მინახავს

დედას გეფიცებით, ძალიან ცოტა რამ მინახავს ამ ცხოვრებაში. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ თითქმის არაფერი მინახავს ისეთი, რითიც საკუთარ თავთან მაინც ვიტრაბახებდი. ჩემი ხედვის არეალი მეტად ყოფითი, ნაცნობი და არაგამორჩეულია. შეიძლება ითქვას, არც არაფერი მინახავს, მაგრამ ბევრ რამეს დავ-კვირ-ვე-ბი-ვარ. ეს ტეგ-თამაში ერთ დროს ქილიფამ წამოიწყო. ვუბრუნებ ხურდას.

  • მინახავს ძაღლი, რომელსაც, ეს-ესაა, მანქანამ დაარტყა. როგორ ბზრიალებდა, არანორმალურ ხმაზე ყმუოდა, მერე შუა ტრასაზე დავარდა და თხუთმეტიოდე წუთს სისხლიან ხახადაფჩენილმა იტანჯა.
  • მინახავს ნაღვლის ბუშტში დაბადებულ-დავაჟკაცებული კენჭი, რომელიც საოცრად გავდა ლოტოს კოჭს.
  • მინახავს, როგორ ხლართავს ობობა საცოდავ პეპელას წებოვან აბლაბუდაში და დროდადრო როგორ შხამიანად “ეზასავება”.
  • მინახავს კაკაოსფერ თვალებში არეკლილი ცა და კურდღელივით ცმაცუნა ტუჩები.
  • მინახავს მზის სიმფონიური ჩასვლა სახლის სახურავიდან.
  • მინახავს შიში, ბევრი შიში.
  • მინახავს, როგორ მიირთმევს ძაღლი ადამიანის ყაყას.
  • მინახავს მინახავს შიშველი მოხუცი.
  • მინახავს ექსგუმირებული ბაყაყი მასზე მოვახშმე თეთრი ჭიებით.
  • მინახავს გველების სექსი (ექსკურსიაზე, მცხეთაში)
  • მინახავს ტელესერიალ “კასანდრას” ყველა სერია სრულად, გარდა პირველისა.
  • მინახავს ქალი რიონის პირას, რომელიც გახვრეტილ ქვებს ეძებდა.
  • მინახავს გარდაცვლილის სახეზე შეყინული უკანასკნელი მიმიკა.
  • მინახავს, როგორ ვაგებთ ხაფანგებს სახლში მე და კევინი ერთად (სიზმარში)
  • მინახავს გაგრა
  • მინახავს საქმეშემოტრეტილი “გმირები” (ფეისბუკში)
  • მინახავს მარტის ცივ, გაწყალებულ მიწაში ამოსული სამი ციცქნა ი.ა.
  • მინახავს მე ის
  • მინახავს ის მე მას
  • მინახავს, სულ შემინახავს

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

16 thoughts on “მინახავს

  1. Natalia

    უფრო კარგი რამეები არ გინახავს? :/ უფრო სწორად, უკეთესი რაღაცები გაგეხსენებინა მაინც : )

  2. მარი

    აუჰ, შენ უნდა იბლატავო, ცხოვრება მაქვს ნანახიო… :d :d :d თუმცა რას დაგცინი, მე ეგენიც არ მინახავს :p

  3. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    ექსჰუმირებული
    უფრო კარგებიც წამიკითხავს აქ :)

    1. zurriuss Post author

      ფანები მომიზიდე ფეისბუკზე და უფრო კარგებსაც წაიკითხავ :)

  4. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    ისეც ვკითხულობ, ჩუმად! :D
    იციან შენი ბლოგი ჩემმა იმ მეგობრებმა ჩემგან, ვინც საჭიროა. :D სხვები მაინც არ წაიკითხავენ :D

    1. zurriuss Post author

      პორნო პოსტებზე რა აზრის ხარ? (შემომსვლელთა რაოდენობის გაზრდის ამბავში) :green: :green:

  5. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    ყველაზე რეიტინგული ეგ იქნება :lol: მართლა.
    თან, ,,ინტელექტუალებისთვის” უფრო საინტერესო პორნობიოგრაფიები იქნება :green:

    1. zurriuss Post author

      თავისთავად: სექსი სტამბაში, მინეტი გამომცემლობაში :green:

  6. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    ხომ იცი, ყველაზე ადვილადძიებადი ეგაა

  7. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    წავედი ახლა მიტრალური სტენოზი დავამხეცო :) კი არადა გადავიმეორო და შემოვალ მერე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.