სასიამოვნო ჯარიმა

ამასწინათ, როცა GIPA-სკენ კისრისტეხით მივიჩქაროდი (ანუ ავტობუსს მივაკისრისტეხჩქარებინებდი). ამ დროს ფანჯრიდან კონტროლიორები დავინახე, სწორედ იქ, ოპერის წინ უნდა ჩამოვსულიყავი. რახან ისინი ამოვიდნენ, მეც საჩქაროდ ამოვიღე სტუდენტური ბარათი და აპარატზე გადავუსვი.

მიწია არგადახდილი ბილეთების ცოდვამ: ბარათსვადა გასვლია. წამომადგა თავზე კონტროლიორი და მშვიდად მითხრა, შემდეგ გაჩერებაზე ჩავყოლოდი.

…გათენდა შემდეგი გაჩერებაც და კონტროლიორს ჩემი პირადობა გდავეცი. ახდ-დახედა, გვარიც მოეწონა მგონი და დაიწყო საჯარიმო ქვითრის გამოწერა. არავითარი საყვედური ან “ჰაიტ, რა გვარს არცხვენ!”. პირიქით, აქეთ გავუბი საუბარი, რომ არ ვიცოდი ბარათს თუ ვადა გასდიოდა, რომ აწი მემახსოვრება და რომ დედაქალაქისთვის 5 ლარი არ მენანება (ეს გადაუხდელი ბილეთების გამოსყიდვის გაო, თორე ისე რას მივცემ მაგათ? :green: ). მანაც მიპასუხა, რომ არაუშავს და რომ მეტად აღარ გავიმეორო მსგავსი.

ჯარიმის გმოწერამ შემდეგი დადებითი მომენტები დამანახა:

  • თავაზიანი კონტროლიორ(ებ)ი
  • დაბალი საფასური (5 ლარი)
  • გადახდა ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი
  • ვადა 30 დღე
  • ჯარიმის ქვითრით უფასოდ შეგიძლია, იმგზავრო 1 საათი!

მგონი, ცუდი არარის. მიმაჩნია, რომ თვისებით ლოიალური კანონია ურჩ გადამხდელი მიმართ.

ასე რომ, ვისა საინტერესო ექსპერიმენტები გიყვართ 5 ლარად შეგიძლიათ, კიდევ  ერთი თავგადასავალი აჩუქოთ თავს.

გამოსცადეთ სასიამოვნო ჯარიმა :)

P.S. მას მერე ჯიბე ხურდა ფულით მაქვს სავსე

Targmne.com
Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

34 thoughts on “სასიამოვნო ჯარიმა

  1. ket_eva_n

    მიყვარს, როცა ადამიანები მოვლენებს დადებითად უყურებენ :) კარგი ბიჭი ხარ ზურიკო :*

  2. gabo

    ხო და გუშინ მინიმუმ ორი ავტობუსი გამოვიცვალეთ და არც ერთში ბილეთი არ აგვიღია :)

  3. წყარო

    მე დამიჭირეს მარა პირადობა არ აღმომაჩნდა და ვუთხარი იმხელა რიგი იყო აღება ვერ მოვასწარითქო და გამიშვა : )) მე უფრო კარგი კონტროლიორ(ებ)ი შემხვედრია : ))

  4. Bella Ragazza

    ვაა, რა იაფი ყოფილა ჯარიმა… მგზავრობა რა ღირს?

      1. Bella Ragazza

        კარგია, რომ შეღავათი აქვთ სტუდენტებს :) და აი, მთელი სემესტრის სამგზავრო ბარათები არ არსებობს?

  5. ნინო

    მეც დამაჯარიმეს ერთხელ, საშინელი შეგრძნება იყო. 5 ლარი არ არის ძვირი, მაგრამ თვითონ ის მომენტი, რომ ავტობუსით უბილეთოდ ვმგზავრობდი და დამაჯარიმეს, ცუდი შეგრძნება იყო. არადა, იმ დღეს ძალიან ბევრჯერ ვიმგზავრე ბილეთებით და ერთხელაც აღარ ავიღე :((( მას მერე სულ ერთი გაჩერება რომ იყოს, ყოველთვის ვიღებ :)

  6. სიყვარულოვნა

    მე საერთოდ უფასოდ ეკუთვნის მგზავრობა (რადგან მოსწავლე ვარ), მაგრამ მეც ავირტყი კაი გემრიელი 5 ლარი. ავტობუსი გაჭეჭყილი იყო. ხალხს ცხვირები ფანჯარაზე ჰქონდათ აკრული და თანაც ისეთი დაღლილი ვიყავი არაფრის ტავი არ მქონდა. ამ დროს ამოლაგდნენ და შემდეგ გაჩერებაზეც წყნარად ჩავყევიი. ორნი ვიყავით. იმ მეორის მამა, ამ კონტროლიორის ნაცნობი აღმოჩნდა და გადარჩა. მე კიდე დამაჯარიმეს. რომ ახვედი ეგრევე უნდა აგეღო ბილეთიო. ჩხუბის თავი არ მქონდა, თორემ იმ საჯარიმო ქვითარს გადავახევდი თავზე.
    ჯერ ერთი რომ უფასოდ ვმგზავრობ მე და რა მნიშვნელობა აქვს მექნება თუ არა ბილეთი სადაც აწერია – ფასი უფასო!
    მეორეც სულ რომ მდომოდა იმ ავტობუსსში ბილეთს მაინც ვერ ავირებდი

