რეალურად, რამდენს შეგვიძლია გულის ტკენა

 

ეს სურათი ჩემს სათქმელთან ახლოსაა

ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, ყველა ადამიანს შეუძლია თუ არა გულის ტკვენა. ვგულისხმობ “სასიკვდილო დარტყმას” ანუ უბრალოდ წტყენას კი არა, არამედ “ატომურ ბომბს”. ხომ არსებობს თეორია, რომ ყველა ჩვენგანი პოტენციური ყველაფერია, უბრალოდ, გააჩნია, რა გზას აირჩევს და საკუთარ თავში რა შესაძლებლობებს განავითარებს. აქედან გამომდინარე, ზოგი უფრო “კეთილია”, ვიდრე სხვა. 

ხომ არ გგონიათ, ვინმემ გული მატკინა და დაგესლილი ვწერ? არა, უბრალოდ “ჰარი პოტერზე” ფიქრმა გადამაწყვეტინა დამეწერა, რატომღაც :). ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ არ ვარ დარწმუნებული, ყველა ადამიანს შეუძლია თუ არა გამანადგურებელი დარტყმის მიყენება. “დარტყმაში” ვგულისხმობ, როგორც მორალურს, ისე ფიზიკურს. მაგალითად, კუნთებიან მამაკაცს შეუძლია, გული გაუპოს მოწინააღმდეგეს, ქალი კი, მაგალითად, იმავეს საუბრით იზამს. თუმცა, ყველაფერი პირიქითაც რომ იყოს, ესეც შესაძლებელია. ხოლო თუ ამას “ჩვენი პოტენციურად საფრთხიანობის” თეორიასაც მივაშველებთ, მაშინ გამოდის, რომ პლანეტა დედამიწა პოტენციური მკვლელებით არის დასახლებული. მთავარია, მათში “განმანადგურებელმა” არ გაიღვიძოს.

საქმეს იმ კუთხიდან რომ შევხედოთ, რითაც მე დღეს, ამის 11:00ზე, დელისი-ნუცუბიძის მარშრუტით მოძრავი ნომერ 3 მიკროავტობუსით მგზავრობისას დავინახე, აღმოვაჩინე, რომ დიდი ტკივილის მიყენება შემიძლია. მიუხედავად ამისა, ეს ტკივილი ან სასიკვდილო არ არის, ან, ადრე თუ გვიან (მაგრამ ყოველთვის!), მოვდივარ გონს და გულწრფელ ბოდიშს ვიხდი, რითაც ნელ-ნელა “ვაკეთილშობილებ” პროცესს. ამაზე ფიქრისას მივხვდი, რომ მე (ყოველ შემთხვევაში, ამ 23 წლის მანძილზე) სასიკვდილო დარტყმის მიყენება არ შემიძლია და მხოლოდ წამოსროლილი ემოციური ტყვიამფრქვევით შემოვიფარგლები.

შესაბამისად, თუ ჩავთვლით, რომ მე რაციონალური ადამიანი ვარ და, შესაბამისად, საზოგადოებაში ჩემი მსგავსებიც მოიძებნებიან, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ისინიც ჩემნაირად ფიქრობდნენ და იქცეოდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ყველა ჩვენგანი პოტენციური ყველაფერია”, ყოველთვის თეორიად დარჩება, სანამ ადამიანი ინდივიდია. სამყაროს ინდივიდები კი არა, მასები ანადგურებენ. აი, სულ ეს მინდოდა, მეთქვა.

მასებზე ეს მხატვრული პოსტი გამახსენდა :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

3 thoughts on “რეალურად, რამდენს შეგვიძლია გულის ტკენა

  1. მარი

    დარტყმის მიყენება აშკარად შემიძლია, მაგრამ ვერაფერით ვერ განვსაზღვრავ, რამდენად სასიკვდილო იქნება. ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ყოველ შემთხვევაში, ადამიანები არც ისე ადვილად კვდებიან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.