ჰადესის ამოფრქვეული დამთქნარება (ფოტოკოლაჟი)

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/04/10_stingray.mp3|titles=10_stingray]

…ქვესკნელის ღმერთი ჰადესი მეტად ნერვული და გამაღიზიანებელი ტიპი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის მსხვილი ქერქის ქვეშ იჯდა და ხალხის გაუთავებელი ხმაური თითქმის არ აწუხებდა, მაინც ღიზიანდებოდა.

ერთხელაც, როცა გაუთავებელი ყაყანი, დისკოტეკები, ნავთობისათვის ქვესკნელის დანახვრეტება და მსგავსი სისულელეები ყელში ამოუვიდა, მას ჩვეულებისამებრ აღარ უმოქმედია: აღარ უფრენია შიკრიკი ოლიმპოს მთაზე წერილით “ძმაო, მოაკეტინე ამ ხალხს!”, არც იქიდან მომავალ პასუხს დალოდებია, არც დიდხანს უფიქრია, პირდაპირ ამოსცხო ძლიერი მკლავი ქვესკნელის სამეფოს ერთ-ერთ მდუღარე თაღს და ამით გაათავა საქმე...

14 აპრილს ჯერ ევროპა და მერე მსოფლიო ისლანდიიდან მომავალმა ფერფლის გიგანტურმა ღრუბელმა შეძრა. ვულკანმა, რომელსაც მიუჰვედლეუკს ან ეიაფიოლს ეძახიან მატება იწყო და ევროპის ცა ნელ-ნელა ფერფლის ღრუბლებით გაავსო. გაძნელა ფრენა. თუმცა, რაღა გაძნელდა, აეროპორტები დაიხურა, იმ შიშით, რომ ვულკანის ფერფლში შემავალ რკინის ნაწილაკებს შეუძლია, უცებ გამოიყვანოს მწყობრიდან თვითმფრინავტა ტურბინები.

რადიო “თავისუფლების” ცნობით, „ფერფლი შედგება კვარცის, რკინის, ალუმინის, მაგნეზიის, ბევრი ელემენტისაგან და ამ ფეფრლის დნობის წერტილი 1000-დან 1050-მდე გრადუსია ცელსიუსით. არადა, ძრავები 1400 გრადუსზე მუშაობს, ამდენად, ამ ფერფლს ადნობს, რის შემდეგაც ძრავები გარსს იკრავს და სიმძლავრეს კარგავს“, განმარტავს ისლანდიელი ვულკანოლოგი, არმან ჰოსკულდსსონი.

მიუხედავად ყოველივე ამისა, ვულკანი ისეთი ლამაზი და საოცარი შესახედავია!… ცოტა ხნის წინ მას მეხიც დაატყდა და წყალი, ცეცხლი და მიწა, სამი სტიქია, ერთმანეთში აირია…  :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

12 thoughts on “ჰადესის ამოფრქვეული დამთქნარება (ფოტოკოლაჟი)

  1. დათო

    ხოო. დამთქნარება უძახე და კი “დააბიჩოკა” მთელი ევროპა :)
    ისა საყურებლად მართლაც ლამაზია…

  2. Qilipa

    მაგარიაა! პოსტიც და ფოტოებით ვისიამოვნე… ასეთი სილამაზისთვის ხანდახან ღირს ევროპული არეულობები…

  3. როდრიგო

    ძალია საინტერესო მოვლენაა გეიზერებისა და აისბერგების სამყაროში. ნეტა ბიერკი რას შვრება, ძალიან განიცდის ალბათ…

  4. Bella Ragazza

    ჰადესი ხმაურმა კიარ დაღალა, დიკოთეკაზე იყო და იმდენი დალია (სულ არყები სვა), რომ მისმა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო და აღებია :D

    ხუმრობა იქით იყოს და მართლა საშინელი სიბინძურეა ჰაერში, არადა ისლანდიასთან საკმაოდ მოშორებული ვარ.

  5. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    ხო, გეთანხმები, ლამაზია ვულკანის გაღვიძება, მაგრამ სავალალო.
    ოთხივე სტიქია არ იყო მანდ? (მაგრამ სადაა ადამიანი?)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »