
ყოველთვის ესე იყო..მე რაღაცას მოვისურვებდი და ის გვიან მისრულებდა სურვილებს. უკმაყოფილო რომ ვრჩებოდი, მეუბნებოდა, ხომ გინდოდაო. დიახ, ძალიან მინდოდა ერთხელ სადილად შემწვარი ქათამი, მაგრამ, როდესაც შეწვა, სწორედ იმ დღეს, მე უკვე სხვა რაღაც მინდოდა. დიდი მონდომებით დაიწყო სადილის გამზადება და მაინც შემიტყუა. მეც ვიფიქრე, გავსინჯავ, იქნებ ისევ მინდა და ვნახვ-მეთქი, მაგრამ, არა!-აღარ იყო ისეთი გემრიელი. ან იყო და მე აღარ მინდოდა ისე. ეს „აღარ მინდოდა ისე“ არის ჩემი ერთ-ერთი დიდი იმედგაცრუება, რომელიც გასცდა სამზარეულოს. რატომღაც, სხვებიც ესე იქცევიან-გვიან მისრულებენ სურვილებს, ან უბრალოდ, მე მინდა ხოლმე ის, რაც იმ მომენტში არ მაქვს.
ჰოდა, მე ვარ Gvantsa Green








უკვე 5 წელია, ჩემ ბებიასთან ვცხოვრობ და ერთმანეთის სურვილების ასრულებით ვართ ასე. ის საჭმელს ამზადებს და ტანსაცმელს რეცხავს, მე, ძირითადად, კროსვორდებით ვამარაგებ
რა ბედნიერებააა ბებია, მისი დამზადებული საჭმელი, თუნდაც გვიან და ბუზღუნით გაკეთებული, მაგრამ მაინც ყველაზე გემრიელი :*:*:*
მეც ასე ვარ, როცა რაღაცას მიგვიანებენ, მერე აღარ მინდა… ამიტომ, თუ რაღაც ძალიან მინდა, არავის ვთხოვ, ვდგები და მე თვითონ ვაკეთებ, უკვე დიდი ხანია ვიცი, რომ მხოლოდ მე ვიცნობ საკუთარ თავს და სურვილებს ყველაზე კარგად.
და, სოფ, როცა შენ არ შეგწევს იმის გაკეთების ძალა, რაც გსურს, მაშინაც არავის სთხოვ?
ჩემი ბებო <3
აუ მე ორი ბებო მყავს, არც =ერთთან არ ვცხოვრობ, არც =ერთთან დავრცენილვარ ღამე და სურვილები რომ აესრულებინოთ რაღაც არ მახსენდებასავით. შეიძლება არც არაფერი მითხოვია მათვის
და ამბობ, ორი ბებო მყავსო
: )))))))))))))))))))))))
-ყველაზე დიდ ოცნებას განხორციელება არ უწერია და თუ ახდა მხოლოდ მაშინ, როცა დიდ კმაყოფილება აღარ გვანიჭებს…
ჰო, ყველანი ასე იქცევიან. მაგრამ ბებიები კარგები არიან <3