GE–ვირგვინი

GE-ვირგვინს დაიდგამს მონა ბლოგისა Zurriuss…

ადრე მიუღწეველ ოცნებად წარმომედგინა GE დომენი. ადრე რა, როცა მის მნიშვნელობას მივხვდი. ახლა ერთი სული მაქვს, როდის გახდება zurriuss.wordpress.com  ZURRIUSS.GE! :D

მინდა, კარგად გავაშალაშინო ბლოგი, დავფერთხო ზოგიერთი რამ და გავამდიდრო სხვადასხვა ინფორმაციით. მოკლედ, Zurriuss–ის დრო დადგა :)

ამაში ლანდიშა დამეხმარება და, თუ კიდევ არ დაეძინა, წამიყვანს ერთ–ორ ადგილას, სადაც ჩემს ბლოგს GE–ვირგვინს დაადგამენ და კანონიერ zurriuss.ge–დ გამოაცხადებენ.

4 თებერვალს Zurriuss (ჩემი მეოთხე და ყველაზე წარმატებული ბლოგი)  ერთი წლის ხდება. ყველაფერი ამის გაკეთება სწორედ ამ დღისთვის განვიზრახე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ბლოგერები გარკვეული დროით უნდა დაფიქრდნენ და გადააფასონ: არის თუ არა ბლოგი მათს ცხოვებაში იმდენად მნიშვნელოვანი, რომ საკუთარი დროის დიდი ნაწილი დაუთმონ მას? ჩემს შემთხვევაში ბლოგი თითქმის ჩემი მეორე ცხოვრებაა.

უამრავი საქმისა და მოუცლელობის პირობებშიც ვახერხებ, წავიკითხო ბლოგები და ჩემსაზეც ვპოსტო. კარგია, რომ ყველგან, სადაც ვიმყოფები, კომპიუტერზე ხელი მიმიწვდება. ბოლო დროს ჩემი პოსტების იდეა სხვაგან იბადება, ტექსტის ნაწილი ერთგან იწერება და ბოლო – მეორეგან :)

ასე რომ, თუ კორონაცია მშვიდობით ჩაივლის, 4 თებერვლიდან Zurriuss.Ge გავხდები. ჰოდა ველი მოლოცვებს :D რომ არა თქვენ და თქვენი აქტიურობა, მე ამაზე პრეტენზიაც არ მექნებოდა. ასე რომ დიიიდი მადლობა თქვენ ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

15 thoughts on “GE–ვირგვინი

  1. Lalena

    აბა შენ იცი 4ში, ge დაგვხვდი და ასე საინტერესოდ გააგრძელე მოღვაწეობა ;)

  2. kevana

    გილოცავ კორონაციას

    გილოცავ შენი ბლოგის დაბ დღესაც :)

    სულ წარმატებით გევლოს ამ გზაზე ;)

    ძალიან კარგიიი.. მე ახალ სტატიებს ველი :)

    1. zurriuss

      მადლობა დიდი.
      მთავარია, მოვახერხო და მოვიცალო ამ დღეებში Ge-ს დასაკანონებლად და მერე დავწერ აუცილებლად ;)

  3. mr.picasso

    ბლოგერის სიტყვას ვიძლევი:) .გე დომენზე მეც მალე გადავალ. შენ კი გილოცავ ბლოგის იუბილეს დიდი მიჭია უკვე :)

  4. zurriuss

    დიიდი დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ახლა მთავარია, იმედი არ გაგიცრუოთ და დავაყენო საშველი :))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.