რა სარგებლობა მოაქვს ზურას?

By Ket_EVA_n

ზურა ყოველთვის ასეთი იყო.. ხმაურიანი, ემოციური, სტვენიანი..ხატავდა ყველგან და ყველაფერს.. მღეროდა და უსტვენდა ლექციებზე..

ბევრს უყვარდა, მაგრამ ბევრსაც აღიზიანებდა მისი ჰიპერაქტიურობა. იმის მიუხედავად, რომ ცალკე აღებული ზურა ძალიან არაორდინარული და გამორჩეულია, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა მისი ერთი თვისება:  ზურა ყველა სიტუაციაში გულახდილია!

თუ თქვენ შეძლებთ და გაიხსენებთ თუნდაც 5 ადამიანს, რომელიც თითქმის ყოველთვის გულახდილი და პირდაპირია, ძეგლს დაგიდგამთ.. რადგან მე ასეთ ადამიანს მხოლოდ ზურას და ბებიაჩემს ვიცნობ :) ბებიაჩემის პირდაპირობა და გულახდილობა  კი, უმეტესად. ძნელად ასატანია (ასაკის ამბავია მაინც) და ნამდვილად არ გამოდგება დადებითი მოვლენის მაგალითად, მაგრამ აი, ზურა სხვა საქმეა…  კი, ნამდვილად, ხანდახან ეს პირდაპირობა ძალიან დამღლელია, რადგან შეიძლება საერთოდ არ გჭირდებოდეს კონკრეტულ მომენტში მისი აზრი შენს ვარცხნილობაზე, ან ახალ შეყვარებულზე.. მაგრამ იმის განცდა, რომ ადამიანი არ გაბოლებს- ძალიან სასიამოვნოა..

გაიხსენეთ, რამდენჯერ გითქვამთ ე.წ. „თაყვანისმცემლისთვის“ უარი ურთიერთობაზე ამგვარი ტექსტით; „შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და პრობლემა შენში არ არის. უბრალოდ მე არ ვარ მზად სერიოზული ურთიერთობებისთვის”.. არადა უბრალოდ არ გინდოდათ ამ ადამიანთან ყოფნა.

გაიხსენეთ, რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ საყვარელი ადამიანი ზომაზე მეტად გასუქდა,მაგრამ მისი კითხვის შემთხვევაშიც კი არ გითქვამთ სიმართლე.. არადა, რა მაგარი იქნებოდა სამყარო უფრო გულახდილი რომ იყოს…

ბარში ან კაფეში ახალი ადამიანის გაცნობისას პირდაპირ გეცოდინებდა რა გელის წინ.. მომავალი პარტნიორი პირდაპირვე გეტყოდა: გამარჯობა, ხომ არ დავკავდეთ სექსით? და არანაირი კოქტეილი და პიცა სექსამდე..

სამსახურში აღარ მოგიწევდა მთელი შენი დიპლომატიური იარაღის გამოყენება და მომაბეზრებელ თანამშრომელს პირდაპირვე ეტყოდი: ძალიან სასიამოვნო იქნება, თუ ცოტა ხანი მაინც გაჩუმდები და ამით გამაბედნიერებ. აღარ მოვატყუებდით ნაცნობებს, რომ გვეძინება, როცა არ გვინდა მათი ნახვა.

აღარ დავმალავდით, რომ გვიზიდავს კონკრეტული ადამიანი..

მოვეშვებოდით და უბრალოდ დავტკბებოდით გულახდილობით…

არარეალურია? მაშინ როგორ ახერხებს ამას ზურა? :))

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

18 thoughts on “რა სარგებლობა მოაქვს ზურას?

  1. zurriuss

    ჰაჰაა, მადლობ ქეთ! ერთი პიცა გაიჩალიჩე “ელვისში”. მაგრამ მე კი აწი მომიწევს მტკიცება, რომ ეს შეკვეთილი პოსტი არ იყო :green: :green:

  2. იანუს

    გულახდილი პოსტია და მეც იგივე მომანდომა.
    ადრესატს პირადად არ ვიცნობ მაგრამ ძალიან მეცნო სიტუაცია სადაც მას ახასითებდნენ.
    ზურას შაბათობით ვხედავდი, ლადარიას და ბუღაძის ლექციებზე. ზუსტად ისეთია როგორც დაახასიათეს, ოდნავ ხმაურიანი, კომენტარებით (ზოგჯერ უადგილო), და მუდამ ხატავს, ფანქრები შრიალა პარკში აქვს ჩალაგებული და ახალი კონტურის დაწყება ან ფონზე გადასვლა არ გამოგეპარება.
    მსგავსი ადამინების ნაკლებობას ყველა და ყველაფერი განიცდის რაც ყველას და ყველაფერს ეტყობა.
    მე 56-ე ვარ ვინც ამ პოსტს კითხულობს, ნახულობს მაინც და პირველი ვისაც კომენტარის სურვილი გაუჩნდა, ალბათ იმიტომ რომ დანარჩენბს გულახდილობა აკლდათ.
    გასაგებია შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ მიმაჩნია რომ მისაღები საფასურია გულახდილობისთვის.
    რაც შეეხება შეკვეთილ პოსტებს, მტკიცება სისულელეა. ვისაც სჯერა, მტკიცების გარეშეც მიხვდება და დაიჯერებს.

  3. Sophie 'Sunny' Golden

    გულახდილი კი არა, ამ თვისებას უტაქტობა ჰქვია ;) იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არ მაინტერესებს (არც სხვებს) ვიღაცის გულახდილი აზრი, გავსუქდი თუ გავხდი, მე თვითონ უკეთ ვიცი.

    მოკლედ, მე ასეთი გულახდილობის წინააღმდეგი ვარ და ზურა ხანდახან აჭარბებს.

    1. zurriuss

      შენ რაც გინდა, ის მითხარი. ხომ იცი, შენს აზრს პატივს ვცემ, მაგრამ სხვის მაგივრად საუბარს არ გაპატიებ ;)

  4. სიყვარულოვნა

    მე მიყვარს პირდაპირი ადამიანები!
    თუნდაც უტაქტო,თუნდაც არავის ეკითხოს აზრი სასიამმოვნოა როცა ამდენ სიყალბეში ერთი მაინც არ გაბოლებს როგორც შენ თქვი.
    ვცდილობ არ ვიყო აფერისტი,მატყყუარა და ყოველთვის ის ვთქვა რასაც ვფიქრობ და უმეტეს შემთხვევაში გამომდის კიდეც, მაგრამ ხანდახან არის სიტუაციები როდესაც რამის ტქმას უბრალოდ გაჩუმება სჯობს

  5. ქეთ_ევა_ნ

    სიყვარულოვნა, სანი, გეთანხმებით ორივეს.. ნამდვილად, ხანდახან ეს უადგილოა ხოლმე.. მაგრამ ჩემთვის ამ უადგილობას წონის მეორე მომენტი- იმის განცდა, რომ არ გაბოლებენ. (როგორც პოსტში ვთქვი)
    შეკვეთილი პოსტი რომ ყოფილიყო ახლა რამე ახალ მაისურს ვიყიდდი ზურას მოცემული ფულით, მაგრამ ჩემი ფეხი :))

    1. Sophie SUNNY Golden

      ქეთევან, ორივეს, სიყვარულოვნას და მე, როგორ გვეთანხმები? :ლოლ: ეგ ახლა რასაც აკეთებ, ზუსტად ზურას საწინააღმდეგოა ;) :P ჩემი პატარა love-sex goddess :)

      1. zurriuss

        კარგი, რა, სოფ. განა მესამე ადგილი ცუდია გერმანიისთვის? :green:

  6. DreaMar

    გულახდილი ადამიანები მეც მიყვარს. რა თქმა უნდა, სიყალბე აუტანელია, მაგრამ არც მთლად უტაქტობაა კარგი. შეგიძლია უთხრა სიმართლე ადამიანს, მაგრამ არც ისე მკაცრად. სიტუაციას გააჩნია, თვითონ ის ადამიანი როგორია და ასევე იმასა,ც შენ როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან. მაგალითად ორი დღის გაცნობილმა ადამიანმა რომ მოგახალოს ასეთი ვარცხნილობა საერთოდ არ გიხდებაო, ალბათ ვერ განეწყობი მის მიმართ დადებითად. უსიამოვნო სიმართლის თქმა ძალიან დელიკატური საქმეა და ამას დიდი ნიჭი სჭირდება. როცა ხვდები, რომ შენი მეგობარი ძალიან გასუქდა და ძალიან განიცდის ამას, არ უნდა უთხრა პირდაპირ, რომ საშინლად გამოიყურება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ძალიან უარყოფითად იმოქმედოს ამ ფრაზამ არამარტო ამ ადამიანზე, არამედ თქვენს ურთიერთობაზე. თუმცა, ისევ და ისევ ადამიანს გააჩნია. შეიძლება პირიქით, ეს ფრაზა უბიძგებს მას გახდეს. სხვა შემთხვევაში უკეთესი იქნება უთხრა, რომ ცუდად კი არ გამოიყურება, უბრალოდ უკეთესი იქნებოდა წონაში დაეკლო.
    ზურას რაც შეეხება, ისეთი ადამიანია, არ მგონია ვინმეს ეწყინოს მისი პირდაპირობა.

  7. გაბო

    ქეთ R ის მიწერა დაგავიწყდა პოსტის თავში :) ისე ზომიერად თუ ნახულობ კაი ადამიანია, მთავარია დოზირება დაიცვა, ყოველ დღე მტერმა უყურა

  8. თაზო

    მოკლედ, ზურა, შენს ქება-დიდებას არ დავიწყებ, უბრალოდ, გაგაცნობ შენს პიროვნებაზე ჩემი დაკვირვების შედეგს :D რადგან პირდაპირობაზე მიდგა საქმე, მოემზადე! :დ

    აი ამ შენს იმიჯს, პირდაპირობას, დაუფიქრებლად პირში ყველაფრის თქმას და ა.შ. საშენოდ იყენებ, ანუ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მშვენიერი გზაა. ვინმეს როცა ეტყვი, დღეს რას ჰგავხარ, ან რა სულელივით იქცევი, ეს რა იდოტობა თქვი და ა.შ, ამ შენი კომპლიმენტის ადრესატმა იცის, რომ შენ ხარ “პირდაპირი, ხუმარა, მოთავხედო ზურა” და არ ბრაზდება. იგივე ადამიანს სხვამ რომ უთხრას ანალოგიური შინაარსის სიტყვები, შეიძლება თავზე გაადახიოს ყველაფერი. გარშემომყოფთა ასეთი ლაითი დამოკიდებულება კი გაძლევს უფლებას ხანდახან უზრდელურად მოიქცე, რადგან იცი, რომ ამ უზრდელობას გულთან ახლოს თითქმის არ მიიტანენ და პასუხსაც არ მოგთხოვენ. ჩემი ძმის მაგალითს გეტყვი: ცოტა პატარა რომ იყო, ყველა ეძახდა, ჩემი პატარა ყაჩაღი, ჩემი ბუნტისთავი, ჩემი მავნე. ერთ დღეს სერვანდიდან გადმოყარა მთელი სერვიზი და დაამსხვრია. პასუხი რომ მოვთხოვეთ, გვიპასუხა, “მე ხომ პატარა მავნე ვარ, ამიტომ გავაკეთეო”. მიაჩნდა, რომ მისგან სულ უნდა აგეტანა მსგავსი ხულოიგნობები. იმ დროს 6 წლის იყო. მას შემდეგ ტაქტიკა შეიცვალა და სულ ვუკიჟინებთ, ამხელა კაცი გაიზარდე, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია, უფრო მეტი მოგეთხოვება და ა.შ. მას შემდეგ არაფერი გაუფუჭებია.

    მაგრამ ეგ არაფერი. ჩვენი თითქმის 6 წლიანი ნაცნობობის მანძილზე, ახლა ისე მესმის შენი, როგორც არასდროს და კარგ მეგობრადაც მიმაჩნიხარ. ჩემთვის კი მეგობარი მართლა მეგობარია თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებით. იდეალურები არცერთი არ ვართ. :):):)

    1. zurriuss

      კარგია, ეგ რომ თქვი. მე და შენ გარდა კიდე ვინმეს ხომ უნდა სცოდნოდა :green:

  9. ქეთ_ევა_ნ

    სოფი, შენ და სიყვარულოვნა დაახლოებით ერთსა და იმავეს ამბობდით- ხანდახან რამის თქმას რომ გაჩუმება ჯობია და პირდაპირობა რომ დამღლელია- დაახლოებით რომ ვთქვა;) ხოდა ამიტომ დაგეთანხმეთ ორივეს :)
    გაბო, აშკარად დიდი ვერაფერი რეკლამა იყო ზურიკოსი :)) კომენტარებიდანაც ჩანს :))

  10. დიანიკო

    პირდაპირობა და გულახდილობა უტაქტობასა და უზრდელობაში არ უნდა გადაგეზარდოს ადამიანს.

  11. ვეკო

    ჩემთვის ამ ადამიანს საკმაოდ დიდი სარგებლობა მოაქვს..დღე ისე არ გავა მის ბლოგს რომ არ ვესტუმრო,და თუ დაუშვად და დამავიწყდა,ვგრზნობ რომ რაგაც დამაკლდა :) მე მიყვარს მისი აზრების გაცნობა და ვიდეო პოსტების ყურება(თუნდაც დღეში 5ჯერ) ამიტომ ჩემი ჩემი დღე(როცა კომპიუტერთან დასაჯდომად ვიცლი) ზურიუსსსსის გარეშე წარმოუდგენლად მეჩვენება ;) ;)

  12. ვეკო

    მას ჩემტვის დიდი სარგებლობა მოაქვს.დღე არ გავა მის საიტს რომ არ ვესტუმრო და არ გავიცნო მისი აზრები(ყველაფერზე)ასევე არ ვუყურო ვიდეო პოსტებს(თუნდაც დღეში 5ჯერ) აი პირდაპირობაზე რა მოგახსენოთ…არ ვიცნობ რეალურ ცხოვრებაში….

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »