როგორ გავხდი სევერუს სნეიპი

სნეიპად ქცევის პირველი მცდელობა :)

ნამდვილი ბრძენი იყო ის, ვინც თქვა, რაც უფრო დაკავებული არ, მით უფრო მეტს ასწრებო. სამსახური, პროექტები, ხატვა, ილუსტრაციები და კიდევ, სნეიპის კოსტიუმის შეგროვება “ჰარი პოტერის” ბოლო პრემიერისთვის. მიუხედავად დამღლელი დაღლილობისა, მაინც არაფერი შეედრება იმ განცდას, რომ რასაც აკეთებ, გსიამოვნებს.

აკეთებ საქმეს და ხედავ, როგორ ნაწილ-ნაწილ “შენდება” იგი, ხატავ და ნელ-ნელა იკვეთება შენთვის სასურველი სახე, აგროვებ ფორმას და თითო დეტალით უფრო მეტად ემსგავსები შენს გმირს.

სევერუს სნეიპი, ჰოგვორტსის ჯადოსნობისა და მაგიის პროფესორი, სლიზერინის კლუბის ხელმძღვანელი, პირველად ალან რიკმანის წყალობით გავიცანი. თანამედროვეობის ეს ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი თავის პერსონაჟს, ალბათ, იდეალური სიზუსტით ასახიერებს.

ჰარი პოტერი ჩემთვის 2003-4 წლებში დაიწყო. მანამდე კი, როცა ფილმი გამოვიდა, სიცილადაც არ მყოფნიდა “ვარსკვლავბიჭუნების” თავგადასავალი. ტიპური საბავშვო ფილმი მეგონა, ზეიდიოტური შინაარსითა და ლოგიკური გაფორმებით. თან რა უნდა გამკვირვებოდა ისეთი, რაც აქამდე არ მეკეთებინა: მთელი ბავშვობა მოსასხამი მეკეთა და მეფობას და ჯადოქრობას ვიღაც ჰარი პოტერი ვერ მასწავლიდა. ჰოდა, ერთხელაც, როცა ტელევიზორში ჭადრაკის სცენას მოვკარი თვალი, ჰარი პოტერით გაივსო ჩემი ბავშვური ტვინი.

მაშინ წიგნის არსებობის შესახებ არ ვიცოდი და ფილმების გამოსვლას ველოდებოდი.მერე გავიგე, რომ თურმე ჰარის ჰყავს სექტა და ზოგიერთი ჩემი ტოლი სხაპასხუპით იზეპირებს ფრაზებს ჯოან როულინგის წიგნებიდან. ესეც გავატარე. მერე დავიწყე ბლოგერობა და თავი პოტერიანელებში ამოვყავი. აი, მაშინ მივხვდი, რომ ძალა უნდა მომეკრიბა და პირველი ნაწილი გასართობად მაინც წამეკითხა. ასე “შევჯექი” ჰარი პოტერზე :)

პარიკი - ოპერიდან მოქირავებული, მოსასხამი - მეგობრების შეკერილი, პლაში - საკუთარი, ჯადოსნური ჯოხი - ფუნჯის ტარი. ესეც სევერუს სნეიპი კინოთეატრ "ამირანში".

“ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები – ნაწილი 2” – პრემიერა და პერფორმანსი კინოთეატრ “ამირანში”. ბომბორას პარკიდან 6-ის ნახევარზე გამოვიქეცი. იქ დანარჩენი პოტერიანელები დამხვდნენ. ზოგს მანამდე ვიცნობდი, რომელთაც ძალიან კეთილი საქმე ქნეს და პრემიერაზე ადგილი მიშოვეს, რა თქმა უნდა, სნეიპის ფორმის სანაცვლოდ. იქ იყო ყველა, ვისაც ჩემსავით ან ჩემზე მეტად უყვარდა პერსონაჟი, რომელმაც მათ ცხოვრების დაუვიწყარი 10 წელი აჩუქა. ვიყავი მეც, თითქმის 23 წლის “დამწყები” პოტერიანელი, რომელსაც ძალიან ამგვანებდნენ სევერუს სნეიპს.

წითელ ხალიჩაზე

გუშინ ძალიან მიხაროდა, როცა ჩემს გმირს ყველა ცნობდა და “სნეიპს” გაიძახდა. ბევრი ფოტო გადაიღეს ჩემთან ერთად. ფილმის ჩვენებისასაც ისეთი ხალისი და ერთსულოვნება იყო, დავრწმუნდი, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას ამოვყავი თავი. ფილმზე შეგნებულად არაფერს ვამბობ, რადგან, ვისაც ჰარი გიყვართ და წიგნი არ წაგიკითხავთ, გაოგნდებით!

დაბოლოს, ყველას გისურვებთ, ცხოვრებაში, რაც შეიძლება, მეტი კეთილი მომენტი “ჩაგეკარტოჩკებინოთ” და ცხოვრებისმიერი სივის გრაფაში ჩაგემაგრებინოთ. აბა ჰე ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

8 thoughts on “როგორ გავხდი სევერუს სნეიპი

  1. სიყვარულოვნა

    ეჰ ჭადრაკი რომ არა…
    ბავშვები რა საყვარლები იყვნენ ^^ სნეიპს რომ გეძახდნენ და ფოტოებს იღებდნენ :დ

    კაი იყო :ს და გული საშინლად მწყდება :ისევ:

  2. მარი

    ჰაჰაა :d :d შემდგარი სნეიპი ხარ უკვე. ისღა დაგრჩენია, შავი ნიშანი ამოისვირინგო :d
    ნეტავ თუ გახსოვს, პირველად ვინ გიწოდა სნეიპის სახელი :p

  3. გვირილა

    “მეფობას და ჯადოქრობას ვიღაც ჰარი პოტერი ვერ მასწავლიდა” – :green: :lol:

    მე არ ვიცნობ თქვენს ჰარი პოტერს და რატომღაც არც სურვუილი მაქვს გაცნობის. ალბათ ოდესმე წავიკითხავ, მარა ჯერ უფრო მნიშვნელოვანი რამეები მაქვს წასაკითხი :lol:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »