“ვაი ჩვენს პატრონს” ანუ “დაახასიათე მეგობარი ბლოგერი”

by Leonsio.GE

ხალხნოოო, ხალხებო:

სანამ პოსტს მივცხებდე, გეტყვით, რომ მსგავსი “შიდა დახასიათებანი” ძალიან და ძალ-ლიან არ მიყვარს. ეს კეტავს წრეს და რაღაც შიდაკორპორატიულ სიტუაციას ქმნის, რისიც პირადად მე წინააღმდეგი ვარ. ამას ისიც დავუმატოთ, რომ ხალხის დიდ ნაწინს “ბლოღერები” რაღაცნაირების ჯგუფი ჰგონია. მერწმუნეთ, კეთილო ადამიანებო: ჩვენც იმავე დოზით გვაქვს შიგ, როგორც თქვენ. უბრალოდ ამას ვაღიარებ(თ) და ვცდილობ(თ), გამოვასწორო(თ). სხვის მაგივრად ნამდვილად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვინც მიცნობს, ეცოდინება, რომ მე ყოველთვის ასეთი ვიყავი და ამას ჩემი კლიჩკებიც მოწმობენ: “ტიტანიკა”, “ფენომენა”, “პავაროტი”, “კარუზო”… ამ თემაზე კიდევ მეტი რომ დავწერო, მერე საერთოდ გადავუხვევ და შეიძლება, გავჭედო კიდეც, ასე რომ, საქმე.

აუ, კიდევ ერთიც, რააა: ხალხებო, ეს ბლოგი, ბლოღი თუ ბლიოგი (მეგრული აქცენტით) ისეთივე მოდაა დღეს, როგორც ოდნოები – ერთი წლის წინ და “კასანდრა” – ათი წლის წინ. ყველაფერს გასდის ფერი და მას მოდასაყოლილებიც მიჰყვებიან. მიზეზი, რა თქმა უნდა, “ბლოგინგი მომბეზრდა” ან “ბლოგები გაბანძდა” იქნება. დარჩებიან ისინი, ვისთვისაც ეს არც მოდაა და არც თვითრეალიზაციის წამიერი იმპულსი. არამედ ისინი დარჩებიან, ვისაც საკუთარი აზრის ნორმალურად და საინტერესოდ გადმოცემა შეეძლება, თან ამ აზრს რაღაც ღირებულებაც გააჩნდება. ახლა კი მართლა საქმე.

ლეონსიო – ყველაზე ბიძა ბლოგერი. რა გინდა, რომ მან არ გააკეთოს: ნებისმიერი პონტის გაჩითვიდან დაწყებული, ნებისმიერ საქონელზე 10 ლარის დაკლებით დამთავრებული. ერთ-ერთი უმაგრესი ფოტოგრაფი. ხანდახან მგონია, რომ “ცუდი” ფოტო არასდროს გადაუღია. ლეონსიო ეს არის შუამავალი ჯაზის სამყაროსა და უბრალო მოკვდავებს შორის. აბა, რა გეგონათ ამდენი ჯაზ ლეგენდა რომ ჩამოდის ყოველ წელს? ლეონსიოსაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში. მერე რა, რომ ზოგჯერ ტვინს ბურღავს, ხოლო ზოგჯერ კი ძალიან ბურღავს? ჩემი ბურღვის ნიჭის პატრონს მასთან ხმა არ მაქვს ამოსაღები. ასე რომ, ლეონსიო მაგგგ+გგგარი კაცია!

by Leonsio.GE

გვანცა Green – ყველაზე ფსევდოსერიოზულიარადახახისგამხევი ბლოგერი. თუმცა, რაღა ბლოგერი, ამას 5 წელია, ვიცნობ და აქედან პირველი ორი ერთმანეთის გაძლების რეჟიმში გავატარეთ. ახლა ისე გვიყვარს ერთმანეთი, რომ გულის სიღრმეში ორივეს გაგვკვირვებია. გვანცას პოსტები, ძირითადად, ფეისბუკის სტატუსების ზომისაა. შინაარსით კი ძალიან ჩამოჰგავს რაღაც ყელში ამოსულის მიმართ გამოთქმულ პროტესტს. ყოველთვის მჯერა, რომ გვანცას შიგნით (მიღმა, გულის სიღრმეში… რაც გინდათ, ის დაარქვით) არის მინიმუმ ერთი ვუპი გოლდბერგი თავისი ქმედებებითა და იუმორით. გვანც, ძმა ხარ! ;)

by Zurriuss.GE

გოჩაგაბოძე – ჩემი თავის ტკივილი და ნერვების კიბო.  აქვს ტვინის წაღების გასაოცარი ნიჭი! კარგი, ჯანდაბას, არის მეტად ნაკითხი, ძალიან ადვილად შედის კონტაქტში და უყვარს მეგობრების კაფეში წა-პატიჟება. საკმაოდ დაქექილია და, დიდი ინტერესის გამო, ცდილობს, ყველაფერი გაიგოს და იცოდეს. კიდევ თავისებურად წარმოთქვამს “უაააააააუ”-ს და ბოლო დროს მომენატრა ეს დარეხვილი.

ლანდიშა – ადამიანი, რომლისთვისაც შეიქმნა სიტყვა ***.  ამ კეთილმა და წრუწუნასმაგვარმა არსებამ (ხედავთ ალბათ), რომელიც ზარმაციცაა, რაღაცნაირად მოახერხა, რომ ყველაფერ ამით თავი დამაინტერესა. მთელს ბლოგოსფეროში ჩემს ერთ-ერთ უახლოეს მეგობრად ვთვლი, რომელიც მენდობა და ვენდობი. ბევრ საკითხში ვუგებთ ერთმანეთს, ბევრშიც – ვერა, მაგრამ ამას რაიმე სერიოზული პრობლემა ჯერ არ შეუქმნია. ხანდახან რჩევებსაც ვაძლევ ხოლმე და ხანდახან მიჯერებს. ჰო, მართლა, აქვს ღადაობის თვითმყოფადი და უნიკალური უნარი, რომელსაც ბევრი ვერ ხვდება. მე ვხვდები და მიხარია (ბეჰჰჰე)!

დუდი – არ გეგონოთ, რომ სურათისთვის “იქცევა” ასე. რეალობაში არ გინახავთ. გამოუსწორებელი და, მგონი, მარადიული თინეიჯერი. ძალიან ემოციური ტიპია და ზოგი მხოლოდ მშვენიალური გარეგნობის გამო ემეგობრება ან ეპადხოდება. არადა აბსოლუტურად სხვა ტიპია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მე კი ასეთ ადამიანებზე ვიციკლები. ჰოდა ასე გახდა დუდი ჩემი მეგობარი. მგონია კი არა და, დარწმულებული ვარ, მასთან ჩემნაირ ადამიანს არასდროს მოსწყინდება.

ქეით ალუკარდი ანუ ბუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ – ეს “ბუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ” იმიტომ, რომ ამ ფრინველის სახელს მასზე უკეთ ვერავინ წარმოთქვამს. მეორეც, ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც მასზე სასაცილოდ და საყვარლად იცინოდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გამა-სა-ოგნებელი პიროვნებაა თავისი მოსიყვარულე გულით. ხანდახან ისეთ რამეებს იტყვის, რომ ვერ ვხვდები, გადავიხარხარო თუ გადავეხვიო. არ მიყვარს, როცა სერიოზულია. არ უხდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველანი ადამიანები ვართ და ესეც საჭიროა ჩვენთვის.

by Leonsio.GE

ქეთი – ყველაზე თავბრუდამხვევი ბლოგერი. ქალი შარმი და ვნების ვულკანი. ძალიან მიყვარს და რომ ვიცი, რომ ძალიან ვუყვარვარ, ძალიანძალიან მიყვარდება. ქალური ნიჭი აქვს დაბერტყილი და გადასარევად იცის, რა სად და როდის თქვას. ესეც 5 წელია, მიძლებს. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე სერიოზულადაც შევკამათებულვართ (როგორც ჩემთან ხდება), მაგრამ, ამ წლის მონაცემებით, ყველაფერი გადასარევად გვაქვს. გშურდეთ კიდეც :)

მარი – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველაზე ლამაზი ბლოგერია. მისი გესთ პოსტი კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო ჩემს ბლოგზე. მარისაც თსუ-დან ვიცნობ და მისი ხასიათის სიმშვიდით, სულგრძელობითა და გულთბილობით დღემდე აღფრთოვანებული ვრჩები. ყოველი ნახვისას ვხვდები და ვრწმუნდები, რომ მასში არაფერი უნდა შეიცვალოს (გარკვეული თვალსაზრისით), რადგან ბუნებრივად არის ნიჭიერი, რომ ასეთი კეთილი დაიბადა.

by Leonsio.GE

ნიკა უხურგუნაშვილი – ნეპალში უნდა დაბადებულიყო ეს. ამას აქ რა უნდა? არც ევროპაში არ უნდა.  ნიკა აზიის კაცია. გიჟდება ინდოეთსა და მასთან დაკავშირებულ ყველაფერზე. ბუდამ სულგრძელობა სულგრძელად უწყალობა, რასაც საყოველთაო ტოლერანტობით გამოხატავს. უაღრესად საინტერესო პიროვნებაა და ვინაიდან ჩემზე განათლებულია, ავტომატურად ირიცხება ჩემი სანდო მეგობრების სიაში.

