HუიMLET

წინასიტყვაობა ანუ წერილი ამირან ამირანის ძისა თანა

ყუერნი მამაკაცისა ერთგვარი თუალნია. მოქანავე თუალნი ქვედა სართულზე. წყვილია იგინი, ვითარცა თუალნი შუბლზე. ოდეს თუალნი შუბლისანი, იგივ სულისანი დაბნდებოდენ, ყუერნი იწყებენ სჯა-ფიქრსა. მრავლისა ფიქრისაგან ყუერნი გარდაიღლებიან და ვინაითგან მათ, ვითარცა სულის თუალთა, ქუთუთონი არა ჰქონდეთ, იჭირვიან ფხანასა ძლიერსა. სწორედ ამით ფხანითაგან შექმნილის ამოძახილით იშუებიან განსაცვიფრებელნი ჰაზრნი და საქმენი ამა სოფლისანი.

HAMLET იგივე ГАМЛЕТ იგივე HუიMLET

დანიშნულების ადგილი: მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი

დამდგმელი რეჟისორი: ამირან ამირანაშვილი

მხატავარი: იგივე

მოქმედნი პირნი:

  • კლავდიუს, მეფე დანიისა – (სააკაშვილს + გამსახურდია)*პახმელიაზე
  • გერტრუდა, მისი ბოზანდარა მეუღლე, მანამდე კი აწგანსვენებული კლავდიუსის ძმის ცოლი და დანიის დედოფალი – არშემდგარი შორენა ბეგაშვილი
  • ჰამლეტი – რომანტიკოსი სიმპათიური ახალგაზრდა, რომელიც ზედმეტად რაღაცნაირია დრამატული როლისათვის.
  • მეფის აჩრდილი – 2 ცალი – პირველკლასელის საშინაო დავალება ხატვის გაკვეთილზე ფიროსმანის “მეეზოვე”
  • პოლონიუსი – მრჩეველი კლავდიუსისა – ზაპოროჟეცი აღმართში
  • ოფელია – შვილი პოლონიუსისა, სატრფო ჰამლეტისა – კივილი
  • ლაერტი – ძმა ოფელიასი – “ქეთო და კოტე”
  • ჰორაციო – ჰამლეტის საუკეთესო მეგობარი – მამა ბასილის მრევლი
  • მსახიობები – ყველაზე მაგარი ხალხი
  • პიონერები
  • ჩმორები
  • შნირები

დეკორაცია: მავზოლენინიუმი

შენიშვნა: სასურველია ცოტა მეტი საუნდტრეკი ან ერთი პიანინო სცენის კუთხეში

ინტერვიუ პრემიერის შემდეგ: “მოძებნო თავის ქალა “ჰამლეტისათვის” არც ისე ადვილია. რამდენი უცნობი სასაფლაო უნდა გადათხარო, რომ ნაპოვნი თავის ქალა შენს გონებაში წარმოსახული იორიკისას ჰგავდეს. თავის ქალა კარგად არ უნდა გარეცხო. მხოლოდ “ფეირიში” 1-2 ამოვლება და მზადაა. ყველაზე ძლიერ კი მაინც მსახიობთა დაყოლიება და ჩემ მიერ დასახული მიზანსცენების ზედმიწევნითი თამაშია. ამჯერად დასმა, ჩემის მითითებით, ზედმიწევნით ზუსტად ითამაშა “ჰამლეტის” თითოეული ფურცელი. სამწუხაროა, რომ დასაწყისში რამდენიმე გვერდი ამოხეული იყო, თორემ მასსაც ვათამაშებდი.”

დამატება:

– კითხვები გაქვთ?

– დიახ.

– ბრძანეთ.

– აზრი…?

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “HუიMLET

  1. anna

    ბევრი ვიცინე… :green: მეც შემეცოდნენ მსახიობები ე.წ. “რეჟისორის” ხელში.. :))) თან თურმე ძალიან მკაცრად ექცეოდა საწყლებს და ანტრაქტზე ლანძღავდა… კიდე ერთხელ დავრწმუნდი, რომ “ჰამლეტს” თუ დგამ, ან უნდა დადგა “სხვანაირი”, რომელშიც ორჯერ ორი ოთხი არ იქნება, ან არ უნდა დადგა საერთოდ… პ.ს. მომწონს შენი ბლოგი :))) :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »