გუდ ბაი, 2012!

2012 წელი ერთ-ერთი ყველაზე თავგადასავლიანი წელი იყო ჩემს 24-წლიანი გარბენის მქონე ისტორიაში. ამ წელს მე ვიყავი ჯარისკაციც, სამშობლოს მოღალატეც, ბლოგერიც, მხატვარიც… პრინციპში, ესენი ისედაც იცით. სხვა თვალით დანახულის კვალობაზე ძალიან საინტერესო წელი გამოვიდა.

აი, ჯარი კი მართლა ყველაზე წარმოუდგენელი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში და, როგორც იქნა, ისიც დასრულდა. ბოლოს და ბოლოს, ახალ წელს პოსტზე დგომისას შევხვდი და ამ სიამტკბილობამ  2012 წლის თითქმის 9 თვე წაიღო. სამშობლოს მოღალატეობას რაც შეეხება, ეს სტატუსი ცოტა ხნით მქონდა, სანამ გაირკვეოდა, რომ პოლიტიკასთან და, მით უმეტეს, “ქართულ ოცნებასთან” არანაირი შეხება არ მქონია.

ზემოხსენებული სტრესები, უპირველეს ყოვლისა, ხატვამ  დამაძლევინა. ამ მხრივ კი პატარ-პატარა წარმატებებს გამოვკარი ხელი. რამდენიმე შეკვეთა შევასრულე და ფულიც გამოვიმუშავე. რაც მთავარია, მგონი, ხატვაში ჩემი თვითშეცნობის კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო.

შემოქმედებითი წარმატების გარდა, ძირითად საქმიანობაშიც წარმატებული წელი მქონდა, რადგან სოციალური მედია ჩემი საზრუნავისა და შემოსავლის ძირითადი წყარო გახდა. ამ სფეროში რაღაც-რაღაცები დავამხეცე, მაგრამ თავის ქებას არ დავიწყებ და გავატარებ…

ლონდონის ოლიმპიადას ჩემს კალენდარში დიიიდი ადგილი უჭირავს. ვინც ჩემს ბლოგს ეცნობით, გეცოდინებათ, როგორ მიყვარს ჯანსაღი საყოველთაო ზეიმები, როცა ყველა ადამიანი საერთო მშვიდობიან საქმეს ისე ემსახურება, რომ არ კარგავს ინდივიდუალურობას.

მიუხედავად იმისა, რომ 2012-ში ბლოგზე დიდად არ მიაქტიურია, მაინც წარმატებული ბლოგინგი მქონდა, განასაკუთრებით სექტემბერში, როცა ბათუმის კინოფესტივალის (BIAFF 2012) შესახებ ვწერდი. ეს პერიოდი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი არდადაგებიც იყო უკიდეგანოდ დამღლელი სამხედრო სამსახურის წარმატებით დამთავრების შემდეგ.

ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება კი ის იყო, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ბლოგერების კონკურსში გავიმარჯვე და ლევან ბერძენიშვილის სალექციო კურსს “ლიტერატურის სახელოსნო” უფასოდ გავივლი :d. ცხოვრებაში აქამდე ძალიან ცოტა რამ მომიგია, ახლა ამას ნამდვილად ვეღარ ვიტყვი :)

დაბოლოს, 2012 წელი აღმოჩენის წელიც იყო, რადგან მე ლუკა ზაქარიაძე ვიპოვე. ბავშვობიდან მიყვარდა უფროსებისა და ნიჭიერი ადამიანების გვერდით ყოფნა, რადგან მჯერა, რომ ყველაზე მეტის სწავლა მათგან შეიძლება. ამ ადამიანმა, რომელიც ახლა უკვე ჩემი ახლო მეგობარია, ერთი ნამღერით ამიხსნა და დამიმტკიცა, თუ რატომაა როკი ასეთი მაგარი მუსიკალური ჟანრი და რატომ უნდა ვუსმენდე მას. ამ ყველაფერმა ხატვაზეც იმოქმედა და ახლა თავი სავსე მაქვს ახალი იდეებით, რომელთა განხორციელებასაც, იმედია, წარმატებით მოვახერხებ.

მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებული 2013 წელი და განსაკუთრებით ლუკას, რომელმაც “საქართველოს ვარსკვლავი” უნდა მოიგოს. მინდა, ეს წელი ისე დასრულდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ქართველებმა მუსიკალურ გემოვნებაში წარმატებული ტესტი ჩავაბაროთ.

იმედია, ძალიან პათეტიკური პოსტი არ გამომივიდა. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი გულწრფელად დავწერე. აბა ჰე ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “გუდ ბაი, 2012!

  1. სიყვარულოვნა

    მე არ მესმის როგორ შეუძლიათ ადამიანებს სხვებს უწოდონ მეგობრები როცა არ იცნობენ :)
    და შენ ვერ დამარწმუნებ რომ ლუკას იცნობ.

  2. M.N.

    ” ბავშვობიდან მიყვარდა უფროსებისა და ნიჭიერი ადამიანების გვერდით ყოფნა, რადგან მჯერა, რომ ყველაზე მეტის სწავლა მათგან შეიძლება.” ეს უკვე მეტისმეტია :D აქ რაც კი წავიკითხე ყველგან ისეთი რამ ვნახე მგონია ჩემ ნაწერს ვკითხულობ. :D

      1. M.N.

        ხოო აშკარად :D აზრების მოპარვაში ნამდვილად არ გდებ ბრალს…. :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »