Happy Birthday, VERDI!

როცა მუსიკალურ სასწავლებელში მიიყვანეს, უთხრეს, მუსიკის შეგრძნება არ გაგაჩნიაო. გავიდა დრო და იგივე სასწავლებელი მის სიცოცხლეშივე ითხოვდა ვერდის სახელის მინიჭებას…

10 ოქტომბერს ოპერის მამა 197 წლის გახდა. მას ეკუთვნის თითქმის ყველა ოპერა, რომელიც თავში გაგიელვებთ. ეს იმიტომ, რომ მუსიკაა განსაკუთრებული, შთამბეჭდავი და ადვილად დასამახსოვრებელი. დააკვირდით ფოტოს და მითხარით, აქვს თუ არა რაიმე ნიშანი იმისა, რომ ამ ჩია ცისფერთვალება კაცში ჟღერდა მსოფლიოს შედევრები.

ჯუზეპე ვერდიმ შემოიტანა ძლიერი სასიმღერო ბგერა, რითაც ოპერა სამუდამოდ შეცვალა.

მისი მუსიკა ერთიანი იტალიის ჰიმნად ჟღერდა.

ვერდი პირველი იყო, რომელმაც ოპერაში დრამას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა.

და ყველაზე მთავარი: თითქმის ყველა შედევრი ვერდიმ ისეთ ასაკში შექმნა, როცა ყველა სხვა ხელოვანი ისვენებს და წარსული დიდებით ტკბება.

თავისი მუსიკით ვერდი მუდამ ახალგაზრდა იყო და, საერთოდაც, მისი საუკეთესო ბიოგრაფია თავად მუსიკაა.

“აიდა”

“ტრავიატა”

“ტრუბადური”

“რიგოლეტო”

“ნაბუქო”

“დონ კარლო”

“ბედის ძალა”

“სიცილიური მწუხრი”

“რეკვიემი”

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “Happy Birthday, VERDI!

  1. მარი

    ვაი, დამაგვიანდა მილოცვა.
    ამ კაცის გვარის გამო, მეათე კლასში, კინაღამ ორიანი გამომაყოლეს ხელოვნებაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ხუმრობით ვერდის მაგივრად ვარდი ვთქვი.

    1. zurriuss Post author

      მე რომ ვყოფილიყავი, საშემოდგომოს გამოგაყოლებდი

  2. ანდან

    როგორ არ შეიძლება მიყვარს ვერდი! გენიალურია! :))

    მადლობა ზურა კარგი ლინკებიზა, შენ ვიცი საუკეთესოებს დადებდი ;))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.