შესავალი:
ჩემი მეგობრები, ახლობლები, ნათესავები სვამენ. უყვართ ღვინო, ლუდი, არაყი და ყოველი შესაძლებლობისთანავე ისხამენ და ისხამენ. ნუ, რა თქმა უნდა, როგორც ძმას და მეგობარს, მეც დიდი სიყვარულით მეპატიჟებიან. მაგრამ არა!!! ვიცი, ბევრს ვაწყენინებ, მაგრამ არა!!!
იმიტომ, რომ:
1. ზოგადად არ მიყვარს დალევა, რადგანაც ქართული დალევა დათრობა-გატყვრომა-გალორწკვით მთავრდება.
2. არ მიყვარს ლუდი – სასმელი, რომლის სუნზეც გული მერევა და რომელსაც ყველაზე ხშირად მთავაზობენ. შეისხან, უკაცრავად, დალიონ თვითონ. უფრო მეტი დარჩებათ.
3. არ მიყვარს ღრიანცელი და უაზრო ხმაური, რაც აუცილებლად მოჰყვება დალევას. ზოგადად, ხმაური და აურზაური როგორ არ მიყვარს, მაგრამ მაშინ, როცა ყველა საღ გონებაზეა.
4. არ მიყვარს ან მეშინია არასაღ გონებაზე ყოფნისა, რადგან არ ვიცი, რას ჩავიდენ.
5. დალევა ცუდია სახმო სიმებისათვის (მცირე რაოდენობითაც კი) და გულ-ღვიძლ-ნაღვლის ბუშტისათვის (დიდი რაოდენობით). მე კი სულაც არ მკიდია საკუთარი ჯანმრთელობა ფეხზე. არ ვეწევი და თმას ფენით არ ვიშრობ.
მიყვარს მხოლოდ შამპანური და წითელი ღვინო, ისიც ცოტა და სასურველია, ტორტთან ერთად. ასე რომ, მეგობრებო, ახლობლებო, ნაცნობებო, უცნობებო, გაითვალისწინეთ ჩემი და თქვენი ინტერესები და იცოდეთ წინასწარ, რათა თავი დაიზღვიოთ არასასურველი მსმელისაგან
მოკლედ, ამ ცხელ გულზე ეს არის, რაც მინდოდა. რამდენიმე ახალ პოსტზე ვმუშაობ, უსაქმურად არ ვარ გამოკეტილი ქუთაისში. ოპერაში ვიყავი და სურათები გადავუღე. მალე პოსტს გამოვაცხობ. ასევე მინდა სათაფლიაში წასვლა. 8 წელია, არ მინახავს. რა თქმა უნდა, შესაბამისი ინფორმაციით დავბრუნდები.
კარგი ხალხი ხართ და იცოდეთ, რომ კომენტარებზე დახამებულ ბავშვს ელაპარაკებით









დათრობა-გატყვრომა-დაყლორწვაზე გეთანხმები
დიდი ოდენობით რომ მავნებელია ამაშიც.
არც მე ვეწევი მაგრამ თმას ფენით ვიშრობ (ნუ ხანდახან)
აი ლუდზე ვერ დაგეთანხმები ძამა
ლუდი ნაკლებად მავნებელია, ჰო, მაგრამ პირადად მე არ მიყვარს. ისე არ ვერჩი
მეოთხე ქვეპუნქტის ამბავი უფროა ეს შენი დალევისადმი არ სიყვარული. და ცოტა ესთეტიური ფოტოები დადეთ თორემ რჭყევასთან ასოცირდებით უკვე
მართალია
ვიზიარებ შენს შეხედულებას
ვერ ვიტან ნასვამ ადამიანებს, აგრესია მაქვს, მეზიზღება.
არ მესმის და ვერასდროს გავიგებ “წამო, დავლიოთ” მაგ მოვლენას.
არც ის მესმის, ათასი წლის უნახავი ძველი მეგობარი დასალევად რატომ უნდა მეპატიჟებოდეს ან მასთან მისულს, არაყს რატომ უნდა მახვედრებდეს.
არც ისაა მთლად მისახვედრი, 100 გრამის გადახუხვა რატომ უნდა მჭირდებოდეს ხასიათზე მოსასვლელად და საერთოდ, სასმელის მოყვარულებს თავს ვარიდებ
სხვა საქმეა, როცა ორი ჭიქის დასხმას საქმე და ეტიკეტი მოითხოვს ))
ზურ, ჩემო სეხნიავ და მეგობაროოო!
მეოთხე პუნქტი.
აბსოლუტურად ვიზიარებ შენს შეხედულებას დალევაზე, განსაკუთრებით ამას: “არ მიყვარს ან მეშინია არასაღ გონებაზე ყოფნისა, რადგან არ ვიცი, რას ჩავიდენ”
სამაგიროდ, ძალიან მიყვარს კოქტეილები, ლიქიორები, კარგი ღვინის და კარგი შამპანურის “წრუპვა”
შენ შენი თავის გეშინია მამაააააააააააააააააააააააააააააააა
აუ უნდა მეშინოდეს, რო?
მეზიზღება ყოველგვარი დამათრობელი სასმელი. ვერ გამიგია რატომ მოსწონთ რომ სვამენ და ჭკუიდან გადადიან, არადა საქართველოში ნებისმიერი სუფრის გარდაუვალი მომენტია ეგ. რა საჭიროა ნეტავ? და კიდევ დამძალებლებს ვერ ვიტან, თვითონ რომ სვამენ და სხვებსაც აძალებენ დალევას.
თუ ადამიანს უყვარს, სვას რამდენიც უნდა, ოღონდ ნუ დააძალებს სხვას. და კიდევ იმას ვერ ვიტან, ქართული სულისა და ეროვნულობის დღეგრძელობით რომ იწყებენ სადღეგრძელოებს და მერე რომ აღარ ახსოვთ, ის სუფრა რწყევით დაამთავრეს თუ დედის გინებით
შამპანურის ნაცვლად შამპუნი წავიკითხე და მისი, წითელი ღვინის და ტორტის კომბინაციაზე ვფიქორობდი
მე მაინტერესებს რამდენი კომენტარი უნდა დაიწეროს პოსტზე რომ ავტორმა ჩათვალოს რომ პოსტი კარგი გამოვიდა?
ბოლო კომენტარის შემწეობით ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა
გასაგებია ანუ საჭიროა მხოლოდ ერთი ღირებული კომენტარი
რომელიც ასე შემომაკლდა ბოლო დროს
კარგი მაშინ შემოვივლი ხოლმე
კომენტარებზე დახამებულ ბავშვს პატივისცემა ჩემგან ამ კარგი თვისების გამო
ახლა მეც დავაკომენტარებ და უკვე 19 იქნებააა
ბიოლოგიურად რამდენად არსებობს “სახმო სიმები” არ ვიცი, მაგრამ ყიის ხრტილოვანი სისტემა მგონი უნდა არსებობდეს
))))))))
ისე, ქართულ სუფრასთან მიმართებაში სრულიად გეთანხმები!
და კიდევ, სათაფლიაში საერთოდ არ ვარ ნამყოფი და დიდი სიამოვნებით დაველოდები მომავალ ფოტო–რეპორტაჟს
“სახმო სიმბები” ანუ “მგერავი იოგები”, კანის ორი თხელი “კუსოკი”, რომელიც შენ მიერ ნახსენებ ყიის ხრხტილოვან სისტემაშია მოთავსებული და, შეკუმშვისას, ბრონქებიდან ამოსულ ჰაერს ბგერად გარდაქმნის
))
კი,მაგრამ – მბგერი იოგები სულ სამია და არა ორი და თანაც კანით არ არის დაფარული
))
ერთი სიტყვით კარგი პოსტია და რაც მთავარია სათაფლიას ველოდებიიიიიიიიიიი…
ელოდე, ელოდე და მანამ ამ სურათს დააკვირდი
http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/5/50/Gray956.png
როგორ მესმის შენი… და რამდენჯერ მომშლია ნერვები ამ სლეობაზე. მაგრამახლა მკიდია ფეხებზე. ლუდი მიყვარს ყველაზე მეტად
შამპანური/ღვინო და ტორტი? ფუ! რა საზიზღრობაა. ალკოჰოლს ტკბილი არ უხდება – აი არაყი ლიმონით, ან ვისკი + მიწის თხილი, მარტინი ზეთისხილით, მმმმ!!! That’s the thing.
არც მე ვეწევი და წარმოიდგინე, თმასაც არ ვაკარებ ფენს, მაგრამ მეგობრებთან დალევას არაფერი ჯობია. თუნდაც მხოლოდ ერთი ბოთლი ლუდი წრუპო მთელი საღმოს განმავლობაში და თვალები გიბრჭყვიალებდეს.
ელემენტარული ზრდილობის ამბავია სხვის გემონვებაზე “ფუუ”-ს თქმა, სოფ
))))
მეც არ მომწონს შენი კუბოკრული იუბკები, მაგრამ ამის აჟიტირებას არ ვახდენ(დი)
ჩემთვის დალევა არ ასოცირდება დათრობა, გამოტყრობა რწევასთან.
უბრალოდ კაი ხასიათზე მომყვანია, რაც შენ ნამდვილად არ გჭირდება = )
ასე თუ ისე შეიძლება ითქვას, რომ ლუდს (პერიოდებში არაყს) ხშირად ვსვამ მეგობრებთან ერთად. მაგრამ იმ დონემდე არასდროს მივსულვარ რომ არ ვიცოდე ვინ ვარ, რა მინდა, რას წარმოვადგენ და სუფრა რითი დავამთავრე.
ადამიანმა ყველაფერში უნდა იცოდე ნორმა. წითელი ღვინით და შამპანიურით მთვრალებიც ბევრი მინახავს ჩემო ზურიუსს. ასე რომ შენ სასმელი კი არა, ზომა რომ არ იციან და უნახავებივით რომ ისხამენ სასმელს მუცლებში ეგეთი ხალხი არ “გევასება”
პ.ს კაი ჩაციებულ წითელ ღვინოზე და ხილის ტორტზე არ იტყოდა კაცი უარს
არც ჩემთვის ასოცირდება დალევა გამოტყვრომასთან…. : |
მამაჩემს დავესესხები: მე მსმელი ვარ და არა ლოთი :დ
ხო, ვიცი რამდენი უნდა დავლიო რომ ორ ფეხზე დგომა შევძლო
და ისა, როცა სასმელი მომეკიდება, რატომღაც მეცინება :დ
მეგობრებთან დალევას რა სჯობია
უბრალოდ არავის არაფერი არ უნდა დააძალო. მთვრალი ადამიანი ავლენს საკუთარ ნამდვილ მეს ყველაზე მეტად, ამიტომაც მეგობარი ერთხელ მაინც უნდა გყავდეს ასეთ მდგომარეობაში ნანახი :D ისე ზურა შენ საინტერესო სანახავი იქნებოდი. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ უზომოდ მთვრალ ადამიანებს ვერ ვიტან
მე კი საინტერესო ვიქნებოდი, მარ, მაგრამ მეტი რაღა გამოვავლინო