მანქი – მოიცათ… რაღაც მოფიქრებული მქონდა და… უბრალოდ, ნახეთ, რა სიცოცხლეა. იმედია, არ ვცდები, თუკი ვიტყვი, რომ 88-იანებიდან ძალიან საინტერესო თაობა წამოვიდა. ადრე ასეთი გარეგნობის მქონეთ ერთი კბილის პასტა ტვინი არ ედოთ თავში და ამას?… მიყვარს სალოს ხასიათი ჩემთან დამთხვევებითა და გან-მთხვევებით. მიყვარს, როგორ იცინის. მიყვარს, როცა “კონტაქტის” თამაშისას ერთმანეთს თითქმის უსიტყვოდ ვუგებთ. მაგრად მიხარია, რომ ასეთი ადამიანი აღმოვაჩინე და რომ არ არის მოსაწყენი. ჩემი ენერგიის ამბავი ხომ იცით? ისიც რაღაც ეგეთია, რომ არ მოგაწყენს და თან საინტერესოდ არ მოგაწყენს. აი ლაიქ მანქი :)

თინი – ვის ეგონა, გამოვტოვებდი? :) პრინციპულად მიყვარს იმის გამო, რომ კლასიკური მუსიკა იზიდავს და ვიოლინოზე უკრავს. პრინციპულად მიყვარს მისი იუმორის გამო, რომელზეც დიაფრაგმა მეხევა ხოლმე. პრინციპულად მიყვარს იმის გამო, რომ ხანდახან მიყვარს, როცა ნერვებს ვუშლი. პრინციპულად მიყვარს, რომ მენდობა და ვენდობი. პრინციპულად არა, მაგრამ მიყვარს, რომ ჯექსონზე გიჟდება და არა მერლინ მენსონზე.

ფსიქე – ზოგადად ასეთი უწი-პუწი ხალხი არ მევასება, მაგრამ როცა “უწი-პუწის” მიღმა “უწი-პუწი” კი არა, განათლებული და საყვარელი გოგონა იმალება, რატომაც არა. იმალება იმიტომ, რომ პატარაა. ფსიქე ჩემთვის ხის ძირას ამოსული წითელქუდიანი თერთკოპლებიანი სოკოა, რომლის მოწყვეტაც ძალიან გსურს, მაგრამ ხელი არ გემორჩილება.

სიყვარულოვნა – ეს არის მოზრდილი ფენომენი, რომელიც არღვევს ცაკალელი პუტკუნას კლიშეს ერთი თუ ვინმეს ამოსცხო, მერე ჰოოოო… ჰოდა ამიტომაც მიყვარს. თან, რაც მთავარია, საინტერეოდ აზროვნებს. რომ ვუყურებ, ვოცდები, 15 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თაობა, აზროვნების დონე და აღქმის თავისებურება. სიყვარულოვნა ჯიგგარი ბლოგერია თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი სახელი მოუფიქრა თავის თავს :)

წყარო – სიმპათიური ყმაწვილი, რომელზეც ვერ იტყვი, რომ ჯერ კიდევ ბავშვია. ისეთი ტიპია, რომ თითქოს კარგა ხანია იცნობ და ესმის შენი. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც მასთან ვმეგობრობ, არც ერთი შტერული აზრი არ გამიგია, თუნდაც იდეის ან ხუმრობის დონეზე. ხუმრობაც რომ მაღალი დონის აქვს და ამავდროულად ზომიერად სერიოზულია. მგონი, წყარო ყველაზე ზომიერი ბლოგერია და მისი ეკვილიბრიუმი ძალიან მიმზიდველია ადამიანებისმოყვარული მე-სათვის.

დოდკა – ოოო, დოდკა ეს მოვლენაა. რამდენჯერ შემეცვალა მასზე წარმოდგენა. ხან როგორი ტიპი მეგონა და ხან როგორი. ერთ-ერთი, რასაც ძალიან ძალიან ვაფასებ მასში, გულწრფელობაა. ჩემთან მიმართებაში ნამდვილად ასეთია და ვიცი, რომ რაიმე საზიანო არაფერი ამოძრავებს (არც სხვის მიმართ მგონი). გულმხიარულია და მისი საახალხლო მილოცივს მესიჯის ორსიტყვიანი პასუხი “Mpua shen :*” ახლაც შენახული მაქვს. როცა დოდკა სერიოზულდება (ეგრეც ხდება), მასში სენტიმენტალურ ადამიანს ვხედავ, რომელიც ჩვეულებრივი გულწრფელობიდან სასიამოვნო გულწრფელობაში გადადის. რა თქმა უნდა, მისი რაღაც საქციელები არ მომწონს, მაგრამ ვინაიდან მე არ მეხება, არც განვსჯი. რაც მთავარია, დოდკა კეთილია.

ანინა – ოოო… ამ ადამიანს ვერ დავახასიათებ, რადგანაც დღემდე არ ვიცი, ვინ არის. იგი ჩემი მეგობარია ი ნა ეტომ ვსიო. ოდესმე, როცა მასზე წიგნს დავწერ და იგი იმიტომ არ დამახევს თავზე, რომ წიგნი მისი სურათებით იქნება სავსე ან როცა მის პიროვნებას დავხატავ, ალბათ, მერე ვუპასუხებ ამ კითხვას.

და ბოლოს, ბექა – ძმა ხარ, რომ ამ პოსტის დაწერა დამაძალე! თურმე სულ არ ყოფილა ძნელი :)

… და ბლოგერნო დანარჩენნო: მაპატიეთ, რომ ვეღარ გიხსენიებთ. მაგრად მეძინება და ტვინი არ მემორჩილება. ყვავადან ნასტასიამდე ყველანი ჩემი მეგობრები ხართ და ყველას გარკვეული დოზით “გიყენებთ”. ჰოდა, აბა თქვენ იცით და გამანებეთ ახლა თავი.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

35 thoughts on ““ვაი ჩვენს პატრონს” ანუ “დაახასიათე მეგობარი ბლოგერი”

  1. ლილიანი

    იეხ რა მშრალი და მოსაწყენი პოსტი იყო ზური : ))
    მე რაღაც უფრო ისეთს ველოდი
    ბომბს :) ))
    კინაღამ ავჩუყდი კითხვისას : ) მგონი საიდანღაც გადაწერე ეს ყველაფერი : )

    1. zurriuss Post author

      როცა თავანი გაქვს შეტენილი, რას არ იზამ კაცი. აი, შენ რომ ჩემთან გემეგობრა, ბომბს მერე ნახავდი :green: :green:

  2. DreaMar

    მადლობა ასეთი დახასიათებისთვის! ჩემი სურათი რომ დავინახე, უკვე მიგრძნო გულმა, რომ რაღაც სასიამოვნოს წავიკითხავდი ჩემს თავზე :P ხოდა ძალიან გამიხარდა ესოდენ კარგი რომ სიტყვებით შემამკე :**

  3. ანინა

    ან მართლა ყველა და ყველაფერი გევასება, ან პადხალიმობ : )) ნუ, პოსტი ისეთი კეთილშობილი და სათუთი იყო, რომ ძალიან მომინდა ისეთი პოსტის დაწერა, სადაც ბევრ სიმართლეს ვიტყოდი. დავიწყებდი იმით, რომ დუდის მშვენიერი გარეგნობა არ აქვს და გავაგრძელებდი იმით, რომ გაბო კი სულაც არ ჭამს ტვინს შენზე უკეთ.. თუმცაა… მგონი, არ ღირს.
    მგონი, დროა, ბლოგერებმა ერთმანეთზე წერა შეწყვიტონ, თორემ არაბლოგერ მკითხველს ვერასდროს ეღირსებიან : )

    პ.ს. მიყვარხარ. არ გეწყინოს ხო? მე ვიცი, რომ შენ იცი, სინამდვილეში როგორები არიან ადამიანები. და ყველაფერი ასე კარგად სულაც არაა : )

    1. zurriuss Post author

      სიტყვა “მეგობრის” განმარტება მე უფრო პოზიტიურად მესმის – ეგ არის და ეგ :)

    2. პროვოკატორი

      ვახ, მგონი ეს გოგო მევასება. დავიჯერო ყველას ასე უყვარს ერთმანეთი? კიდევ ერთი პოსტი წავიკითხე იგივე თემაზე და შინაარსი აბსოლუტურად იგივე იყო. :)

