იავნანა 2012 და ჩამოწერილი ქართველი მომღერლები

პაატა ბურჭულაძე და ნიკოლოზ რაჭველი (თუმცა უკეთესი ფსევდონიმიც შეიძლებოდა)

ფონდ “იავნანას” ღონისძიებებს 2006 წლიდან ვესწრები. სწორედ მისი წყალობით ვეღირსე ისეთი დონის მომღერლების ცოცხლად მოსმენას, რომლებამდეც, ალბათ, ჩემით ვერასდროს მივაღწევდი. ბოლო დროს “იავნანამ” უფრო ქართული ესტრადისკენ გადმოინაცვლა და, შესაბამისად, მსმენელთა ფოკუსი უფრო გაზარდა, ეს კი  პირადად მე საშუალებას მაძლევს, შევაფასო ქართული ესტრადის ერთ დროს ყველაზე ცნობილი მომღერლები.

დღევანდელ აბიტურიენტს რომ კითხო, ვინ არიან ეკა მამალაძე, მაია ჯაბუა,  ნუკრი კაპანაძე და ა.შ., არ გაგიკვირდეთ, თუკი ვერ გიპასუხებენ. 10 წელზე მეტი გავიდა, რაც ეგ ხალხი თვალით თითქმის არ გვინახავს. მხოლოდ წელიწადში 3-4-ჯერ თუ გამოჩნდებიან – ან (ყოფილი) მთავრობის მიერ ორგანიზებულ რაიმეს გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტებზე, ან “ჯეოსტარისმაგვარ” ღონისძიებებზე. ესეც ქართველი საესტრადო მომღერლის გრაფიკი და წლიური ნორმა.

ყოველივე ამის შედეგი 15 ნოემბერს “იავნანზე” ვნახე. ჯერ ეკა მამალაძის ისედაც მიძინებულმა და ახლა საერთოდ კომაში მყოფმა შესრულებამ გამანაწყენა, მერე ნუკრი კაპანაძის ხავილმა. არადა, მამალაძისგან განსხვავებით, უფრო მეტი ჟანრის მუსიკას მღეროდა. ლიზა ბაგრატიონიც გასულა გაღმა – ხმა დაუჯდა და დაუსუსტდა. მაია ჯაბუა ისე მიეჩვია პირდამუწული მღერას, რომ თავისი ლამაზი ტემბრი სულ მოგუდა. ნეკა სებისკვერაძის მომღერლობისა კი არასდროს მჯეროდა და არც ახლა მოუხდენია რაიმე შთაბეჭდილება.

სამაგიეროდ, სოფო ნიჟარაძემ იტირა მშვენივრად. მის ნამღერში დაკარგულ მონოპოლიაზე დარდი შემომესმა. ვერც გაამტყუნებ: ყველაფერი ჰქონდა, ყველგან იყო და ახლა კაცმა არ იცის, ნაციონალების მფარველობის გარეშეც თუ შეძლებს იმავეს. შოუ ბიზნესი ჩვენ არ გვაქვს და…

კარგად იმღერეს იმათ, ვისაც სცენისთვის თავი არ დაუნებებია: ნატო მეტონიძემ და, რა თქმა უნდა, ნინო ქათამაძემ. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს ვოკალთან სერიოზული პრობლემები აქვს, მას ყოველთვის შეუძლია, აუდიტორია აიყოლიოს და მშვენიერი მუსიკალური ინტერპრეტაცია შესთავაზოს. თამრიკო გვერდწითელზე აღარაფერს ვიტყვი. იგი არის დიდი მომღერალი, დიდი ოსტადი – თავის ჟანრში, ცხადია.

სწორედ გვერდწითელის მღერისას მივხვდი, თუ რაშია ქართველი მომღერლების პრობლემა: მათ სიმღერა არ უყვართ. იმ დონეზე მაინც, რომ სილამაზის სალონებში ლაქლაქს სადმე პრესტიჟულ კაფეში (და, რა თქმა უნდა, არა რესტორანში) რეგულარულად იმღერონ და იზრუნონ თავიანთ ინსტრუმენტზე. ჩემი აზრით, პატრა კაფეში მღერაზე უფრო სირცხვილი დიდი აუდიტორიის წინაშე ათასში ერთხელ გამოსვლა და ხავილია.

პ.ს. 14 ნოემბრის “საქართველოს ვარსკვლავში” ეკა კახიანის გამოჩენის მერე მოვითხოვ, ამ ქალს შეუჩერდეს მომღერლის ლიცენზია.

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “იავნანა 2012 და ჩამოწერილი ქართველი მომღერლები

  1. ანა

    მაია ჯაბუას შემთხვევაში ვერ დაგეთანხმები,ის ყოველთვის კარგად მღერის

  2. zurriuss Post author

    მეც ეგრე მეგონა. თან კარგი ხმის ტემბრი აქვს.
    მაგრამ მოკვდა, გაჩერდა ერთ ადგილზე. გაიყინა.

  3. ანა

    ხო,არ ვიცი,იავნანა ნამდვილად არ მინახავს,როცა ვნახავ ვიტყვი,ისე უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალია

  4. Lord Vader

    ჯერ სადა ხარ… :):)

    ისე კი, ჩვენ ქართველებს გვყავს მხოლოდ ერთი მომღერალი – ნინო ქათამაძე.
    სანამ ნინო გამოჩნდებოდა საერთოდ არ გვყავდა. :)
    ნინოს მერე შეიძლება კი გამოჩნდეს ვინმე, თუკი უფალმა გადმოგვხედა. :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.