ფორტ ბოიარი – უფუნქციო ციხესიმაგრე

http://www.youtube.com/watch?v=8ZOntWLgHk8&feature=related

ჰა, გაგახსენდათ? მოგენატრათ ბოიარის ციხესიმაგრე? მე თქვენ გაგახსენებთ. გაგახსენებთ და მოგიყვებით :)

ამ ციხეს ყველაზე ნაკლებად გაუმართლა. როცა მისი აშენება გადაწყვიტეს, ტექნოლოგიები არ აღმოჩნდა “მზად”; ხოლო როცა ააშენეს, აზრი აღარ ჰქონდა. შედეგად ციხესიმაგრე ერთ საუკუნეზე მეტ ხანს იყო სრულიად უფუნქციოდ. აშენდა ნგრევისათვის…

ყველაფერი 1666 წელს დაიწყო, როდესაც საფრანგეთის მეფე-მზეს, ლუი XIV ტახტშიტუალეტჩამონტაჟებულს, საფრანგეთის დასავლეთ წყლებში განლაგებული საბრძოლო გემებისათვის დამცავი ციხესიმაგრის აშენება დასჭირდა. ეს იმიტომ, რომ კუნძულ ილ დ’ექსსა და ოლერონზე განლაგებული ზარბაზნები მათ შორის მოქცეულ სივრცეს ვერ ფარავდნენ. სირ, მთვარის კბილებით დაჭერა უფრო ადვილია, ვიდრე ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ეგეთი რამის აშენებაო, _ უთქვამს მეფისათვის სებასტიან დე ვობანს, საფრანგეთის საამაყო ციხეთა არქიტექტორს.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ლუი ამაზე ჯავრით გარდაიცვალა, მაგრამ ფორტი ვერც მის სიცოცხლეში აშენდა და ვერც შემდეგ. სამაგიეროდ ნაპოლეონს დასჭირდა ამ ციხის არსებობა, რათა ფრანგული ფლოტი ინგლისისაგან დაეცვა. 1801 წლისათვის სამუშაო ტექნოლოგიაც ბევრად უფრო გაუმჯობესებული იყო და საქმეს შეუდგნენ. 8 წელიწადს შრომობდნენ, მაგრამ პრობლემას მაინც ვერ გაექცნენ: საძირკველის ჩაყრისას ქვის ლოდები შლამიან ფსკერში ღრმად ეფლობოდნენ, შემდეგ კი დინებას მიჰქონდა. მუშაობა შეწყდა.

Google Earth-ის რუკზე აი, აქ მდებარეობს ფორტი

ტელევიზორში ციხესიმაგრე შუა ზღვაში აღმართულ ეულ ნაგებობად ჩანს. სინამდვილეში ნაპირიდან არც თუ ისე შორს არის. წელიწადის სხვადასხვა პერიოდში, წყლის დონის ცვლილებასთან ერთდ, ფორტის "ამოყვინთვის" სიმაღლეც იცვლება

1837 წლიდან ფორტის მშენებლობა ისევ განახლდა და მის დამთავრებას კიდევ 20 წელი დასჭირდა. შედეგად მივიღეთ 68 მეტრის სიგრძის, 31მ.-ის სიგანისა და 20მ.-ის სიგრძის ელიფსური ნაგებობა, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მასში 250 ჯარისკაცი იმყოფებოდა. თუმცა ამ დროისათვის ვითარება საგრძნობლად შეიცვალა: ქვემეხების სროლის მანძილი იმდენად გაიზარდა, რომ აღნიშნული ციხესიმაგრის არსებობას აზრს უკარგავდა. საფრანგეთის ფლოტს დანარჩენი ორი კუნძულიდანაც დაიცავდნენ. შესაბამისად ბოიარის ციხესიმაგრე გამოიყენებოდა არა ფორტად, არამედ პატიმართა საბყრობილედ.

ასე გამოიყურებოდა ფორტი შეკეთებამდე

მე-20 საუკუნეში ამ ციხესიმაგრეს კიდევ უფრო არ გაუმართლა. 1913 წელს იგი თავდაცვის სისტემიდან ჩამოწერეს და აღჭურვილობისაგან დაცალეს. მეორე მსოფლიო ომის დროს კი გერმანელები ფორტ ბოიარს სასწავლო სროლისათვის სამიზნდედ იყენებდნენ. ამან ციხეს დიდი ზარალი მიაყენა. შემდეგი 20 წლის განმავლობაში აქ სრული მდუმარება იყო.