  4. ბექა

    ჩაბარებულია თავანი ზურიუს :)
    მშვენიერი იყო.
    დაგაძალებ ხოლმე პოსტის დაწერას თუ დაიძალებ ;)

  5. სიყვარულოვნა

    არ მეგონა შენს პოსტში “დაახასიათე მეგობარი ბლოგერი” თუ მეც ავღმოჩნდებოდი და ახალგაღვიძებულზე ძალიან მესიამოვნა ამის წაკითხვა.
    ხო, კიდევ ის გამიხარდა, რომ ვარღვევ ცაკალელი პუტკუნას კლიშეს. ადრე მეკამეთე ყველა პუტკუნა კეთილი და სანდოაო და ა.შ და მაგიტომ = ))
    ხო და მიყვარხარ :*

  6. მანქი

    ჰეჰე ^^ გამიხარდა. კიარადა ბევრ რამეში გეთანხმები ტრადიციულად, რაც შეეხება ლეონსიოს, გვანცას, ლანდიშას, დუდის, სიყვარულოვნას, ალუკარდს. ანუ რა თქმა უნდა მე იმაზე ნაკლებად ვიცნობ ვიდრე შენ, მაგრამ ამ მოკლე ხანშიც მოახერხეს იმეების გამოვლენა რაც გიწერია.
    პ.ს. დღემდე ვერ გავიგე რას ერჩიან დუდის გარეგნობას. ეს ისე, მაინტერესებს უბრალოდ.
    ^^

    1. zurriuss Post author

      გარეგნობას კი არა და, წარბებს ვერჩი პირადად მე :)
      სხვას არაფერს – დაე, შურდეთ :)

  7. ket_eva_n

    მომეწონა პოსტი ზურიკ.. გასაგებია,რომ ყველა ამ ადამიანს თავისი უარყოფითი თვისებები აქვს..მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნოა დადებითის მოსმენა.. უარყოფითი მგონი ისედაც ყველამ ვიცით ;)

  8. wasp

    მდა,მდაააააააა….ბექას დახასიათებები წავიკითხე,შენიც წავიკითხე და ვიხალისე….ასე რომ ამ ორი დახასიათებიდან გარკვეულწილად შევიცანი ბლოგერები….ვისაც ვიცნობ უკვე,გავიგე სხვადასხვა დეტალები,თვისებები…ვისაც არ ვიცნობ ცოტათი მაინც გავიცანი :)

    პ.ს. ისე ზურა მე რომ კარგად მიცნობდე,ძალიან მაინტერესებს როგორ დამახასიათებებდი….მაინტერესებს რადგან, ზოგადად ყველა სხვადასხვაგვარად აღმიქვავს :)

    1. zurriuss Post author

      მაგაზე არც მაქვს პრეტენზია, მაგრამ მაინც ეგეთი ხარ მომენტებში და ვსო :green:

  9. Doody

    უინტერნეტობის გამო, დიდი ხანი ვერ მოვახერხე ამ პოსტის დაწერა, მაგრამ საბოლოოდ მაინც წავიკითხე თავიდან ბოლომდე, თავის კომენტარებიანად, თანაც მობილური ტელეფონი, თუმცა ვერაფრით მოვახერხე მობილურითვე კომენტარის დატოვება და იმდენი ვქენი, რომ გადაჩვეულ ინტერნეტ სამყაროს, წუთიერად მაინც დავუბრუნდი.

    As a reward, I’ll make myself to look like a readable book in order to give you
    the chance to read a real immortal character Mr. Doody himself A.K.A. Alter Boy.

    Anina, Don’t make me attract you, it’ll hurt a lot.

    Monk, thanks for your support.

  10. Landish

    ლოოლ, გავიგე აქ მაგარი კომენტარები ჩითავსო და მაგიტო შემოვედი : )))

    პ.ს. არადა ეს პოსტი რიდერში რო ვნახე, იქ ჩემ შესახებ არ გეწერა.. :უნსურე:

    1. zurriuss Post author

      გამოსატოვებელი კი ხარ მამენტ, მარა ძველ მეგობრობას ვეცი პატივი :green: :green:

  11. Pingback: კიდევ ერთი ცვლილება (?!) « Siyvarulovna's Blog

  12. Anonymous

    ჯერ კიდევ როდის დაგიწერია და მე კიდე ეხლა ვნახე შემთხვევით. :)

  13. Pingback: კიდევ ერთი ცვლილება (?!) « სიყვარულოვნას ბლოგი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.