
მე ვიცი!..
ერთი წელი გადის, რაც დასის წევრი “ვიყავი”. ეს, ალბათ, მთელი ჩემი თსუ-ური ცხოვრების ყველაზე დიდი და ნათელი მოგონებაა, რადგანაც ამ დროს შევიცვალე და გავიზარდე. რეპეტიციები მორჩებოდა თუ არა, გიგასა (სურათზე: თმააბურძგნული) და თოკასთან (სურათზე: მეორე) ერთად ხან ქუჩაში ვმღეროდით მოწყალების მისაღებად, ხან პატარ-პატარა იმპროვიზაციულ ეტიუდებს ვასრულებდით – გამვლელ-გამომვლელთა გასაგიჟებელ-გაზართობად. დღის ყველაზე მაგარი დასასრული კი მაინც თეატრი იყო. ჯიბეში გადაკუჭული 3-3 ლარითა და ხვეწნამუდარით გაჩალიჩებული თეატრი.
ერთ-ერთი ასეთი ბედნიერი დღე “თაგვის” დღე გახლდათ. ეს სპექტაკლი ჭოლამდ დადგა და რუსთაველის თეატრალურ სარდაფში გადიოდა. ძალიან გული მწყდება, რადგან უსაშველოდ მენატრება ჩემი ფეხის ტერფიდან სულ რაღაც 10 სანტიმეტრში გათამაშებული ამბები. არავითარი სცენა, არავითარი გაუცხოება. ამბავი შენს თვალწინ ითხზვება, თანაც, ყოველ ჯერზე ახლებურად. სამწუხაროდ, დღეს აღარც “თაგვია” და აღარც თეატრი.
“შენ მარტო აღარა ხარ, კაკუნნნა!” – შესძახებს მეძავი დუდა ცდებისაგან ტვინგამოჭმულ პროფესორს და სინათლე ქრება. “კი-კი-კი! ა-კა-კი!…” – აღტაცებით ყვირის სცენის კუთხეში განათებულ საწოლში მობუქნავე დუდა და ვერც კი ამჩნევს, რომ აკაკი კი არ იმასუშვება, არამედ “დანტეს” კითხულობს…
დასანანია, რომ თქვენ ეს ვერ ნახეთ. დასანანია, რომ არ იცით, როგორ უნდა მოკლათ ლურჯი სპილო…
ამ რამდენიმე ვიდეოფაილს თქვენთვის მხოლოდ იმიტომ ვიმეტებ, რომ თუკი დაგჭირდებათ, გეცოდინებათ მაინც, როგორ უნდა მოკლათ ლურჯი სპილო









ვა.. მე ვიცოდი რომ უნდა იმდენი აცინო სპილო, რომ გალურჯდეს და ასე მოკვდესო და ეს სხვა რამეა?
რამოდენიმე წლის წინ იყვნენ ბათუმში ამ სპეკტაკლით. ძალიან მომეწონა
დასიიიიი, რამდენი ხანია აღარ გვქონია რეპეტიციები
მომენატრნენ ტოკო და გიგა
თოკა, გიგა, შენ და ანინასგან გაღებული ინტელექტუალური მოწყალება. ბიწებო, ტქვენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს შემახვედრეთ. არ დაგივიწყებთ
მბოდვარე კომენტარია
როგორ გული დამწყდა რომ ამ სპექტაკლის ნახვა ვერ მოვახერხე თავის დროზე