სახლი, რომელიც ჩემ თვალწინ დაიწვა

ღამით, დაახლოებით 00:55 საათზე ხმაურმა გამაღვიძა. თავიდან ჟრიამული მეგონა და ყურადღება არ მივაქციე, მერე გავარჩიე, რომ კი არ იცინოდნენ, ისტერიკულად კიოდნენ. ფეხზე წამოვვარდი, აივანზე გავედი და…

DSCN8265

დილით ყველაფერი ასე გამოიყურებოდა. რატომღაც ჩამოსვლის დღიდანვე ამ ხედს ვუღებდი ფოტოებს.

DSCN8015

მივყვეთ ქრონოლოგიურად. ამ დროს სახანძრო ჯერ კიდევ არ მოსულა. საერთო, სახანძრომ საკმაოდ დააგვიანა.

DSCN8275

თან წვიმდა, თან ცოტა ქარიც უბერავდა და კვამლი ჩვენი საცხოვრებლისკენ მოჰქონდა. მალე ყველაფერი დაიბურა და ქალაქში დამწვრის სუნი დადგა.

DSCN8291

სახანძროს მოსვლის შემდეგ ცეცხლი თითქოს ჩაქრა და რამდენიმე წუთს ალმოდებული სახლის სხვენიდან მხოლოდ კვამლი ამოდიოდა. მერე ახალი ძალით ამოვიდა ცეცხლი.

DSCN8306

სახანძროები კარგად ვერ მოქმედებდნენ, ქუჩების სივიწროვის გამო მანქანები ვერ ტრიალდებოდნენ და კერას ვერ უახლოვდებოდნენ. სანამ შლანგებს გაჭიმავდნენ და წყალს ადგილამდე მიაწვდიდნენ, ცეცხლი უფრო ძლიერდებოდა.

DSCN8318

მეხანძრე მეზობელი შენობის სახურავიდან ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას.

DSCN8322

DSCN8325

რამდენიმე ფოტო ქრონოლოგიურად.

DSCN8332

DSCN8339

დაახლოებით საათნახევარში ცეცხლი ჩააქრეს.

DSCN8341

ესეც დილით. წვიმიანი დღეა. გუშინ ბათუმს ერთი სახლი დააკლდა, რომელიც ჩემ თვალწინ დაიწვა.

DSCN8343

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »