
ძვირფასო საზოგადოებავ და ჯეომოსახლეობავ!
გაცნობებთ, რომ:
ვარ საშუალოზე მაღალი, მარჯვენა მხრიდან სიმპათიური, ძაალიან არტისტული და სცენისათვის შესაფერისი დამწყები მომღერალი.
თბილისის ერთ-ერთ უბანში ოროთახიანი ბინის მისაღებად სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას პროექტ “ნიჭიერში”, რათა გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები საოპერო ვოკალის დარგში.
ჩემი ნიჭის წყალობით ნიკა მემანიშვილის გულის მოგებას ვაპირებ, მომხიბვლელობით – მაია ასათიანისას, ხოლო პრიზის გულისთვის ნებისმიერ რამეზე წასვლით – გეგა ფალავანდიშვილსაც გადმოვიბირებ.
ასე რომ, თქვენ მხარი დამიჭირეთ და დანარჩენი მე ვიცი და ჩემმა ხახა-ხორხმა
დიიდი მადლობეეელი








შენა და სუფრულებს თუ მღერი სამი დალიეს და ეგეთებს, სხვაგვარად შანსი არ გაქვს
საოპერო ვოკალით ნახევარფინალიდანაც კი ვერ გახვალ არათუ გაიმრჯვებ.
იმისათვის რომ გაიმარჯვო შენი ერი უნდა შეისწავლო, და შენ ერს რომ შეისწავლი დაიშოკები. ოპერაც დაგავიწყდება და ვოკალიც.
სამაგიეროდ საკაიფოდ ვიჯღანები.
აი ასიანზე გაგიმაზავ, რომ დავშოკავ ყველას. თან ერის ტკივილსაც ჩავაქსოვ.
წავა?
ვინც არა? იყოს თახვი!
YOOOOO!!!!
მიაწექი!
წადი, შორს წადიიიი! :D
ბრავო ზუურ!! მარა ჯობია ოპერისა და ხმალი ავლესოთის სინთეზი მოიგონო, უფრო ორიგინალი იქნები
)
აბა წარმატებები. შენკენ ვართ მთელი ჯეო-ბლოგერობა. :D
ოღონდ მთლად მაგხელა პირსაც ნუ დააღებ სიმღერის დროს მაია ასათიანი არ გადაგეყლაპოს.
გაიხარე…
დიდი პირი თუ არ გააღე, მაღალ ნოტებს ვერ აიღებ
ისე, ეგ ნოტები ნაღდია და არ ვყალთაბანდობ
ar ginda, gamove vinme da sami dalies imgerebs, shansebi agar geqneba
აბა შენ იცი, kick ‘em butt!
წარმატებებიიიიიიიიიიიიიიი
შესანიშნავიაა :D
შენ წადი წადი ნიჭიერში და დასტურ იყოს, ჩემი ხმა შენ :დ
მეც მივდივარ 4 ოქტავაში C5 ვიღებ :D უნდა ვიწივლო
ვააახ!!!
გამეცან!
ვიდეოში მიტყდება ცოტა წივილი :D მერე დავდებ იქნებ,მარა მაჩუმებენ მაგრად მერე აღარ გექნება ხმაო
16 ის ვარ
myvideo ზე ჩაწერე გიორგი ჭიბოშვილი
პროსტა მანდ არაფერს ვაკეთებ ისე პროსტა ვჯიჯღინებ :D ძმაკაცმა გადამიღო და დამიგდო http://www.myvideo.ge/?video_id=917381
სიმღერას ქვია Enjoy The Silence (Depeche Mode სია ) ეს სხვა ვერსიიდანაა ცოტა
აი აქამდეც ვწევ ხმას და ცოტა ზევითაც.. მასწავლებელი მინდა რო დავხვეწო პროსტა რა
http://www.youtube.com/watch?v=wPyNdwfYDDo&feature=player_embedded
მეუბნებიან 2 წელი დაიცადეო თორე ჩაგიწყდება ხმაო
სწორს გეუბნებიან:


იმიტომ რომ ხმა არის ცოცხალი ინსტრუმენტი. არ არის დამზადებული არც ხისგან, არც ლითონისგან და არც დენი გადის მასში
ხმა და ინტონაცია კარგად, თავისუფლად და ინდივიდუალურად მოედინება, რაც ძალიან მაგარია. ჰოდა მოიცადე ცოტა ხანს – ერთი. არ გაეკარო სპირტიანებს და სიგარეტს, თორე მერე ხმაზე არ დამეწუწუნო
რაც შეეხება მაღლებს: ეს არის ყელისმიერი ბგერა, ფალცეტი რა. ჰოდა იცი რა ხდება მაგ ამბავში? ძალიან ხშირად რომ მიეძალო მაგათ, ჩვეულებრივ ბგერებს დაკარგავ და ყველაფერის ეგრე აქაჩვა მოგიწევს. ტაკ ჩტო ეგენი შენთვის ადრეა, რადგან ბოლომდე უნდა გარდატყდე
სწორი გეზი გაქვს და ცოტა ხანს მოიცადე.
okey
სპს ინფოსთვის და გავითვალისწინებ