Happy 20+1 :)

გაგრაში დედ-მამასთან ერთად

გაგრაში დედ-მამასთან ერთად

გადმოცემის თანახმად, 21 წლის წინ რომ 20 ივლისი იყო, მაშინ დავბადებულვარ. 1988 წლის ერთ-ერთი ცხელი ოთხშაბათი იდგა. დილით გაგრის ერთ-ერთ სახლში დედაჩემს მუცელი ატკივდა. მამამ და ბებიამ ერთად გააქანეს გაგრის ერთადერთ სამშობიარო სახლში. როგორც დედაჩემი აცხადებს, ბატონ გეგეჭკორმა მამშობიარა, 2 საათში მოვრჩიო. 10:30-ზე მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ერთი დეგენერატით მეტის ატანა მოუწევდა :P თურმე მამა ძალიან ნერვიულობდა. ისე, რომ თვალში სისხლიც კი ჩაექცა :D მერე იქვე, სამშობიაროში, ვერცხლის გრეხილი ძეწკვი იპოვა… :P ამ დროს ქუთაისში ბაბუაჩემმა სანადირო თოფი გაისროლა… :D
მოკლედ, ასე ზარ-ზეიმით გამოვძვერი მსოფლიოს ასაწიოკებლად :D
…დღეს მოღრუბლულია. უკვე იწვიმა. 20 ივლისს ასე არ ჩვევია, მაგრამ, ბოლო 4 წელია, ასე ხდება. არ მჯერა მაგიური გარდაქმნების და იმის, რომ ადამიანი თავის დაბადების დღეზე იზრდება და ჭკვიანდება. მიუხედავად ამისა, რატომღაც უკვე აღარ ვარ საკუტარი დაბ. დღით აჟიტირებული. წინა წლებში, უფრო სწორედ, აქამდე სულ გულისფანცქალით და შინაგანი სიხარულით ველოდებოდი, კიდევ ვინ მომილოცავდა. მეგონა წელიწადში ერთი დღე მე მეკუთვნოდა და ამ დღეს ყველა თითქმის ვალდებული იყო, მოელოცა.
ახლა ასე აღარ არის, რაც, ალბათ, იმის დადასტურებაა, რომ ბავშვობა გავიდა. გათენდა, მომილოცეს და მერე რა? :) მიხარია, რომ დღეს რეალისტურად ვუყურებ ცხოვრებას. ბევრნაირი შინაგან-გარეგანი ტრანსფორმაცია განვიცადე და ვიმედოვნებ, ნელ-ნელა ზრდასრულ ადამიანად ვყალიბდები. მოლოცვებს დამანჭული სიხარულიტ კი არა, მადლობელი და საქმიანი იერით ვპასუხობ და რავი… მგონი, მართლა ახალი ეტაპი დამეწყო, რომელიც, რა თქმა უნდა, საერთოდ არ უკავშირდება არც 21-ე 20 ივლისს და არც რაიმე ეგეთს.
მიუხედავად ამისა, ყველასთვის გასაგები რომ ყოფილიყო ჩემი ახლანდელი მინირევოლუციური განცდა, ვამბობ, რომ 20+1-ის ვარ :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

19 thoughts on “Happy 20+1 :)

  1. Sophie Golden

    კიდევ ერთხელ გილოცავ, ზურა!!!
    რა ლამაზი დედიკო გყავს :) შენც ძალიან საყვარელი ბავშვი ყოფილხარ, ნეტავ მუცელში ყოფნისას სტვენის გარეშე როგორ ძლებდი? :P
    BEST WISHES AGAIN AND AGAIN!!!

    http://www.youtube.com/watch?v=XFkBavyj_Qw&feature=related

    ;)

    1. Tazo

      სოფ, რა იცი რომ იქაც არ სტვენდა? ეგ ზურას დედას უნდა ვკითხოთ :)

  2. ket_eva_n

    ეხ, რა იცოდა დედამ რა გახვიდოდი, თორე არ გარისკავდა :))
    გილოცავ ზუუ..აქაც:)
    მაგრად მიყვარხარ

  3. zurriuss

    სოფ, ეგ მეც მიკვირს :P დიდი მადლობა მოლოცვისათვის :)

  4. magda

    ზურ, მეც გილოცავ დაბადების დღეს და წარმატებებს გისურვებ :*

  5. daliela

    გილოცამ ზურიუს,აბა შენ იცი ეხლა ხო იცი უჟე ნასტავლი კაცი ხარ
    ! :D

  6. Natalia

    ოჰოჰ, უკვე დიდი ბიჭი ყოფილხარ :D

    happy birthday!! :)

    რა საყვარელი ფოტოა, ჩემს ნოსტალგიას კიდევ ეს უნდოდა? :user:

  7. zurriuss

    ნოსტალგია ის არის რაც არ გვათქმევინებს, რომ წლები მალე და უაზროდ გავიდა ;)

  8. skarabush

    ვაჰ, არა დილიდან ვგრძნობდი რომ რაღაც გამიხარდებოდა:) გილოცავ და გისურვებ რომ იყო გვირილასავით ნაზი და სპაიდერმენივით ძლიერი, ცხოვრებამ რომ არ გადაგიაროს:)) გვირილა კიდე, ლამაზია რა;)

  9. burusi

    უნიჭიერეს ზურიკელას ვულოცავ დაბადებას. გისურვებ გაგრაში გაგულავებას – ლიტერატორების სახლში

    1. zurriuss

      ჩემო უფროსო მეგობარო, უღმესი მადლობა ;) თუ გაგრაში დავბრუნდი, დიდი სახლი და მზიანი პლაჟი ჩემზე იყოს :D :D

  10. Pingback: ჩემი პასუხია “ჰმ, მერე რა?” | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.