ფილმ "თავგადასავლების მაძიებლების" (1967) ერთ-ერთი ნაწილი სწორედ ამ ციხეშია გადაღებული. იცანით, ალბათ, ალენ დელონი

1962 წელს კი ციხესიმაგრე აუქციონზე გასაყიდად “გაიტანეს”. კბილის ექიმმა ერიკ ერტმა მასში 28 ათასი ფრანკი გადაიხადა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, გაეყიდა. ბოიარი ძალიან დაზიანებული იყო არა მხოლოდ ბუნებრივი მოვლენების, არამედ მრავალრიცხოვანი ტურისტების მიერ. როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე – პატრონი არ ჰყავს. 1989 წელს ერტმა ციხესიმაგრე ჟაკ ანტუანს მიჰყიდა, რომელმაც გადაწყვიტა, ფორტი ახალი თამაშებისათვის გამოეყენა.

როგორც იქნა, ციხესიმაგრემ თავისი ფუნქცია შეიძინა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობა გახდა. 1990 წლისათვის სარემონტო სამუშაოები დასრულდა. ნაგებობაში ელექტროენერგია გაიყვანეს და მისი ოთახები თამაშის მოთხოვნებს მოარგეს. “ბოიარის ციხესიმაგრის გასაღებები” პირველად 1991 წელს გაეშვა. შემდეგ სახელი შემოკლდა და კი იცით, რაც ჰქვია.

თამაში იმდენად პოპულარული გამოდგა, რომ მასში მონაწილეობის სურვილი, საფრანგეთის გარდა, სხვა ქვეყნებმაც გამოთქვეს. დღესდღეობით უკვე 30-ზე მეტი ქყვეყნის გუნდებმა დალაშქრეს ბოიარის ციხესიმაგრე. ზოგმა წარმატებით, ზოგმაც წარუმატებლად. 2004 წელს მათ საქართველოც შეუერთდა. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ბოიარის როლში დუტა ძალიან არ მომეწონა, რადგან დუტა ყველგან “დუტაა” და ვერაფრით გახდებოდა “ბოიარი”.

ლესლი გრეთჰემი - ჩემი აზრით ყველაზე მაგარი ბოიარი

მელინდა მესენჯერი - no comment :)

ბრძენი ფურა - (ზოგ ქვეყანას თავქარიან მეზღვაურად ჰყავს წარმოდგენილი)

ლა ბული - როცა მსუქანი ვიყავი, მეც ისე ხელჩაბღაუჭებული დამყავდა პატარა ბავშვები "დილეგში"

ეს მაღვალაკები :))

მონიკა - ვეფხვთა მომთვინიერებელი

ამის შემდეგ რაც ხდება, ჩემზე კარგად იცით. გუნდები ოქროსთვის იბრძვიან, რომლის ასაღებად სიტყვა-კოდი უნდა გამოიცნონ. ამისათვის ჯერ 5 გასაღების მოპოვებაა აუცილებელი, რათა საგანძურის კარი გაიღოს. შემდეგ მინიშნებების ჯერი დგება, რომელთა ხელში ჩასაგდებად გუნდს მრავალი თავგადასავალი ელის…

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

21 thoughts on “ფორტ ბოიარი – უფუნქციო ციხესიმაგრე

  1. green

    ყოველთვის ვუყურებდი ამ გადაცემას. რამდენი რამე გადაუტანია საწყალ ციხე-სიმაგრეს,არ ვიცოდი. მომწონს ესეთი შემეცნებითი პოსტები ;)

  2. მარი

    ამ საზიზღარ შენობას 2 დღის წინ გამწარებული ვეძებდი google earth-ში და ვერ ვიპოვნე მაინც. საერთოდ არ ჩანს.

  3. კატიე

    ჩემი ოცნების ციხესიმაგრე :)) თან ვოცნებობ, თან რომ წარმოვიდგენ რა უბედურებებში უნდა შევყო ხელი, სურვილი მინელდება :D

    პ.ს. სა-პ-ყრობილე.

  4. okey

    კაი პოსტი იყო :უპ:
    ამხელა ისტორია თუ ქონდა ამ საწყალს რა ვიცოდი…
    დუტაზე გეთანხმები
    სად ერეკლე და სად ტაბურეტკაო თუ როგორაა :D

  5. ruru

    1666 ის ამბები ვიცოდი :evil: :evil: :evil: და რა ბედის ირონიაა, საფრანგეტის ფლოტი უნდა დაეცვა ინგლისისგან და ბოლოს სატინგიცოდღა გამოდგა :d :d :d :green:

  6. anaksanamun

    ჰო ისტორია ბოიარზე მართლა საინტერესო იყო. მიიღეთ ჩემი ქება ცეზარო :d

    1. zurriuss Post author

      ვეფხვების მომთვინიერებლის ადგილს გიჩალიჩებ. აბა, დამატებითი ვეფხვი არ სჭირდებათ :green:

  7. Rain_Boy

    ძალიან კარგი პოსტია
    სულ მაინტერესებდა ამის ისტორია და მოძებნა მეზარებოდა
    დუტაზე გეთანხმები :)))

  8. Pingback: ზურიუსი ჯარში | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.