    1. zurriuss Post author

      მაინც მგონია, უნდა მოგენდომა და მინიმუმ წიხლქვეშ გაგეგდო კორუმპირებული კონტროლიორი :)

      1. ლუსი@

        წიხლქვეშ ვის გავიგდებდი იცი?, . . . ,,ქართველობას!,”. . . და არა ყველა ქართველს, . . .

  7. როდრიგო

    ხშირად არ ვიღებ, ან მავიწყდება, ან მეზარება გადასვლა, 2 ჯერ დამაჯარიმეს უკვე , მარა მაინც მეზარება:D ეხლა ვადა გაუვიდა და 1 კვირაა ბანკში ვერ მივედი რა:( დამპალი ვარ

  8. ანინა

    მე რომ დამაჯარიმეს, მითხრეს, შეგიძლია, დღეს უფასოდ იმგზავრო, ანუ მთელი დღეო : ) 8)

  9. Lalena

    ჩემი და დააჯარიმეს და გაფრთილებაზე დაიბარეს… რა თქმა უნდა მის მაგივრად მე გამაფრთხილეს, სკვინჩას ხომ მაღლივში მუდამ საქმეები აქვს :)))))))))

  10. Qilipa

    ვაჩუქე ერთხელ ეგ თავგადასავლი საკუთარ თავს და აღარ მინდა გამეორება :) მას შემდეგ ერთხელ არ ავიღე მხოლოდ ბილეთი და გავექეცი კონტროლიორს – პირდაპირი გაგებით, ძაღლი რო მოგდევს და არანორმალური სისწრაფით გარბიხარ ეგრე ვირბინე მაღლივის ბიბლიოთეკამდე გაჩერებიდან :) გაგიჟდა ხალხი 5 ლარისთვის რას შვებაო, მაგრამ მათ არ იცოდნენ რომ ეგეთი ყვითელი ქარალდი უკვე ჯიბეში მედო და იმ დრეს ვაპირებდი გადახდას… :)

    მოკლედ, დღესდღეობით პატიოსანი გადამხდელი ვარ და მშვიდად დავდივარ ავტობუსით :) ხო და ვადა ჩემსასაც გაუვიდა 1 აპრილს და სანამ ბარათს დავხედავდი თავს ვიმხნევებდი უგულავას საპირველაპრილო ხუმრობაა თქო :D მარა 40 თეთრი რო ჩავყარე იმ ,,ყუთში” მივხვდი, ეგეთი იუმორის გრძნობის გამოჩენა მერის არჩევნების წინ შეიძლება დადებითი არ ყოფილიყო – ანუ ბარათს ვადა გასვლია :)))))

  11. Katiee

    კარგია რომ ხანდახან მაინც ამოდიან.
    ისე, ნახევარი ავტობუსი, განსაკუთრებით ღამის საათებში, მართლა უფასოდ მგზავრობს.

  12. Sophie 'Sunny' Golden

    სირცხვილი, ბლოგერებო! :( ხალხს კარგი მაგალითი უნდა მისცეთ და როგორც კომენტარებში ვნახე, ბევრი არ იღებს ბილეთს… ეჰ, ამიტომაც ვერ წავალთ შორს, თაზო კიდევ სურათებს იღებს ნაგვიან ავტობუსებზე და სუნიან “პადზემკებზე”.

    ადამიანი, რომელიც თვალებს ითხრის მუშაობით (მაგ: მე) და ფულს ისე შოულობს, აუცილებლად გადაიხდის 40 თეთრს, რომ არ დააჯარიმონ, თქვენ ეტყობა მშობლების ფულს ყრით და ამიტომ არ გენანებათ 5 ლარი :ბრაზიანიკომუნისტი:

    1. zurriuss Post author

      კომუნიზმის პიარს შენი ბლოგიც მშვენივრად გასწვდება, სოფ. მით უმეტეს, იმას აპიარებ, რისიც გჯერა :d

  13. კოწია ჯაფარიძე :)

    ჩვენც რა მაგარი დახვედრა მოგვიწყო ერთ-ერთმა მათგანამა :D ანუ ზოგი “იმენნა” ისეთია რა მიხვდებით თქვენ ;)

  14. Pingback: “რეზო”, მიყვარხარ! » Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »