ემეგობრე ბავშვობას, რათა უკეთ იცოდე საკუთარი თავი

ასეა, ასე…

ვფიქრობ, ყველამ თავის მამაკაცურ/ქალურ სხეულსა და გონებაში უნდა ჩაიხედოს, კარგად მოჩხრიკოს, იპოვოს და აღმოაჩინოს მომწიფების შედეგად გაჭყლეტილი და კუთხეში მიმწყვდეული ბავშვი.

გიყვარდეს, როგორი მტანჯველიც არ უნდა იყოს. მეგობრობდე, როგორი შეუფერებელიც არ უნდა იყოს. მოუფრთხილდი ისევე, როგორც საკუთარ თავს.

ცხოვრების 22 წლის მანძილზე თუ ვერაფერი გავაკეთე, ერთს მაინც მივხვდი: საკუთარი თავი უფრო კარგად რომ შეიცნო, უფრო უკეთ რომ დაინახო თვითგანვითარება, არასდროს გაწყვიტო ურთიერთობა ბავშვობასთან.

მე-4 თუ მე-5 კლასში ვარ. შუქი მიდიმოდის. წყალი არ მოდის. ზაფხულობით ყველა გარეთ ზის და ჭორაობს. ზამთრობით ყველა ერთმანეთს სტუმრობს.

მარიამობა. ქუთაისში – “მარიობა”.

ბოლომდე გაცნობიერებული არ მაქვს ეს დღესასწაული. სამაგიეროდ, ვიცი, რომ ამ დღეს ჩემი სამეზობლო ქეიფობს და მეც იქ ვიქნები. ჯერ “ზალაში” ვისხდებით. ხაჭაპურებს, მოხარშულ ქათმის ხორცს, ბლომად ხილს და ლიმონათს მივირთმევთ. მერე “პლოშადზე” (აივანზე) გამოვალთ და ვიცეკვებთ.

უფროსი გოგო-ბიჭები დალევენ და წაუგიჟებენ. უმცროსები კი, მაგნიტოფონის მუსიკით ექსტაზირებულები, ბევრს ვიხტუნავებთ.

თუ გაგვიმართლებს და სიფრიფანაჟაკეტმოხურული მშობლები ადრე არ დაგვშლიან, 2-3 საათამდე მოვილხენთ.

ამასობაში, განათებულ სუფრას გამოქცეულები, ბნელ ქუჩაში რამდენიმე წრეს შემოვურბენთ და ისევ 0,5 სართულის სიმაღლეზე ამოყვანილ “პლოშადზე” ავძვრებით.

“ლოვე” კევების დროც მოვა. უფროსები თითო-თითოს ღეჭავენ. ჩვენ, რაც უფრო მეტს ჩავიტევთ, მით უფრო მაგრები ვართ.

12-ის მოახლოებასთან ერთად, სიცილ-ხარხარს შიში ცვლის: ნეტა, პირველს ვის დაუძახებენ? ვისი მშობლისათვის მოგვიწევს ხვეწნა “აუუუუუუ, დაგვიტოვე ცოტა ხანი, რაააა!”? ვის წაიყვანენ პირველს?

როგორც მოსალოდნელი იყო, არ გამიმართლა.

ნახევარი საათი და 15 მეტრი მაშორებს აღრიალებულ და გამწარებულ მე-ს ბედნიერი და მხიარული მე-საგან. მარიამობის დარჩენილი ზეიმი ჩემთვის გისოსებიანი ფანჯრის მიღმა ჩაივლის. კასეტაზე დარჩენილ ბოლო სიმღერებს უკვე სლუკუნითა და ფარდაზე ჩამობღაუჭებული ვისმენ.

http://www.youtube.com/watch?v=lZFj_i0LWng&feature=related

შხრიალა თბილ წვიმაზე ვფიქრობ გახურებულ ბავშვობას ნამავს.

იმ ღამეს ღრმად ჩამეძინა.

ამ მუსიკას საკუთარი სურვილით არასდროს ვუსმენდი. მახსოვს, ყველა კუთხიდან ეს მელოდია გამოდიოდა. ასე იქცა იგი ჩემი ბავშვობისა და ნოსტალგიის, როგორც აღმოჩნდა, განუყოფელ ნაწილად.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

17 thoughts on “ემეგობრე ბავშვობას, რათა უკეთ იცოდე საკუთარი თავი

  1. მარი

    ადამიანები ბევრად უკეთესები იქნებოდნენ, უფრო ხშირად რომ ახსენდებოდეთ თავიანთი ბავშვობა.
    “The Kid” – გინახავს ფილმი?

  2. ირინა

    ზურ რა თბილი და გემრიელი პოსტი იყო! შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობიდან მახსოვხარ! (ანუ ბავშვი მწერალი მახსოვხარ და უკვე დიდ მწერალსაც გხედავ) და ძალიან მიხარია რომ ასე კარგად ვითარდები!

    ჰოდა, ბავშვობაში რა მახსოვს იცი მე ყველაზე მაგრად? სოფელში ზაფხულობით ერთად რომ მოვიყრიდით ხოლმე თავს ნათესავები, ერთი 10 კაცი ვიყავით ხოლმე, გვერდით სამეზობლო იყო იქაც ეგრე მოდიოდნენ ხოლმე და მარტო ბავშვები ვიყავით ოცნი და დიდებიც უფრო მეტნი _ ხოდა ამდენი ხალხი საღამოობით ხინკალს ახვევდნენ ხოლმე. ჩვენ ცომში ვიტიტყნებოდით. მერე ხინკალს ვჭამდით, მერე ჯერ საზამთრო იჭრებოდა, მერე _ ნესვი. აი მერე იწყებოდა ყველაზე მაგარი! დამალობანას ვთამაშობდით ხოლმე ღამე! ბიჭები მაგრები იყვნენ და ვაზის ბოძებზე ძვრებოდნენ და ვაზის ფოთლებში იმალებოდნენ, ჩვენ კიდე შტერი გოგოები ვეძებდით და ამ ბოძებს მთელი ძალით ვარყევდით რომ როგორმე ჩამოგვეყარა :d მერე ღამე ზუსტად ეგრე ვიშლებოდით _ მაგრამ კაი ის იყო, რო ორ ეზოში ვთამაშობდით რა და თუ ვიშლებოდით ყველა ერთად :P
    კარგია ბავშვობა:)

    1. zurriuss Post author

      დამალობანაზე ახლაც მაბოდებს. ნეტა, ვინმე იყოს მსურველი

        1. zurriuss Post author

          კაი, ოღონდ მათეს და მთვარეს დაუძახე. ისე აზრი არა აქვს. ან ვაბშე ბოტანიკურში ჯობია!!!!!

  3. სიყვარულოვნა

    რა კარგია,რომ არასდროს დამვიწყებია ბავშვობა და რომ ხშირად ვიხსენებ ხოლმე.
    მამენტ, ეხლაც ბავშვი ვარ. დიდი ბავშვი = )) იგივე ქცევები, აზრები, იდეები, მავნებლობები მაწუხებს. :) და ლოვეს კესაც ბევრს ვღეჭავ ხოლმე.
    მიყვარს ბავშვობის სურათების დათვალიერება, ვიდეოების ყურება და ძველი სიმღერების მოსმენა.
    მე ვმეობრობ ჩემს ბავშვობასთან და მე ვმეგობრობ ბავშვებთან, რომლებიც ჩემს ბავშვობა მახსენებენ = ))

    P.S პირველი ყოველთვის შენ მიდიოდი ხოლმე სახლში? გჩაგრავდნენ? :P

  4. ვასასი

    : )

    რა უნდა მომხდარიყო, რომ სათამაშოდ გავეშვი ჩემებს..

    მაკომპლექსებდნენ…

    კი არა, ზურიკო, ამ ბოლო დროს ნამეტანი ადამიანური ხარ.. : )

  5. შეილა

    აუ, მე ძალიან მაგარი ბავშვობა მქონდა, აი, ყველაზე მაგარი. უბრალოდ მერე უკვე თითონ ვიგონებდი პრობლემებს და თითონვე ვჭრიდი ჩემს ჭკუაში, მაგრამ ეგ გარდატეხის ბრალია, მარტო სიდებილის არა. და ეს სიმღერა სადიან გაჩითე??? :DDD დღემდე მთ ელი მთაწმინდა დამცინის “ტაპალინი პუხზე”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.