საჩორკნი ჰელოუინისათვის

როცა თქვენი ბლოგის ან ფბ-ის კომენტარების სიაში Zurriuss-ის ნააზრევს ვერ იპოვით, შეიძლება, დაფიქრდეთ, რა მოუვიდა ამ ადამიანს. სამწუხაროდ, არაფერი. ისევ ჯიპა, ისევ კამერით სირბილი ფრანგ ლექტორებთან ერთად. ბლოგერების მე-6 ექსკურსია ჩემი პლეერისათვის სავედისწერო აღმოჩნდა და ერთ-ერთ ბორცვზე დარჩა. წვიმის წყალს, ალბათ, მოღებული ექნება ბოლო.

კლასიკური მუსიკის უწყვეტი ნაკადის შეწყვეტის შემდეგ, თქვენ წარმოიდგინეთ, კითხვის ახალი სუნთქვა გამეხსნა და “ჰარი პოტერს” ვეცი. ჯერ მე ვეცი და მერე ის მეცა. გადავდე კომპიუტერი, ზედმეტი წანწალი. ვზივარ და ვკითხულობ. “ცხოველების ფერმაც” გადავსანსლე უკვე და მიხარია, რომ ჩემი საკუთარი რეკორდიც დავამყარე.

ახლა ჰელოუინსაც შევეხოთ. არ ვიცი, როგორ გამომივა, მაგრამ მინდა, წელს მაინც დავესწრო. დიდი იმედი არ მაქვს. სამაგიეროდ, საჰელოუინოდა მოჩორკნილი გოგორების მაგგარ კოლექციას დაგიტოვებთ და ვიმედოვნებ, ვინმე ნიჭიერი ამის მსგავსს თუ არა, რაღაც მიახლოებულს მაინც ამოჩორკნის.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “საჩორკნი ჰელოუინისათვის

  1. მარი

    ოჰო, დაეტყო უკვე ჰარი პოტერის ზეგავლენა. ჰელოუინზე და გოგრებზე ალაპარაკდა :green:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.