საქართველოს ვარსკვლავი გადაარჩენს ქართულ ესტრადას?

“საქართველოს ვარსკვლავი” განახლებული “ჯეოსტარია”, რომელიც მიზეზთა გამო დაიხურა. ეს კარგია, რადგან ამ უკანასკნელს ბოლოს უკვე სერიოზული ხარვეზები დაუგროვდა: უსამართლო კასტინგები, დამამცირებელი “სასაცილო” ვიდეოკოლაჟი, “დედუნა”, გაუჩინარებული ვარსკვლავები. ქართული მუსიკალური სივრცე, რომ მარადიულად ნაპირზე გამორიყული თევზივითაა, ამას შევეგუე, მაგრამ ამ საცოდავს აღარც ზღვამ უწია და აღარც სიკვდილმა. გდია ასე და ლაყუჩებდაბერილი ელის.

ამასობაში გამოჩნდა ორი პროექტი – “საქართველოს ხმა” და “საქართველოს ვარსკვლავი”, რომლებმაც, ერთი მხრივ, ვარსკვლავები უნდა აღმოაჩინონ, მეორე მხრივ, ამ პროცესით საზოგადოება გაართონ და მესამე მხრივ, ამ ახლადგამოჭედილ ვარსკვლავებს ადგილი დაუმკვიდრონ… რა ქნან? ჰო, ადგილი დაუმკვიდრონ, რომ ამ პროექტის არსებობას ლოგიკური გაგრძელება მიეცეს… თორემ ეგრე ჯეოსტარიც არსებობდა, ფულიც უამრავი შემოსდიოდა, მაგრამ გასული წლის ჯეოსტარი მერე ვიღას ახსოვდა?

როცა “საქართვლოს ვარსკვლავის” მსგავსი პროექტის შესახებ ვიგებ, ყოველთვის ვუშვებ იქ მოხვედრის გარკვეულ პროცენტს. საამისოდ მე მჭირდება:

  • კარგი, დამუშავებული ხმა
  • რეპერტუარი
  • მუსიკალური გემოვნება
  • სცენურობა
  • თავდაჯერებულობა

თუ ყველაფერი ეს გამაჩნია, მაშინ ჟიური აუცილებლად მიმიშვებს სცენამდე. შემდეგ, რასაკვირველია, უნდა გამიმართლოს კიდეც, რომ ფინალამდე მივაღწიო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, რომ დასახულ მიზანს მივაღწიო. დავუშვათ, მე-2 ან მე-3 ადგილზე გავედი. ხომ მაინც ცნობილი სახე ვარ? ჩემმა ტალანტმა ვიღაც ხომ მაინც დააინტერესა? ჰოდა რა ბედი მელის?

აი, სად დაერხა “ჯეოსტარს”!

ამხელა პროექტს, რომელიც წლების განმავლობაში თავს იწონებდა, არ აღმოაჩნდა პროდიუსინგის არანაირი სურვილი, რომ ვარსკვლავები, რომელთათვის გამოგზავნილი ზარებითა და ესემესებითაც აყვავდა “ჯეოსტარი”, სწორად შეეფუთა და ექცია მუსიკალურ პროდუქტად. “ჯეოსტარები” იბადებოდნენ – ქრებოდნენ. დარჩა სულ რამდენიმე, ვისი სახელიც გვახსოვს და იმათგან კი მხოლოდ რამდენიმეს ვხვდებოდით აქაიქ, მთავრობის ან ჯეოსელის მიერ ორგანიზებულ ღონიძიებებზე.

ახლა აღარც ძველი ხელისუფლებაა, აღარც ჯეოსელი (“საქართველოს ვარსკვლავს” ბილაინი ასპონსორებს) და აღარც “დედუნა”. იმედი მაქვს, ამ სამი ცუდი კომპონენტის არარსებობა, ერთხელ და სამუდამოდ, სწორი გზით წაიყვანს ახალ ვარსკვლავებს და შოუს დასრულებისთანავე არ ჩააქრობს მათ.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.