მე ვდარაჯობ დილას

უკვე კარგად განათებული სუსხიანი დილა იყო, როდესაც ჩიტი ასფალტზე დავარდა, ფრთები გაასავსავა და სამუდამოდ დაკეცა.

მე ვდარაჯობ დილას.

როცა წამოწოლილს ფხიზელ ძილში ჩამესმის საკუთარი გვარი, ეს პოსტზე გასვლის ნიშანია.

გარეთ ცივა. ყინავს.

“ბალანჩივაძე!” _ ჩურჩულით მესმის ჩემი გვარის ძახილი. ხმას არ ვიღებ, – “ბალაჩივაძე!” _ ისევ ჩურჩულით იმეორებს ხმა. ახლა ვპასუხობ. თუმცა პირველი დაძახებაც კარგად გავიგონე. უბრალოდ, მრცხვენია, რომ ფხიზელი ძილი მაქვს და ყველაფერი მესმის. ჩემზე რომ საუბრობენ, ისიც.

ტანსაცმელს ვისწორებ. არაფერი გამიხდია. ასე ვიცავ თერმობალანსს.

გათოშილ მორიგეს ვცვლი. რაციას ვიმაგრებ. მალე გათენდება.

მხოლოდ მეეზოვეთა ცოცხების შრიალი ისმის. მანქანები არ ჩანან.

გამელოტებული ჭადრები ვერავერს გრძნობენ. მათ ტოტებზე ჰკიდიათ, რომ ტრასაზე უთავსახურო ორმოში უკვე ოცდამეათე მანქანამ მიიმტვრია ბორბალი, რომ ჭის თავთან დადგმულ გამაფრთხილებელ ნიშანს კიდევ სამი სხვა მანქანა დაეჯახა და რომ იმ დღეს ერთი უბრალო ჩიტი სიცივისგან გაიყინა.

მე ვდარაჯობ დილას. პირველ სინათლესაც მე ვხედავ. ლამპიონებიც ჩემ თვალწინ ქრებიან.

მე ვდარაჯობ დილას, მაგრამ განა ვიცავ.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “მე ვდარაჯობ დილას

  1. მარი

    რა საშინელებაა :| ეგრე გაღვიძებას მირჩევნია სულ არ დავიძინო. ამიტომ, ბოლო კვირაში, ერთი მზის ამოსვლაც არ გამომრჩენია :d

  2. გლეხის ბიჭი

    დიდი ვერაფერიშვილია გათოშილი დილის ხილვა. სამი დილა მაქვს ჯერჯერობით დაახლოებით მსგავსი და ერთი სული მაქვს სახლამდე როდის მივაღწევ ხოლმე :დ

  3. Pingback: ტურისტთა სახეები ქართულ რეალობაში | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »