგზეა და კარგად ვარ. სინამდვილეში დეპრესია და ნერვული შეტევები მატულობს ჩემში. ისევ დავიწყე “კორსიზისა” და “Вечернее”-ს სმა. ყველაფერის თავი და თავი ცუდი ძილია. ტვინი ვერ ითიშება, რომ გონება მოდუნდეს და ძალებიც სრულად აღდგეს, ამიტომ მეწყება ათასნაირი პანიკა. კიდევ კარგი, გამოკვლეული ვარ და ვიცი, რომ არაფერი მჭირს. დიდი-დიდი, გავგიჟდე, მაგრამ ამის არ მეშინია: უფრო თავისუფალი ვიქნები :)

ვყიდი “დიდოსტატის მარჯვენას”!

დასრულდა “მაჩუქე”-ს ეპოქა. საამისოდ საკმარისად მიჭირს ფინანსურად, რომ ჩემი ნახატები უსასყიდლოდ ვარიგო. ბოლოს და ბოლოს, თუ დავუძლურდი, რა ჩემ ფეხებად მინდა ჩემი ნახატებით გულანთებული მზერა? ასე რომ, ნახატების ამ სერიას 300 ლარად ვყიდი. ესეც იმიტომ, რომ ჩარჩოები არ აქვთ. ასე რომ, ვისაც სურვილი გექნებათ, “დიდოსტატი” თან გქონდეთ, თქვენი მონა მორჩილი სიამოვნებით მოგყიდით. ვისაც მთლიანი კოლექციის შეძენა არ გსურთ, საცალო ფასი 30 ლარია.

ხელოვნებაში გაუმართლათ მწერლებს, პოეტებს, რეჟისორებს, კომპოზიტორებს, მოცეკვავეებს, მომღერლებსაც. მხოლოდ მხატვრებსა და მოქანდაკეებს უწევთ, დათმონ თავიანთი ქმნილებები და “გააშვილონ”. როცა ნახატს ხატავ და მის ნაკვთებს ქმნი, გიყვარდება და განშორება გიჭირს. მეც ძალიან მიჭირს, მაგრამ ეგ ხელობა ეგრეა და მორჩა.

კიდევ დავხატე რამდენიმე სურათი. საერთოდ, ჯარში უფრო მეტს ვმუშაობ, ვიდრე სახლში, რადგან იქ ათას ადგილას გაქცევა-გამოქცევა არ მიწევს.

"სამყაროს შექმნა"

გარდა ამისა კიდევ ძალიან ბევრი ნახატია მზადების პროცესში და ნელ-ნელა ყველას გაჩვენებთ. მთავარია, დროზე მოვრჩე.

ესეც ასე, გვეყო წუწუნი. ახლა დავიძინოთ :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

16 thoughts on “ხატვა რომ არა

  1. თაია

    მომწონს საოცრად, განსაკუთრებით მეფე გიორგი I და ფარსმან სპარსი

  2. ვივიენ

    შორენა, გირშერი, ჭიაბერი და ვარდისახარი მე სხვანაირი წარმომიდგენია :) თუმცა მაინც მივამსგავსე :) გირშერი და ჭიაბერი უფრო დიდი ტანით :) ვარდისახარი კი ხორც სავსეს რომ იტყვიან ხოლმე დიდი მკერდით. რაც შეეხება შორენას უფრო ნაზი სახით :) მე ხატვა არ შემიძლია. კარგი იქნება თუ სხვა პერსონაჟებსაც შემოგვთავაზებ, რომ კარგი არჩევანი გვქონდეს საყიდლად :)

    1. zurriuss Post author

      მართალი ხარ, მაგრამ ძაანაც არ უნდა შევტოპო, თორე ტვინს გამიყინავს :d :d

  3. მარი

    ძალიან მომეწონა, შორენას როგორი ქართული სილამაზე აქვს :) ლამაზია ძალიან, წარმატებები ;) ხო ისე რამე პაპსა რომ დახატო უფრო ადვილად გაყიდდი, მეც ვიყიდდი სავარაუდოდ :D

  4. is

    ფეისბუკის გვერძე რომ ავტვირთო ეს სურათები ფული უნდა გადაგიხადო? :)))

  5. Pingback: დიდოსტატის მარჯვენა TV Series | Zurriuss.Ge

  6. M.N

    ცუდი პროფესიაა მხატვრობა … ვერ ვხვდები როგორ უნდა შეეილო იმას რაც შენი ხელით შექმენი :cry:

        1. M.N

          არა იყოს :d ამათ არა მაგრამ პიანისტს აუცილებლად ვიყიდი დიდი და მდიდარი რო გავიზრდები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.